საზოგადოებრივი სტალინი და იუმორი – 15 რეალური ფაქტი, ბელადის ცხოვრებიდან 2021, 24 დეკემბერი, 10:54 1. ავტომობილით მგზავრობისას, სტალინს ხშირად, დაცვის ერთ–ერთი წევრი ტუკოვი ახლდა. ის მძღოლის გვერდით იჯდა და ჩვევად ძილი ჰქონდა. ეს პოლიტბიუროს წევრმა შენიშნა, რომელიც სტალინთან ერთად უკან იჯდა: — ამხანაგო სტალინო, არ მესმის, ვინ, ვის იცავს? – იკითხა მან. — ეგ რა არის, – უპასუხა სტალინმა, – მან თავისი პისტოლეტიც კი მომაჩეჩა – ყოველი შემთხვევისთვის, გქონდეთო! 2. ერთხელ სტალინს აცნობეს, რომ მარშალ როკოვსოვსკის საყვარელი ჰყავდა და ის ულამაზესი მსახიობი ქალი – ვალენტინა სეროვა იყო. — და ახლა რა უნდა ვქნათ? – იკითხა მომხსენებელმა. სტალინმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო, ცოტა დაფიქრდა და უპასუხა: — რა უნდა ვქნათ, რა უნდა ვქნათ… მისი უნდა გვშურდეს! აი რა უნდა ვქნათ – უპასუხა სტალინმა. 3. სტალინი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ–ს პირველ მდივანთან აკ. მგელაძესთან ერთად კუნცევის აგარაკის ხეივანში დადიოდა და ლიმონს სთავაზობდა, რომელიც ლიმონარიუმში თავად მოიყვანა: — დააგემოვნე, აქ მოსკოვის მახლობლად გაიზარდა! – და ასე რამდენჯერმე, სხვა თემებზე საუბრის დროს: — ნახე, რა კარგი ლიმონია! როგორც იქნა თანამოსაუბრე მიხვდა და უთხრა: — ამხანაგო სტალინო, გპირდებით, რომ შვიდ წელიწადში, საქართველო ქვეყანას ლიმონით სრულად უზრუნველყოფს და უცხოეთიდან შემოტანა აღარ დაგვჭირდება. — მადლობა ღმერთს, როგორც იქნა მიხვდი! – უთხრა სტალინმა. 4. 1942 წ. საარტილერიო სისტემების კონსტრუქტორი ვ. გრაბინი სტალინმა დაიბარა და ჰკითხა: — თქვემნა ზარბაზანმა ქვეყანა გადაარჩინა! რომელი ჯილდო გინდათ – სოციალისტური შრომის გმირის წოდება, თუ სტალინის პრემია? — ჩემთვის ორივე დიდი პატივი იქნება, ამხ. სტალინო – უპასუხა კონსტრუქტორმა. ასეთი პასუხის შემდეგ, ის გმირიც გახდა და სტალინის პრემიის ლაურიატიც. 5. ომის დროს, ჯარები, რომელსაც ბაგრამიანი მეთაურობდა, პირველები გავიდნენ ბალტიის ზღვაზე. ეს მოვლენა რომ უფრო პათოსურად წარმოეჩინა, სომეხმა გენერალმა ბოთლში ზღვის წყალი ჩაასხა და ადიუტანტს მოსკოვში გადაფრენა და სტალინისთვის მისი გადაცემა დაავალა. მაგრამ, ვიდრე ის მიფრინავდა, გერმანელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ძველი პოზიციები დაიბრუნეს. ბაგრამიანმა კი, თავისი არმიით, უკან დაიხია. თვითმფრინავში რადიო არ იყო და ადიუტანტმა, მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ის კრემლში მივიდა და როგორც ნაბრძანები ჰქონდა, სტალინს ბოთლი გადასცა. სტალინმა ფრონტის ამბების შესახებ, რა თქმა უნდა, უკვე იცოდა. ბოთლი რამდენიმე წამი ხეში ეჭირა, შემდეგ ადიუტანტს დაუბრუნა და უთხრა: — ბაგრამიანს დაუბრუნე და უთხარი, რომ ეს წყალი იქ დააბრუნოს, საიდანაც აიღო. 6. ვიდრე ეკრანებზე ახალი ფილმი გამოჩნდებოდა, ის ჯერ სტალინს უნდა ენახა. 