საზოგადოება როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები 2022, 27 იანვარი, 9:56 მეცნიერთა აზრით, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხოლოდ 5 პროცენტია გააზრებული, ხოლო 95% გაუზარებელია, — როდესაც თავად არ ვიცით, რა გვიბიძგებს და რა გვამოძრავებს, როდესაც ამა, თუ იმ გადაწყვეტილებას ვღებულობთ. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენს ქვეცნობიერზე მარკეტინგის ექსპერტებმაც ისწავლეს ზემოქმედება და... მაგ., ევროპის და ამერიკის მაღაზიებში სპეციალური «მრუდე სარკეები» გამოჩნდა, რომელშიც მყიდველი, უფრო გამხდარი ჩანს (დაახლოებით, 5 კგ აკლდება), ვიდრე სინამდვილეში არის. Business Insider-ის ცნობით, კალიფორნიაში მდებარე სარკეების მწარმოებელი კომპანიის სახელი, Skinny Mirror–ია («გამახდუნებელი სარკე»), რაც იმას ნიშნავს, რომ დამალული და დაფარული არაფერია და რდაგან ეს კომპანია არსებობს, ე. ი მის პროდუქციაზე მოთხოვნილებაც არის. მაგრამ, ჩვენ, მყიდველებმა, როგორ გავარჩიოთ, მაღაზიაში როგორი სარკეა? შვედეთის ერთ-ერთ მაღაზიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც Skinny Mirror-ს გასახდელში იზომავდნენ სამოსს, უფრო იხდენდნენ მას და შედეგად, უფრო მეტს ყიდულობდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ჩვეულებრივი სარკეში იხედებოდნენ. ექსპერიმენტის ჩატარების დღეს, Skinny Mirror-ს გასახდელში შესული მყიდველების 88% შეიძინა შერჩეული ნივთი, ხოლო მათგან, ვინც ჩვეულებრივ სარკეში ჩაიხედა, მხოლოდ 15% გავიდა მაღაზიიდან შენაძენით და როგორც ირკვევა, მთლიანად, ამ მაღაზიის გაყიდვების 54%-ს, სწორედ «Skinny Mirror ჯგუფი» უზრუნველყოფს. ფერი ეს სწორედ უძველესი და კარგად გამოცდილი ხრიკია, რომელიც მაღაზიაში შესულ ადამიანს ყიდვის განწყობაზე აყენებს. მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ წითელი ფერი შიმშილის გრძნობას იწვევს და ამ ცოდნის საფუძველზე, ფასტფუდის უმსხვილესი ქსელები (McDonald's, KFC, Pizza Hut და სხვა) ფართოდ იყენებენ მას საკუთარი კვების ობიექტების გასაფორმრბლად, რეკლამებში და სხვა სახის ატრიბუტებში. ხოლო, ფასდაკლების აბრები მაღაზიებში წითელი ფერის არის, ან წითელი შრიფტით არის დაწერილი. სუნი შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან ახლად გამომცხვარ ღვეზელებს, ნამცხვრებს ან ყვავილებს ყიდიან და ირგვლივ ძალიან სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. ასეთი «გარე ვაჭრობა», პოტენციურ მყიდველზე ზრუნვით არ არის გამოწვეული. «ყნოსვითი სტიმულატორი» ადამიანში შიმშილის გრძნობას იწვევს, ავიწყებს მკაცრად განსაზღვრულ მიზნს, იმ შემთხვევაშიც, თუ მაღაზიაში პროდუქტების სიით მივიდა და იმაზე მეტს ყიდულობს, რაც გეგმაში ჰქონდა. Sale სეზონური გაყიდვები, სარეკლამო აქციები, «შავი პარასკევი», «ბედნიერი საათები»… როდესაც ადამიანს იმის შანსი ეძლევა, რომ რამე ძვირიანი, კონკრეტულად განსაზღვრულ დროს, იაფად შეიძინოს და რა თქმა უნდა, შანს არ უშვებს, რომ არ წავიდეს და არ იყიდოს. «ჩვენ ისეთები ვართ, როგორც თქვენ» ჩვეულებრივ, კომპანიები მასობრივ გაყიდვებზე არიან ორიენტირებულნი და როდესაც მაღაზიაში შედიხართ, გაყიდვების მენეჯერი, რომელიც ამა, თუ იმ განყოფილებაზეა პასუხისმგებელი, გარწმუნებთ, რომ ეს ნივთი საუკეთესოა ანალოგიურ პროდუქციას შორის და მას სახლში სწორედ ასეთი მოწყობილობა აქვს ან უნდა, რომ მომავალში შეიძინოს. «ყალბი სამიზნე» ეს არის ხრიკი, როდესაც საჭირო მიზნისკენ გვიბიძგებენ. ფსიქოლოგიაში ეს ფრეიმინგის ეფექტით (framing effect), ანუ ჩარჩოს განსაზღვრის სახელით არის ცნობილი. შრიფტი კვლევამ აჩვენა, რომ კონსერვის ქილით, რომელზეც უბრალ შრიფტით იყო წარწერა გაკეთებული, მყიდველების მხოლოდ 64% დაინტერესდა. მაგრამ, იგივე კონსერთით, რომელზეც მხატვრული, გაფორმებული შრიფტის წარწერები იყო – 100%. ასევეა რესტორნებში, კარგად გაფორმებული მენიუ, ისეთი, თითქოს კალიგრაფისტის მიერ არის დაწერილი, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ გემრიელ კერძებს ამზადებენ. შესაბამისად, კლიენტიც მეტი ჰყავთ და ფასებიც გაზრდილი აქვთ. მუსიკა თანამედროვე მაღაზიების უმრავლესობაში ყოველთვის მუსიკა ჟღერს ან ბრენდის ხაზის რადიოა ჩართული. როგორც ირკვევა, სასიამოვნო მუსიკა, განსაკუთრებით კლასიკური, დადებითად მოქმედებს მყიდველზე. ის უფრო დიდ ხანს რჩება მაღაზიაში, ხანგრძლივად ათვალიერებს ვიტრინებს, რაც საბოლოო ჯამში, საქონლის რეალიზაციის გაზრდას იწვევს. არხის სხვა სიახლეები:* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება* რა ელის კაცობრიობას უახლოესი 20-30 წლის მანძილზე?* ევოლუციის თეორიის ხარვეზი - "საშინელი საიდუმლო", რომელიც დარვინს მოსვენებას არ აძლევდა662 4-ს მოსწონს
|