x
მეტი
  • 12.10.2024
  • სტატია:137580
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511458
რა ელის კაცობრიობას უახლოესი 20-30 წლის მანძილზე?

გლობალური დათბობით გამოწვეული, ეკოლოგიური კატაკლიზმებისგან კაცობრიობის გადარჩენის ყველა მცდელობა, წარუმატებლობისთვის განწირული აღმოჩნდა. Chatham House–ის ანალიტიკური ცენტრის მოხსენებაში, რომელიც ხანგრძლივი კვლევის შემდეგ მომზადდა, აღნიშნულია, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების ამჟამინდელი ტემპებით, მომავალში კატასტროფული შედეგების თავიდან აცილების შანსი უმნიშვნელოა.


image


მკვლევარებმა ყველა ქვეყნის მიერ წარდგენილი დეკარბონიზაციის ეროვნული გეგმა შეაფასეს და პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად, არაეფექტურად მიიჩნიეს. ანალიტიკოსების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღებული ვალდებულები შესრულდება, პლანეტის საშუალო ტემპერატურის 1, 5 გრადუსზე მაღლა აწევის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. უფრო სწორედ, მსგავსი შედეგის მიღწევის შანსი, 1 %-ზე ნაკლებია. ხოლო, თუ ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულება, სათბური აირების შემცირებაზე არ შესრულდება, მაშინ პლანეტის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსით გაიზრდება და უახლოესი, 20-30 წლის მანძილზე, მისი შედეგები კატასტროფული იქნება: გვალვა, ძირითადი კულტურების მოსავალს, თითქმის მესამედით შეამცირებს, რაც თავის მხრივ, სასურსათო კრიზისს გამოიწვევს. გარდა ამისა, გახშირდება წყალდიდობა, ტყის ხანძარი, ქარიშხლები და სხვა სტიქიური უბედურებები, რაც მოსახლეობას, უფრო უსაფრთხო რეგიონებში, მიგრაციას აიძულებს. გაცილებით მაღალი იქნება სიკვდილიანობაც — უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება ანომალური სიცხის, საკვების, წყლის და ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობის გამო.

Chatham House–ის ექსპერტების აზრით, დეკარბონიზაციის დაჩქარება, მთავრობების ამბიციური გეგმებით შეიძლება, რომლიც უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას უნახშირბადო ტექნოლოგიებში გულისხმობს — განახლებად ენერგეტიკაში, გამონაბოლქვის დაჭერის და შენახვის სისტემებში, ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენაში და ა. შ. ასე სუფთა ენერგია უფრო იაფი გახდება და 2030 წლისთვის, კლიმატზე მავნე ზემოქმედების დონე შემცირდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. მაიას მეფე პაკალი უცხოპლანეტელი იყო?!

2. ხე-მცენარეები მაღაროს ნაცვლად - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ალტერნატიული მეთოდი

3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. როგორი იქნება დედამიწა 500 წლის შემდეგ — არასახარბიელო კლიმატური პროგნოზი

5. ეგვიპტური ფირფიტა, რომელიც ვარსკვლავთშორისი ხომალდის მართვის პანელს უფრო ჰგავს

6. მოხუცი ინდიელი ბანკში სესხის ასაღებად მივიდა და საბანკო სისტემა ამხილა

0
665
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0