x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უდანაშაულო მამაკაცმა ციხეში 11 წელი გაატარა
image

ლონდონში უდანაშაულო მამაკაცს მტკიცებულებების გარეშე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


დიდ ბრიტანეთში, მამაკაცი, რომელიც 11 წლით უკანონოდ იყო დაპატიმრებული, უდანაშაულოდ ცნეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.


მცირეწლოვანი იყო, როდესაც ოლივერ კემპბელმა განიცადა ტვინის ტრავმული დაზიანება, რამაც შეაფერხა მისი ინტელექტუალური განვითარება და დარჩა შვიდი წლის ასაკის ბავშვის აზროვნებით. მამაკაცი ადვილად ადვილად ექვემდებარება მანიპულირებას, უჭირს კონცენტრაცია და ასევე აქვს სუსტი მეხსიერება.


1990 წელს კემპბელს დაადანაშაულეს მაღაზიის ძარცვაში და მისი მფლობელის, ბალდევ ჰანდლის მკვლელობაში. ბრალდებული მაშინ 19 წლის იყო. დამღლელი დაკითხვების დროს პოლიციამ ისარგებლა მისი გონებრივი შეზღუდულობით და კემპბელი იძულებული გახდა ეღიარებინა დანაშაული.

ფაქტობრივად არანაირი მტკიცებულების გარეშე, მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა.

image

საქმეზე მსჯავრდებული მეორე პირი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ კემპბელს არაფერი ჰქონდა საერთო შეიარაღებულ ძარცვასთან და რომ მისი თანამზრახველი სხვა კაცი იყო. გამოძიებას არ ჰქონდა დნმ-ის ნიმუშები, რომელიც დაადასტურებდა ახალგაზრდა მამაკაცის დანაშაულს. კემპბელმა შეიტანა შუამდგომლობა საქმის გადახედვაზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ყველა უარყო.


2002 წელს მამაკაცი ციხიდან გაათავისუფლეს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ გამგზავრება არ შეეძლო და ასევე სადმე სამუშაოზე რომ მოწყობილიყო, სპეციალური ნებართვა უნდა მიეღო.


მხოლოდ 2024 წელს აღიარეს, რომ კემპბელი არასწორად გაასამართლეს.

„34 წელი დავკარგე. ამას ვერაფერი დააბრუნებს. შემეძლო ურთიერთობა მქონოდა, შვილები მყოლოდა, ბაბუა გავმხდარიყავი“, - აღნიშნა კაცმა. ის ოცნებობს სამართლიანობაზე და ელოდება, როდესაცნამდვილ დამნაშავეს აღმოჩენენ.

image


0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0