სისხლის სამართალი რა კავშირი აქვს იტალიაში გამართულ საუკუნის სასამართლოს ქუთაისურ ქურდულ კლანთან? 2021, 16 ნოემბერი, 12:38 სასამართლომ დანაშაულებრივი ორგანიზაცია "ნდრანგეტას"( Ndrangheta) 70 წევრს სასჯელი გამოუტანა. მათ ბრალი ედებათ მკვლელობის მცდელობაში, ფულის გათეთრებაში და ნარკორეალიზაციაში . როგორც აღმოჩნდა ისინი რუსულ მაფიასთან იყვნენ კავშირში. გასულ შაბათ-კვირას, კალაბრიის ქალაქ ლამეზია ტერმეში, დილიდან, პოლიციის ავიაცია ცაში პატრულირებდა, ხოლო სასამართლოს შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყო. ასე ემზადებოდნენ იტალიელი ძალოვანები ბოლო 30-ზე მეტი წლის მანძილზე მაფიის წინააღდეგ გამართული ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესისთვის. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნა მიღებული მთავარი პროკურორის, ნიკოლა გრატერის მიმართ, რომელზეც მკვლელობის მიზნით, რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა. სასამართლო პროცესი სპეციალურად აშენებულ ბუნკერის ტიპის ოთახში გაიმართა, რომელსაც კბილებამდე შეიარაღებული ასობით ჯარისკაცი იცავდა. ფოტოზე: პროკურორი ნიკოლა გრატერი სასამართლო პროცესს, რომელსაც 900 მოწმე ესწრებოდა, საკუთარი სახელი – „აღორძინება“ უწოდეს. ამისთვის ადგილობრივ ინდუსტრიულ ზონაში მიტოვებული ქოლ-ცენტრი გადაკეთდა სასამართლო დარბაზად, რომელიც გათვლილია ათას ადამაინზე. მარტო კრიმინალების სახელები იკითხებოდა საათზე მეტი ხნის განმავლობაში - სულ 447 ბრალდებულია, თითქმის ყველა მათგანი მანკუზოს კალაბრიული კლანის წევრია, რომლის გავლენის სფეროა სამხრეთ პროვინცია ვიბო ვალენტია. მსჯავრდებულებს შორის არის კლანის ბოსი ლუიჯი მანკუსო, რომელიც ცნობილია მეტსახელით "ბიძა". ფოტოზე: „ნდრანგეტა"-ს 5 გავლენიანი პირი სასამართლოზე მისი ჯგუფი ნარკოტიკებს აწვდიდა კოლუმბიურ კარტელებსა და ესპანელ ნარკოდილერებს პრივლეგირებული არხის მეშვეობით. მანკუზო ავსტრალიასაც ამარაგებდა ნარკოტიკებით. ლამეზია ტერმეშის სასამართლო პროცესი 2019 წელს ორი მსხვილი ავტორიტეტული ოჯახის დაკავების შედეგი იყო, როდესაც ერთ-ერთი მათგანის ძმისშვილმა პოლიციააში საკუთარი ნათესავები ჩაუშვა და ამით დაარღვია "ომერტა"-დუმილის ფიცი, რომელიც ადრე ითვლებოდა მაფიის დაცვის ძირითადი საფუძველი. ამ დროისთვის პროცესის პირველი ნაწილი დასრულდა, 70 პირს გამოუტანეს განაჩენი.ზოგიერთს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბოლოს ყველაზე საშიში ცნობილი სიცილიური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის - "კოზა ნოსტრას" წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 1986-1987 წლებში გაიმართა. მაშინ 338 ადამიანი გაასამართლეს. კინოკომისრის, კატანის დროიდან მოყოლებული, იტალიაში კრიმინალური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. სიცილიურმა "კოზა ნოსტრამ", რომელმაც მთელ მსოფლიოში ორგანიზებულ დანაშაულს "მაფია" უწოდა, ნეაპოლიტანური კამორას მსგავსად, იტალიაში მეორეხარისხოვანი როლად იქცა ამასობაში „ნდრანგეტა“ მთავარ როლში შეუმჩნევლად, მაგრამ თავდაჯერებულად შეაბიჯა. იტალიელმა პროკურორებმა კრიმინალურ დაჯგუფებას "მთვარის მეორე მხარე" უწოდეს - მისი ინკოგნიტო წევრების გამო. ამავდროულად, კალაბრია არის მოძალადე ბანდიტების მხარე. ანტიკურ ხანაში რეგიონი ბერძნების მიერ იყო კოლონიზებული - „ნდრანგეტა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ἀνδραγαθἰα, რაც ნიშნავს ვაჟკაცობას და გამბედაობას. სანამ იტალიელი სამართალდამცავები მთელ ძალისხმევას ხარჯავდნენ სიცილიური და ნეაპოლიტანური მაფიის ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, "ნდრანგეტა" საერთაშორისო ორბიტაზე გავიდა და გახდა ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ორგანიზაცია მსოფლიოში. ჯერ კიდევ 2007 წელს Eurispes-ის კვლევითმა ინსტიტუტმა "ნდრანგეტას" წლიური შემოსავალი 47 მილიარდ ევროდ შეაფასა. დემოგრაფიული ინსტიტუტის, Demoskope-ს მონაცემებით, 2013 წელს (წლიური ბრუნვით 53 მილიარდი ევრო), ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი უფრო მდიდარი იყო ვიდრე Deutsche Bank და McDonald's-ი. აშშ-ის მთავრობის ექსპერტებმა "ნდრანგეტა" დაასახელეს მსოფლიოში №4 ყველაზე საშიშ ორგანიზაციად ალ-ქაიდას, ქურთისტანის მუშათა პარტიისა და მექსიკის ნარკოკარტელების შემდეგ. ინტერპოლი „ნდრანგეტას“ რუსულ მაფიაზე უფრო გავლენიანად და საშიშად მიიჩნევს. თუმცა, ნდრანგეტა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ შეეკრა რუსულ მაფიას და მასთან ერთად აწარმოებს ბიზნესს . კომუნიკაციის ენა ყოველთვის ერთი და იგივეა: იარაღი და ნარკოტიკი. იტალიელები ხელს არ უშლიან რუსებს ქვეყანაში ბიზნესის კეთებაში, თუ ისინი მაფიის ინტერესებთან არ შეხებიან. და თვითონაც არ ყოფენ ცხვირს მათ საქმიანობაში . მიუხედავად იმისა, რომ ამ შაბათ-კვირას ნდრანგეტას 70 წევრს ხანგრძლივი პატიმრობა. ჯგუფი კვლავ რჩება ყველაზე აგრესიულ მაფიოზურ მოძრაობად ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის იტალიის ეროვნულ უსაფრთხოებას. "კოზა ნოსტრასთან" შედარებით, კალაბრიული მაფია ჩამოშორდა რთულ რიტუალებს და საჩვენებელ რელიგიურობას. „ნდრანგეტას“ ჰორიზონტალური სტრუქტურა აქვს და შედგება თავისებური უჯრედებისგან – ნდრინებისაგან, რომლებსაც ხშირად შედგება სისხლით ნათესავებისგან. მხოლოდ კალაბრიაში არის 120-ზე მეტი ნდრინი, რომლებიც ხშირად კონკურენცია აქვთ ერთმანეთში. უჯრედის უფროსია „კაპობასტონი“ - ყველაზე უფროსი მამაკაცი ოჯახში. თუ ის ციხეშია, ძალაუფლება შეიძლება გადაეცეს ცოლს. განსაკუთრებით ღირსეულ ქალს ენიჭება ტიტული „დუმილის და“. ნდრინები ერთიანდებიან უფრო დიდ ჯგუფებად - "ლოკალე" - 50 კაციდან. მათ უკვე ჰყავს საკუთარი ბუღალტრები, კილერები და სპეციალური არბიტრი (Mastro di Giornata), რომელიც ნდრინებს შორის კონფლიქტებს აგვარებს. ეს აქტუალურია, რადგან აქ სისხლის აღება ჯერ კიდევ ხშირია. ლოკალები, თავის მხრივ, გაერთიანებული არიან ოლქებში. "ნდრანგეტას" ღირსეულ წევრებს, როგორც წესი, აქვთ ჯვრის ტატუ მარჯვენა თითზე. ასევე ატარებენ ჯვარს ვარსკვლავით. დაჯგუფების ცენტრია ქალაქი რეჯიო. მაფიის ბოსებს შეუძლიათ ათწლეულების განმავლობაში იმალებოდნენ სამშობლოში. არა მხოლოდ თავად კალაბრია არის უჩვეულოდ კორუმპირებული და ბანდიტების დიდი გავლენის ქვეშ. ზოგიერთი სახლის ქვეშ აშენებულია ნამდვილი მიწისქვეშა ბუნკერები, რომლებიც დაკავშირებულია საიდუმლო მიწისქვეშა გადასასვლელებით, საიდანაც „ნდრანგეტის“ ლიდერებს შეუძლიათ მშვიდად მართონ ოპერაციები მთელს მსოფლიოში. ამ მაფიას არ ჰყავს „ყველა ბოსის ბოსი“, როგორც ეს „კოზა ნოსტრას“ შემთხვევაში იყო - „ნდრანგეტას“ მთავარ საკითხებს კოლექტიურად წყვეტენ ყველაზე დიდი ნდრინების ბოსები. 2018 წლის ზაფხულში მოსკოვში დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი იური ესინი, ასევე ცნობილი როგორც "სამოსვალი". თუმცა ის გაიქცა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, ხოლო მისი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ამ გაზაფხულზე ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს. 90-იან წლებში ესინი ითვლებოდა იტალიაში რუსული მაფიის ხელმძღვანელად. სწორედ მან მოიწვია თანამემამულეთა კრება რომში, სასტუმრო "გოლფში", რომელიც იტალიელმა კარაბინიერებმა გააშუქეს. პოლიციამ ათი რუსი და ორი იტალიელი დააკავა. ფოტოზე: მერაბ ჯანგველაძე და იური ესინი ესინმა სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დაარსა იტალიაში, იარაღით ვაჭრობდა და მეძავების მიწოდება დაიწყო დსთ-ს ქვეყნებიდან. ისინი ავტორიტეტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ფარული შემოტანა დაიწყეს კერძო კომპანია Globus Trading-ის მეშვეობით. იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ფილიპო მანკუსოს თქმით, რუსები იტალიაში სხვებზე გვიან ჩავიდნენ, მაგრამ გულმოდგინედ აანაზღაურეს დაკარგული დრო. მანკუზო ასევე თვლის, რომ ადგილობრივი მაფიები, მათ შორის „ნდრანგეტა“, სწორედ რუსების გავლენით განვითარდა. დონებმა დაიწყეს თავიანთი ტრადიციული ბიზნესისგან თავის დაღწევა - დაქირავებულთა ექსპლუატაცია ან თაღლითური სამშენებლო კონტრაქტებიდან, იარაღით და ნარკოტიკების ვაჭრობაში, ასევე პროსტიტუცის ბიზმესით ჩანაცვლებით.. უფრო მეტიც, „ნდრანგეტა“ იყო ყველაზე შემწყნარებელი. არც ისე დიდი ხნის წინ გამოცხადებულ "ნდრანგეტას" რიტუალებში რიგი ფიცი იწყება იდუმალი ფრაზით "რუსი უფლისწულის სახელით". იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ჯერ კიდევ 2008 წელს, რუსული მაფია ალიანსში შევიდა მთავარ ნდრინებთან, მოიპოვა კონტროლი იტალიურ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე და ტვირთის გადაზიდვაზე. რუსები ასევე აკონტროლებენ აზიიდან ოპიატების მიწოდებას. საინტერესოა, რომ რვა წლის წინ იტალიაში, ბარში, დასახლდნენ ქუთაისის კრიმინალური კლანის გავლენიანი წევრები, მათ შორის მერაბ ჯანგველაძე, რომელიც იქ კრიმინალური საზოგადოების შექმნასა და ფულის გათეთრებაში იყო ბრალდებული. პროკურორმა ჯანგველაძესთვის 10 წელი პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ კი ოთხი მისცა, რადგან მიიჩნია, რომ მისი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი არ იყო „მაფიოზური ტიპის". ჯანგველაძემ ვადა საკუთარ ვილაში შინაპატიმრობაში იხდიდა, რის შემდეგაც თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. ასევე იხილეთმოლარემ, რომელმაც ბანკიდან უზარმაზარი თანხა მოიპარა, ნახევარი საუკუნე იცოცხლა და ვერავინ ვერ იცნო. 1969 წლის 11 ივლისი კვირის ბოლოს, პარასკევ დღეს მოუწია. ქალაქ კლივლენდის ბანკის 20 წლის მოლარემ თეოდორ კონრადმა, (Theodore Conrad) კოლეგებს კარგი უქმეები უსურვა, დატოვა ბანკის შენობა სადაც მუშაობდა და ამის შემდეგ აღარც არავ... როგორც ცნობილია, ორიოდე კვირის წინ ქართველმა "კრიმინალურმა მეფემ" 69 წლის ტარიელ ონიანმა დატოვა სოტო დელ რეალის ციხე, სადაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იჯდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ტარო ციხიდან გამოსვლისანავე, დაუყონებლივ ჩაჯდა თვითმფრინავში და მოშორდა ესპანეთის სამეფოს. ონიანი ე.წ "ქუთაისური კლანის" ლიდერია. სწ... კალიფორნიაში, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ხმა მისცა პალესტინელი სერჰან სერჰანის გათავისუფლებას, რომელმაც მოკლა აშშ -ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი 1968 წლის ივნისში. სერჰანმა 53 წელი გაატარა გისოსებს მიღმა სენატორი კენედის მკველობისთვის, შეგახსენებთ, სერჰანმა მაშინ ესროლა კენედის, როდესაც ის ლოს ანჯელესში, სასტ... გამოძიების თანახმად, ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევა, გარდა ამისა, ზედამხედველი ქალს შეყვარებულთან საკანში ტელეფონი და საპარსი შეჰქონდა. სხვათა შორის ახალგაზრდა ქალი არ ნანობს იმას, რაც ჩაიდინა. 26 წლის ტინა გონსალესი, ( Tina Gonzalez)აშშ-ში ფრესნოს ოლქის ციხის ზედამხედველი გაასამართლეს და საჯელს მოი... ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძის "შაბათის" შოუს ეხმაურება კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის საქმის "ახალ გარემოებებზე" გასულ სიუჟეტს და წერს: "2012 წელი იყო, ციხიდან ადვოკატის ხელით წერილი გამომიგზავნეს, კახა კალაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მწერდა რომ მხოლოდ ჩემი იმედი ქონდა სი... 444 4-ს მოსწონს
|