პროფილაქტიკა
"ისრაელს დღეს არცერთი გარდაცვლილი არ ყავს, ჩვენ 68" - ანი ქავთარაძე
2021, 23 დეკემბერი, 20:20
ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსით გამოწვეული საქართველოს და ისრაელის ეპიდვითარებას ერთმანეთს ადარებს და წერს:"ისევ აქტიურად ალაპარაკდნენ ისრაელზე ნიშნის მოგებით.
ქემოთ მოცემულ 2 სლაიდზე წარმოდგენილია: 1. ისრაელის და საქართველოს ვაქცინაციის მაჩვენებლები
2. ისრაელის და საქართველოს გარდაცვალების მაჩვენებლები.
აქვე გეტყვით, რომ 1 მილიონ მოსახლეზე გათვლით, ისრაელმა დაკარგა 883 ადამიანი, საქართველომ 3, 341 !
ისრაელს დღეს არცერთი გარდაცვლილი არ ყავს, ჩვენ 68!!!
ვაქცინა მუშაობს და ვისაც ამის დანახვა არ უნდა, ნუ დაინახავს, ნურც გაიკეთებს და ნურც იმკურნალებს!
#კოვიდ19 #ვაქცინა #ვაქვინაციაგვიცავს
2X2 =4ს!
ჯამი ჭურჭელია!
ვირუსი არსებობს!
ვაქცინაცია გვიცავს!
დეზინფორმაცია კლავს!"
საფრანგეთში მომუშავე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში სკოლის ექიმის, მარინა ღუღინიშვილის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ამტკიცებს, რომ ანტიბიოტიკი "აზიმაკით" 3 თვეში 268 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოაჯანმრთელა.
"1918 წლის ესპანურ გრიპს ესპანელები ფრანგულს უწოდებდნენ; ბრაზილიელები გერმანულს, სენეგალელები - ბრაზილიურს, ხოლო პოლონელები კი ბოლშევიკურს. ბოსტონში კარგა ხანი სერიოზულად ეგონათ, რომ ინფექცია ნავსადგურში ჩუმად შემოპარულმა გერმანულმა გემმა გაავრცელა, თვითმხილველ...
ირლანდიელი პენსიონერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, მისმა "კეთილისმყოფელმა", იტალიელმა "მეგობარმა" ანტივაქსერმა დაარწმუნა, რომ საავადმყოფო დაეტოვებინა, თუ უნდოდა რომ გადარჩენილიყო...რამდენიმე დღის შემდეგ ის კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. 67 წლის პაციენტს ჯო მაკარონუს დონეგალის...
ექიმი იმუნოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაქცინების ეფექტურობის შესახებ, ისრაელის მაგალითი მოჰყავს. რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე? როგორც იცით ისრაელის სამეცნიერო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პირველებმა ყველაზე სწრაფად და მოცულობითად ჩაატარეს ვაქცინაცი...