1939 წელს ის მორიგ ფილმს უყურებდა, რომელიც მოსაწყენი და უინტერესო აღმოჩნდა. ერთ მომენტში, ფილმში მატარებელი მიდიოდა და გაჩერდა... — ეს რა სადგურია? – იკითხა სტალინმა. — დემიანოვკა. – მოახსენეს მას. — ჰოდა, აქ ჩავალ, – თქვა და დარბაზიდან გავიდა. 7. «პობედაზე» მუშაობისას, იგეგმებოდა, რომ ახალი ავტომობილისთვის «როდინა» (სამშობლო) დაერქმიათ. ამის შესახებ სტალინმა გაიგო და ირონიულად იკითხა: «და ჩვენი სამშობლო რა ეღირებაო?..» – მანქანის სახელი მაშინვე შეუცვალეს. 8. ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის პოსტზე, კანდიდატურის განხილვისას, ერთ–ერთი მაღაროს დირექტორი ალ. ზასადკოს დაასახელეს. ვიღაცამ გააპროტესტა: — ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ის ზედმეტად ბევრს სვამს! – აღნიშნა მან. — კანდიდატი ჩემთან მოიწვიეთ, – თქვა სტალინმა. მივიდა ზასადკო. სტალინმა მასთან საუბარი დაიწყო და სასმელი შესთავაზა. — სიამოვნებით, – უთხრა ზასადკო და არაყი დაისხა: — თქვენი ჯანმრთელობის იყოს, ამხ. სტალინო! – დალია და საუბარი გააგრძელა. სტალინმაც მოსვა ცოტა და სტუმარს ყურადღებით აკვირდებოდა... შემდეგ, კიდევ შესთავაზა დალევა. ზასადკომ დაისხა და კიდევ დალია... და სტალინმა ისევ შესთავაზა. მაგრამ, მისმა თანამოსაუბრემ ჭიქა გვერდით გადადგა და თქვა: — ზასადკომ იცის, როდის გაჩერდეს. პოლიტბიუროს მომდევნო სხდომაზე ისევ დაიწყეს მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატების განხილვა და ისევ ზასადკოს დაასახელეს... და ისევ აღინიშნეს მისი სპირტულ სასმელებთან დამოკიდებულების შესახებ. ამ დროს, სტალინი ოთახში ჩიბუხით დადიოდა, შეჩერდა და თქვა: — ზასადკომ იცის, როდის გაჩერდეს! და წლების მანძილზე, ზასადკო ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობას ხელმძღვანელობდა... 9. ერთმა გენერალ-პოლკოვნიკმა სტალინს საქმის ვითარება მოახსენა. უმაღლესი მთავარსარდალი ძალიან კმაყოფილი ჩანდა და მოწონების ნიშნად, თავი 2–ჯერაც კი დაიქნია. მოხსენების დასრულების შემდეგ, მეთაურმა ყოყმანი დაიწყო და სტალინმა ჰკითხა: — კიდევ რამის თქმა გინდათ? — დიახ, პირადი შეკითხვა მაქვს: გერმანიაში რაღაც ნივთები შევარჩიე ჩემთვის, მაგრამ საკონტროლო პუნქტზე ჩამომართვეს. შეიძლება, რომ დამიბრუნონ? – ჰკითხა სტალინს გენერალ-პოლკოვნიკმა. — რა თქმა უნდა, მოხსენებითი ბარათი დაწეტრეთ და რეზოლუციას დავადებ –უპასუხა მთავარსარდალმა. გენერალ-პოლკოვნიკმა ჯიბიდა წინასწარ გამზადებული მოხსენება ამოიღო და სტალინს გადასცა. ხოლო, სტალინმა რეზოლუცია დაადო, რის გამოც გენერალ–პოლკოვნიკმა გულმხურვალე მადლობა გადაუხადა. — მადლობად არ ღირს, – უპასუხა სტალინმა. «დაუბრუნეთ პოლკოვნიკს მისი ნაგავი. სტალინი» – ეწერა რეზოლუციაში. გენერალმა, ამის წაკითხვის შემდეგ, მთავარსარდალს მიმართა: — აქ შეცდომაა, ამხ. სტალინო. მე პოლკოვნიკი კი არა, გენერალ–პოლკოვნიკი ვარ. — არა, ყველაფერი სწორეა, ამხ. პოლკოვნიკო – უპასუხა სტალინმა. 