x
image
არჩილ ვერულიძე
კატალონიამ თავის " ჯადოქრებს" პატიება სთხოვა
image

შუა საუკუნეებში ესპანური კატალონია გახდა ერთ-ერთი პირველი რეგიონი ევროპაში, სადაც ჯადოქრების სასამართლოები იმართებოდა. ახლა კატალონიის მთავრობა რეგიონის წარსულის გამოსწორებას ცდილობს.
image

კატალონიის მთავრობამ მიიღო დადგენილება სიკვდილის შემდეგ 700-ზე მეტი ჯადოქრის შეწყალების შესახებ, რომლებიც მოკლეს მე-XV და მე-XVIII საუკუნეებში. ის ასევე მოუწოდებს მუნიციპალურ ხელისუფლებას, განიხილოს დაღუპულთა პატივსაცემად ქუჩებისთვის სახელების შეცვლის შესაძლებლობა. ადგილობრივი პარლამენტის 135 დეპუტატიდან 114-მა მხარი დაუჭირა ღონისძიებას, ხოლო 21 წინააღმდეგი იყო.
«ჩვენ ვართ ჯადოქრების, მეწამლეებისა და მკურნალების მემკვიდრეები", - თქვა ჯენ დიაზმა, კატალონიის პარლამენტის წევრმა. - მაგრამ ევოლუციის შედეგად დღეს ჩვენ გვეძახიან ფემიციდებს. არსებობს კავშირი ჯადოქრებზე ნადირობასა და ფემიციდს შორის. ჩვენ გვინდა დანაკლისის ანაზღაურება და იმის გაგება, რომ წარსული არც ისე შორს არის, როგორც ჩვენ გვგონია.»

image


ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ 1580-დან 1630 წლამდე ევროპაში დაახლოებით 50 000 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს ჯადოქრობისთვის. ამ რიცხვიდან დაახლოებით 80 პროცენტი ქალი იყო. კატალონიაში ჯადოქრებზე ნადირობა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სხვა ადგილებში. იგი ძირითადად ადგილობრივ დონეზე ხორციელდებოდა: სოფლის მცხოვრებლები ჯადოქრებზე მონადირეებს დახმარებას სთხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელების დიდი უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებდა ჯადოქრების არსებობას, ინკვიზიციის წყალობით, ფეოდალების მმართველობის ქვეშ მყოფ სოფლებს უფრო მეტად სწამდათ ჯადოქრობისა და მაგიის არსებობის.
ჯადოქრობაში ბრალდებულები, როგორც წესი, იყვნენ მარტოხელა დამოუკიდებელი ქალები ან ტრადიციული მედიცინის მოყვარულები. ბრალდებების უმეტესობა სტიქიის, მოსავლის წარუმატებლობის ან ბავშვის აუხსნელი სიკვდილის შემდეგ ყენდებოდა. კატალონიაში აღიარება საკმარისი იყო დანაშაულის დასამტკიცებლად, თუ ინკვიზიცია არ იყო გამოძაღებული. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულებს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ათავისუფლებდნენ. ხოლო ვისაც დანაშაული უმტკიცდებოდა ჩამოხრჩობას უსჯიდნენ. ეს უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ქალების კოცონზე დაწვა.
image
კატალონია არ არის პირველი რეგიონი ევროპაში, რომელმაც გადაწყვიტა ჯადოქრების სასამართლო პროცესების ისტორიის გადახედვა. 2008 წელს შვეიცარიამ შეიწყალა "ჯადოქარი", რომელიც ბრალდებული იყო 1782 წელს ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, ხოლო 2011 წელს ნორვეგიის მთავრობამ პატივისცემა გამოხატა ჯადოქრების სასამართლო პროცესის მსხვერპლთა მიმართ. შოტლანდიის მთავრობა მსგავს ნაბიჯს სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში გადადგამს.

0
74
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0