მამაკაცი მამაკაცმა ობობის ნაკბენის გამო ექიმთან მისვლა "არავაჟკაცურად" მიიჩნია და მოკვდა 2019, 30 დეკემბერი, 16:07 როგორც გაირკვა, 48 წლის ლუჩანო მარჩიაროს ლოგინში შეუძვრა ყავისფერი შხამიანი ობობა და ძილის დროს უკბინა, თუმცა მამაკაცმა ჩათვალა, რომ ამ წვრილმანის გამო ექიმთან მისვლა ვაჟკაცის საქმე არაა და ნაკბენი მიაყურადა. ლუჩანოს შვილი როდრიგო იხსენებს, რომ სამი დღის შემდეგ მამამისს ფეხი დაუსივდა, ამასთანავე შეუწყდა შარდის გამოყოფა, ლუჩანომ მიიჩნია, რომ ვირუსი შეხვდა და კვლავ უგუველყო ექიმთან ვიზიტი. ამის შემდეგ მამაკაცის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ლუჩანოს 74 წლის დამწუხრებულმა დედამ მიმართა საზოგადოებას თხოვნით ნუ უგუველყოფენ ექიმთან ვიზიტს:"თუ მამაკაცი თავს ცუდად გრძნობს, არ მისცეთ საშუალება უარი თქვას მკურნალობაზე, თუნდაც მიაჩნდეს, რომ ექიმთან მისვლა მაჩოს საქმე არ არის." ყავისფერი ობობას ნაკბენი იწვევს ქავილს, ციებას, ტკივილს და მისი ნაკბენი ზოგჯერ სასიკვდილოა. 323 4-ს მოსწონს
|