10. ადმირალი ივ. ისაკოვი 1938 წლიდან საზღვაო ძალების სახალხო კომისრის მოადგილე იყო. ერთხელ, 1946 წელს მას სტალინმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი საბჭოთა საზღვაო ძალების შტაბის უფროსად დანიშვნის მოსაზრება არსებობდა, რაზეც ადმირალმა უპასუხა: «ამხ. სტალინო, ვალდებული ვარ მოგახსენოთ, რომ სერიოზული ნაკლი მაქვს: ერთი ფეხი მაქვს ამპუტირებული». «ეს ერთადერთი ნაკლია, რომლის მოხსენებაც საჭიროდ მიგაჩნიათ?» – ჰკითხა სტალინმა. «დიახ», – დაადასტურა ისაკოვმა. «ადრე შტაბის უფროსი გვყავდა, რომელსაც თავი არ ჰქონდა... და არაფერი, – მუშაობდა. თქვენ კი, მხოლოდ ფეხი არა გაქვთ – ეს კი, საშიში ნამდვილად არ არის», – დაასკვნა სტალინმა. 11. ერთხელ უცხოელმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა: — რატომ არის სომხეთის ჰერბზე არარატის მთა გამოსახული, ის ხომ სომხეთში არ მდებარეობს? — თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული. თუმცა, არც ის არის თურქეთის ტერიტორიაზე – უპასუხა სტალინმა. 12. უკრაინის სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი პოლიტბიუროზე გამოიძახეს. — ანგარიში როგორ ჩაგაბაროთ: მოკლედ თუ დეტალურად? – იკითხა მან. — როგორც გინდათ, შეგიძლიათ მოკლედ, შეგიძლიათ დეტალურად... მაგრამ, რეგლამენტი მხოლოდ 3 წუთია – უპასუხა სტალინმა. 13. როდესაც გერმანიის სამხედრო ფლოტის ბედი წყდებოდა, სტალინმა მისი გაყოფის წინადადება დააყენა. ხოლო, ჩერჩილმა საპირისპირო შეთავაზება გააკეთა: «ჩავძიროთო» – თქვა მან. რაზეც სტაკუნმა უპასუხა: «ჯერ გავიყოთ და თქვენ თქვენი წილი ჩაძირეთო». 14. სტალინი მოსკოვის სამხატვრო თეატრში მივიდა სპექტაკლზე დასასწრებად. მას თეატრის დამფუძნებელი და რეჟისორი კ. სტანისლავსკი დახვდა, ხელი გაუწოდა და უთხრა: «ალექსეევი» – ეს მისი ნამდვილი გვარი იყო. «ჯუღაშვილი», – ხელის ჩამორთმევისას უპასუხა სტალინმა და თავისი სავარძლისკენ წავიდა. 15. მოლაპარაკება, ომის შემდგომ, საზღვრებს ეხებოდა და ჩერჩილმა აღნიშნა: «მაგრამ, ლვოვი არასდროს ყოფილა რუსული ქალაქი!» «ვარშავა კი იყო», – შეეწინააღმდეგა სტალინ (მხედველობაში პერიოდი (1815–1917 წწ) ჰქონდა, როდესაც პოლონეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა). არხის სხვა სიახლეები:1. რატომ იჭერდნენ და ხვრეტდნენ სტალინის ეპოქაში? – ვინ იყო "ხალხის მტერი", ბელადის გაგებით2. როგორ ფიქრობთ, რამდენ ომში მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირმა?3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"6. "თირკმელების ხეობაში" უმრავლესობა ერთი თირკმელით ცხოვრობს1608 5-ს მოსწონს
|