x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰიდრავლიკური ტელეგრაფი – როგორ გზავნიდნენ მესიჯებს ძველ მსოფლიოში

ტექნოლოგიების განვითარებამ, ჩვენი დღევანდელი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ერთი–ერთი ტიპის ტექნოლოგია, რომელსაც ბევრი ჩვენგანი თავისთავად თვლის, — ეს სხვა ადამიანებთან ან ადამიანთა ჯგუფთან, შორ მანძილზე, კომუნიკაციის შესაძლებლობა არის.


image


უძველესი ცივილიზაციების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ იმ პერიოდში, დისტანციური კომუნიკაციის საშუალებები უკვე არსებობდა. ჩვენს ერამდე 350 წელს, ბერძენმა, სახელად ენეიმ ჰიდრავლიკური ტელეგრაფი შექმნა, რომელიც ინფორმაციის სწრაფად გადაცემის შესაძლებლობას იძლეოდა და უნდა ითქვას, რომ მესიჯი საკმაოდ დეტალური, ხოლო მანძილი – საკმარისად შორი იყო.

imageენეი — ბერძენი მწერალი და სამხედრო ისტორიის მკვლევარი იყო. ასევე, სტრატეგი და სამხედრო კომუნიკაციების შესახებ, სახელმძღვანელოს ერთ–ერთი პირველი ავტორი. ასეთი წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ მტრის შემოსევის შემთხვევაში, საზოგადოების ნებისმიერ წევრს, სხვა ადამიანებისთვის ინფორმაციის გადაცემა შეძლებოდა.

ენეის არ მოსწონდა ჩირაღდნებით და შუქურებით აწყობილი კომუნიკაცია, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები ახასიათებდა. ასეთი საშუალებებით, შეიძლებოდა, მაგ., ინფორმაციის გადაცემა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ან იმის შესახებ, რომ მიზანი მიღწეულია. მაგრამ, არა დეტალების. რეალურად, მათ შეეძლოთ იმის შეტყობინება, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ კონკრეტულად რა — ამის გადაცემის საშუალება არ არსებობდა.

ამ შეზღუდვის გადალახვის მცდელობისას, ენეიმ ჰიდრავლიკური ტელეგრაფი შექმნა, რომელიც წყლით შევსებულ წნელებიან სისტემას წარმოადგენდა, რომელიც ორ ჯგუფს შორის, კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, მხოლოდ, ერთმანეთის ხილვადობის არეალში. ჩვეულებრივ, ასეთი მოწყობილობა ბორცვებზე მონტაჟდებოდა.


image


როდესა ერთ მხარეს, მეორესთვის ინფორმაციის გადაცემა სურდა, ის ანთებულ ჩირაღდანს ზევით წევდა. ჩიეაღდნის დანახვისას, მეორე მხარე, ინფორმაციის მიღების მზადყოფნის გადასაცემად, თავის ჩირაღდანს წევდა ზევით. მაშინ ინფორმაციის გადამცემი ჩირაღდანს ქვევით წევდა და გამგზავნი და მიმღები ოპერატორები, წყლით სავსე სინჯარას საცობს ერთდროულად აძრობდნენ.


image


მას შემდეგ, რაც წყალი გადმოიღვრებოდა, კვერთხზე შეტყობინებაც ჩნდებოდა (იხ. ქვემოთ მოცემული ვიდეო). ამის შემდეგ, მიმღები ისევ ანთებდა ჩირაღდანს, რომ გზავნილის მიღების ფაქტი დაედასტურებინა და სისტემას ისევ წყლით ავსებდნენ. ასეთი კავშირის განსახორციელებლად, ორივე მხარეს, წყლის ერთნაირი მოცულობის, ერთნაირი მოწყობილობა უნდა ჰქონოდა. გარდა ამისა, ინფორმაციის გამგზავნსაც და მიმღებსაც სინქრონულად უნდა ემოქმედათ — დრენაჟი საჭირო მომენტში გაეშვათ და შეეწყვიტათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრავლიკური ტელეგრაფის ტექნოლოგია ძალიან მარტივი ჩანს, მისი გამოგონება, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, მაინც მნიშვნელოვანი მიღწევად შეფასდა, რადგან წინასწარ მომზადებული შეტყობინებების გადაცემას დიდ მანძილზე უზრუნველყოფდა.



გარდა ამისა, მტრი შემოჭრის ან მიახლოების შემთხვევაში, ჩირაღდნის ხანმოკლე ციმციმს შენიშნავდა, მაგრამ გზავნილის შეჩერებას ვერ მოახერხებდნენ.

imageკომუნიკაციის ასე განვითარება, ასევე დიდ პროგრესად ითვლებოდა სამხედრო სტრატეგიაშიც. მაგ. პირველი პუნიკური ომის დროს (ძვ. წ. აღრ. 264 – 241 წწ) შეტყობინება ამ მოწყობილობით, სიცილიიდან კართაგენში იგზავნებოდა.

ჰიდრავლიკური ტელეგრაფის წყალობით, სამხედროებს ჰქონდათ კონფედენციალური ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა, რაც სხვა სამხედრო ჯგუფებს და სამოქალაქო პირებს, საშუალებას აძლევდა, უკეთესად მომზადებულიყვნენ პოტენციური შემოსევებისთვის.

შორ მანძილზე კომუნიკაციის ეს ადრეული ფორმა, მოწინავე ტექნოლოგიად ითვლებოდა იმ ეპოქაში და მან კომუნიკაციის სამომავლო ფორმებს გაუხსნა გზა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი

* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* ამას ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ – 12 საინტერესო ფაქტი ჩვენი წარსულიდან

* როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები

* უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა

* მეტროს უჩვეულო მგზავრები (20 ფოტო)

0
627
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0