სიახლეები "კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით... ვერ დაარწმუნეს" - ვიკა ბუკია 2022, 23 იანვარი, 13:57 "ბუბის ყოფილი ძიძა უკიდურესად წინააღმდეგო იყო აცრის. ბოლოს ვუთხარი ვეღარ მოხვალ ჩვენთან-მეთქი. და მაინც უარზე იყო. კატეგორიულ უარზე. და მაინც, ქეთინოს გარდაცვალების ამბავი როცა გავიგე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. არ ვიცი, რაღაც უნდა მექნა მეთქი და მაშინ ვთქვი, რომ ყველა ხერხს და ღონეს მივმართავ, როცა ვნახავ რისკ ჯგუფის მქონე ადამიანი არ იცრება. აი, როგორც აუცილებლად შევაშველებდი ხელს ადამიანს, რომელიც მტკვარში ხტება. აი ასე შევეშველები მეთქი ჩემი სიტყვებით და მოქმედებებით. მაგრამ მაინც ვერაფერს ვაკეთებ. აი, ვუყურებ ჩემ გარშემო გაჯიუტებულ ადამიანებს, და თითქოს ისინი მართლა მტკვარში ხტებიან.. და მე ვუყურებ. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შეგონება არ ჭრის.
ექიმ თინა თოფურიას სჯერათ და არა ჟურნალისტის. ომიკრონმა მთლად შეურყია ხალხს რწმენა. ვერ გებულობენ, რომ აცრა არ იცავს ვირუსისგან ყოველთვის. მაგრამ დანამდვილებით იცავს სიკვდილისგან. და ნებისმიერი ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების თანამშრომელი გეტყვით: იქ ვინც წევს ყველა აუცრელია. ყველა. კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ვერ დაარწმუნეს", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია. პანდემიიდან დაწყებული, დღეს 23 იანვრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 1 051 445 ადამიანი, აქედან მთლიანად გარდაიცვალა 14 701, გამოჯანმრთელდა 962 035 პაციენტი. მთლიანად გაკეთებულია 2, 6 მილიონი აცრა, აქედან ორჯერადად ვაქცინირებულია 1, 21 მილიონი ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 32, 5%-ია. 1305 4-ს მოსწონს |
FRE.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! FRE.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!

მოიხედავად იმისა,რომ ავიცერი და აცრის მჯერა ზოგადად,მაინც ვერ გავამტყუნებ ანტივაქსერებს,რადგან ეს ახალი შტამები სწორედ აცრილების ბრალია და ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ძალიან მარტივია,არცერთ ქვეყანაში არ უშვებენ აუცრელ ადამიანებს და საიდან მოხვდა ომიკრონი ჩვენთან? აცრილი გავიდა და შემოვიდა,ეს შტამი სწორედ ასეთმა შემოიტანა და აუცრელმა. რატომ ხდება ეს,იმიტომ რო ორგანიზმში რჩება ვირუსი და მთლიანად არ კვდება,რაც მუტირდება და იწვევს ახალ შტამებს. კი ბატონო,შველის ეს აცრა კონკრეტულად ერთს,მარა იწვევს მეორეს და ასე გრძლედება. რაც არ უნდა იყოს,აიცრის თუ არა ადამიანი მათი გადასაწყვეტია და არა ვიღაცის.