ინგლისში საავადმყოფოებში კოვიდის დიაგნოზით მოხვედრილი ავადმყოფების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით განახევრებულია, იმისდა მიუხედავად, რომ ინფიცირების შემთხვევები სამჯერ მეტია, იუწყება ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ როგორც ჩანს ახალი შტამი "ომიკრონი" იწვევს ბევრად ნაკლებ გართულებას, ამჟამად საავადმყოფოში 8, 474 პაციენტი მკურნალობს Covid-ის დიაგნოზით, როცა შარშან ამავე დღეს საავადმყოფოებში 19, 277- პაციენტი იწვა.
ამასთანავე დღიური ინფიცირების მაჩვენებლი საკმაოდ მაღალია-1000 ერთეული ყოვედღიურად, რომელიც ყველაზე მაღალია 5 მარტის შემდეგ. მაგრამ ამავე დროს ჯანდაცვის მესვეურები აცხადებენ, რომ არ ყოფილა ცნობები დიდი რაოდენობით პაციენტების შესახებ, რომლებსაც სჭირდებოდათ ინტენსიური თერაპია და ჟანგბადი, როგორც ეს გასული ზამთრის პიკურ პერიოდში იყო.
უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ კოვიდით დაავადებული მხოლოდ 842 პაციენტი იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვაზე, რაც - ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ორ თვის განმავლობაში.
დღეის მონაცემებით პანდემიის დაწყების დღიდან დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 12.2 მილიონი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10, 1 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა 143 000, ამჟამად მკურნალობის პროცესშია 1, 9 მილიონი პაციენტი.
დღეისთვის დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 47, 3 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 70.3%-ია.