საზოგადოება "ფილტვების ანთება, მენინგიტი და ახლა კოვიდიც გადაედო საავადმყოფოში" - ახალგაზრდა ილუზიონისტს დახმარება სჭირდება 2022, 30 იანვარი, 14:40 ცნობილი, ახალგაზრდა ფსიქო-ილუზიონისტი ავთო გოგეშვილის სიცოცხლის გადასარჩენად მისი მეგობრები და საზოგადოების ნაწილი ჩაერთვნენ კამპანიაში #ერთადავთოსთვის".
ავთო გასული წლის 14 დეკემბერს უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, ის საცხოვრებელი ბინის ლიფტის შახტაში ჩავარდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მრავლობითი მოტეხილობით და ხერხემლის ურთულესი დაზიანებით მას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ავთოს მკურნალობა და გამოჯანმრთელება მის საზღვარგარეთ დროულ გადაყვანაზეა დამოკიდებული. ის ისევ რეანიმაციაში რჩება და ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, სხვადასხვა პრობლემამ იჩინა თავი. "დეკემბრის ბოლოს ავთოს ჯერ ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ მენინგიტი და სხვადასხვა ინფექცია, ახლა კი კოვიდიც გადაედო საავადმყოფოში", - ამბობენ მისი მეგობრები.ავთოს დასახმარებლად გახსნილია ანგარიშები: მიმღების ანგარიში: #GE42TB7127345061100067 თიბისი ბანკი#GE08BG0000000528108727 საქართველოს ბანკიმიმღების სახელი: ანა გოგეშვილიPayPal - paypal.me/agogeshviliGoFundMe - https://gofund.me/285a3d40"შეგროვებული თანხა თითქმის სრულად ხმარდება თბილისში არსებულ კლინიკაში მკურნალობას, ვინაიდან ამ ეტაპზე არსებული ვითარება არათუ საზღვარგარეთ, არამედ სხვა კლინიკაში ტრანსპორტირების საშუალებასაც კი არ გვაძლევს. თქვენი მხარდაჭერის გარეშე ამდენს ვერ შევძლებდით, რისთვისაც გვინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თუმცა, არსებულ გართულებებს შეგროვებული თანხა სრულად ვერ გასწვდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, დავუდგეთ გვერდში ავთოს, მის ოჯახსა და მეგობრებს, იმისთვის, რომ დროულად დავუბრუნდეთ თავდაპირველ მიზანს - საზღვარგარეთ რეაბილიტაციას", - ნათქვამია გოგეშვილის მეგობრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.89 შეფასება არ არის
|