x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცეცხლოვანი ბურთები მდინარეზე და მიწისძვრის ცისარტყელა – ჩვენი პლანეტის ამოუხსნელი მოვლენები

ნაგას ცეცხლოვანი ბურთები


image


ნაგას ცეცხლოვანი ბურთები მდ. მეკონგზე — ერთ-ერთი ყველაზე კარგად დოკუმენტირებული, აუხსნელი ფენომენია. ის იმაში მდგომარეობს, რომ მდინარის სიღრმიდან მანათობელი ბურთები ამოდის, რომელიც ძალიან ჰგავს სააღდგომო კვერცხებს. ბურთი მდინარის ზედაპირიდან 10-20 მეტრზე ადის და შემდეგ ქრება.image
ღამის განმავლობაში, შეიძლება, ათი-ათასამდე ასეთი ბურთი იყოს... და საკვირველი არ არის, რომ ეს სანახაობა უამრავ ადამიანს იზიდავს. ხოლო, ადგილობრივმა მოხელეებმა ფესტივალიც კი მოაწყეს, რომლის ფარგლებში, ტურისტებს მდინარეზე გასეირნებას სთავაზობენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოვლენა სახიფათო არ არის, თუმცა არც მისი წარმოშობის მიზეზია ბოლომდე გარკვეული. ითვლება, რომ ბურთები წყალში, გარკვეული სუსპენზიის დუღილის შედეგად ჩნდება და ატმოსფეროსთან შეხების შედეგად აალდება.


მიწისძვრის ცეცხლოვანი ცისარტყელა


image


imageმიწისძვრების წინასწარმეტყველება, როგორც ცნობილია, ფაქტიურად, შეუძლებელია. მაგრამ ბუნება, ზოგჯერ, მოსალოდნელი უბედურების შესახებ, მაინც აფრთხილებს ადამიანებს. არსებობს, მიწისძვრის წინ, ცაში ცისარტყელისებური მოციმციმე ნათების გაჩნის არაერთი შემთხვევა, რომლის შესახებ ინფორმაცია უძველეს წყაროებშიც კი არის დაფიქსირებული. ხოლო მეცნიერებმა, აღნიშნულ ფენომენს ყურადღება 1960 წელს, მაცუსიროს მიწისძვრის დროს მიაქციეს. მაშინ ფოტოკამერის ობიექტში, ცისარტყლის ფერებში განათებული რამდენიმე ღრუბელი მოხვდა. ამ მოვლენის ბუნება ამოუცნობია... მაგრამ ის, ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავდროულად, ბოროტების მომასწავლებელი მოვლენა არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


1. ბავშვი დედის ორგანიზმში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს და დედის გული განკურნოს

2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს

3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. პირველად მსოფლიოში — ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

5. ეგვიპტური ფირფიტა, რომელიც ვარსკვლავთშორისი ხომალდის მართვის პანელს უფრო ჰგავს

6. როგორი იქნება დედამიწა 500 წლის შემდეგ — არასახარბიელო კლიმატური პროგნოზი

0
211
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0