მამაკაცი 67 წლის პენსიონერმა დაუჯერა ანტივაქსერს, რომელმაც დაარწმუნა დაეტოვებინა საავადმყოფო 2021, 1 ოქტომბერი, 9:53 ირლანდიელი პენსიონერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, მისმა "კეთილისმყოფელმა", იტალიელმა "მეგობარმა" ანტივაქსერმა დაარწმუნა, რომ საავადმყოფო დაეტოვებინა, თუ უნდოდა რომ გადარჩენილიყო...რამდენიმე დღის შემდეგ ის კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. 67 წლის პაციენტს ჯო მაკარონუს დონეგალის საგრაფოდან ანტივაქსერმა "მეგობარმა" მოუწოდა დაეტოვებინა საავადმყოფო, თუ უნდოდა, რომ გადარჩენილიყო თუმცა ორი დღის შემდეგ მას დაუმძიმდა მდგომაროება, გაუჭირდა სუნთქვა, გამოც ისევ უკან საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ჯო მაკარონუ 24 სექტემბერს გარდაიცვალა. ვიდეოში, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში, პენსიონერი "მეგობარი " ანტონიო, ყოფილი იტალიელი ჯარისკაცი, ჯოს არწმუნებს, რომ არ უნდა მოხვედრილიყო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და რომ ისინი "იხსნიდნენ" მას, რადგან მკურნალობა მოკლავდა მას. ვიდეოში ისმის სიტყვები: "თუ აქ დარჩები, ესენი მოგკლავ, ჯო". ვიდეოში, რომელიც ანტონიომ გადაიღო და მოგვიანებით გამოაქვეყნა Twitter- ზე, ჩანს ჯოს და სამედიცინო პერსონალის დაძაბული ურთიერთობა საავადმყოფოდან გასვლამდე, მედმუშაკებმა ჯო გააფრთხილეს, რომ ის შეიძლება სახლში მოკვდეს, თუმცა იგი ანტივაქსერებს აჰყვა. სამართალდამცავებმა ამ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს. «Garda Síochána აგრძელებს ლეტერკენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიებას."-განაცხადა პოლიციის ოფიცერმა. 292 4-ს მოსწონს
|