სხვა მითები და მცდარი წარმოდგენები ვიკინგების შესახებ 2022, 5 თებერვალი, 13:15 ![]() მაგალითად, ზოგიერთი ცდება, როდესაც ვიკინგებს ცალკეულ ერად აღიქვამს. სინამდვილეში, ისინი იყვნენ მეომრების, ვაჭრებისა და მოგზაურების ჯგუფი, რომელსაც ბელადი ხელმძღვანელობდა. დიახ, და ძველ სკანდინავიურ დიალექტზე სიტყვა víkingr აღნიშნავდა პროფესიას. ![]() ![]() ![]() ხმლებით შეიარაღებული ვიკინგებიც პრაქტიკულად არ არსებობდნენ. მაღალი ხარისხის ხმალი ძალიან ძვირი ღიდა და ის მხოლოდ მეომრის სტატუსის დემონსტრირებას ახდენდა, ხოლო იაფფასიანი ხმალი არაპრაქტიკული იყო და ადვილათ ტყდებოდა. აქედან გამომდინარე ვიკინგების საცხოვრებელ ადგილებში ყველაზე ხშირად შუბებს პოულობდნენ. ![]() ![]() ![]() ![]() ვიკინგებს ხშირად ასახავდნენ როგორც მეომრებს, რომლებიც მხოლოდ ბრძოლით ცხოვრობენ. თუმცა, ბრძოლა არ იყო მათი მთავარი საქმიანობა. აბსოლუტური უმრავლესობა ჩვეულებრივი საქმიანობით იყო დაკავებული: სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით. ბრძოლებისთვის მათ ასევე ჰყავდათ პროფესიონალი მეომრები - ბერსერკერები, რომლებიც შედიოდნენ ერთგვარ ტრანსში მას შემდეგ, რაც ბრძოლის წინ ჰალუცინოგენური სოკოს სასმელს დალევდნენ. ![]() ![]() ასევე მცდარია აზრი, რომ ვიკინგები მხოლოდ დარბევებით იყვნენ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, ისინი ახორციელებდნენ დარბევებს, მაგრამ ეს მათი ექსპედიციების მხოლოდ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა. სისხლის დაღვრის გარეშე მათ მოახდინეს ისლანდიისა და გრენლანდიის კოლონიზაცია და ასევე მიაღწიეს ამერიკის ნაპირებს კოლუმბამდე 500 წლით ადრე. ამასთან, როგორც მრავალი ვაჭარი, ისინიც მშვიდობიანად ვაჭრობდნენ მოგზაურობის დროს. ![]() რთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ვიკინგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ამერიკა, მაგრამ ისინი შეგნებული ცნობისმოყვარეობის გამო მიცურავდნენ ამ მიწებზე. მაგრამ კუნძულები, რომლებიც დღეს კანადას ეკუთვნის, მართლაც შემთხვევით იქნა აღმოჩენილი. და ბოლოს, თუმცა სანახაობრივი, მაგრამ მაინც ილუზიაა ვიკინგების დაკრძალვა ცეცხლოვანი გემებით. ამავე სერიალების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა მამაცი მეომარი ასე იკრძალებოდა. ![]() მიუხედავად ამისა, გემების წარმოება ძვირი და შრომატევადი იყო. ამიტომ მათ ამ მხრივ მრავალი დაკრძალვის რიტუალი ჰქონდათ. ყველაზე ხშირად მიცვალებულებს მთელ ქონებასთან ერთად ბორცვებში კრძალავდნენ, ან კოცონზე წვავდნენ. 100 6-ს მოსწონს
|