x
მეტი
  • 10.08.2022
  • სტატია:121429
  • ვიდეო:354801
  • სურათი:493466
250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

ნახევარი საუკუნის წინ, კემეროვის ოლქში — სოფელ რჟავჩიკში (თისულის რაიონი), ქვანახშირის 250 მლნ. წლის ფენებში, 70 მ. სიღრმეზე, თეთრი მარმარილოს სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელშიც კრისტალურად სუფთა სითხე იყო. ხოლო მასში, ულამაზესი ახალგაზრდა ქალი იწვა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეძინა. ტანთ უცნობი ქსოვილისგან შეკერილი კაბა ემოსა და მას ადგილობრივებმა თისულის პრინცესა დაარქვეს.

ბევრს, ალბათ, ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ, «ფიფქია და 7 ჯუჯა», ან «მძინარე მზეთუნახავი» გაახსენდება, მაგრამ ეს ზღაპარი არ არის და ეს ამბავი, ციმბირის ერთ პატარა სოფელში (და არა მარტო იქ), 1969 წ. რეალურად მოხდა.

ადგილობრივები მას მთელი 3 სთ. აკვირდებოდნენ, ხოლო შემდეგ, ვერტმფრენი მოვიდა და სარკოფაგის ბორტზე ატანას შეეცადნენ. მაგრამ, ის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამიტომ, სითხის გადაღვრა გადაწყვიტეს... და როგორც კი ეს მოხდა, გოგონა მაშინვე გაშავდა.


image

როგორც სპეციალური სამსახურის ისტორიკოსი ვ. მალევანი ყვება, მას შემდეგ სამხედროები სოფელში კიდევ ჩავიდნენ, ხოლო 1972 წ. "კგბ"-ს ( КГБ – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მაშინდელი უფროსის იური ანდროპოვის ბრძანებით, ქვანახშირის მაღარო, რომელშიც სარკოფაგი აღმოაჩინეს, სამუდამოდ დახურეს.

ერთი წლის შემდეგ, ტერიტორიას სპეცრაზმმა ალყა შემოარტყა და გათხრების წარმოება სამხედრო არქეოლოგებმა დაიწყეს. როგორც ხმა გავრცელდა, 1970 წ. მათ რჟავჩიკის მახლობლად, გვერდით მაღაროში, კიდევ 2 მსგავსი სარკოფაგი აღმოაჩინეს და სპეციალური რეისით, უნომრო ვერტმფრენით, ორივე ობიექტი გაურკვეველი მიმართულებით გადაიტანეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში დღემდე, უცნაური მოვლენები ხდება: კომპასის ისარი «გადარეულივით» ბზრიალებს, უპილოტო აპარატები ითიშება და ვარდება, ხოლო მობილური კავშირი, გართულებულია.


image


სამხედროები სარკოფაგებს სხვა ადგილებშიც ეძებდნენ და როგორც ექსპერტები ამბობენ, სსრ კავშირში, მინიმუმ 7 მსგავსი სარკოფაგი იყო აღმოჩენილი: 1974 წ. – დაღესტანში, 1976 წ. – ყაზახეთში და 1978 წ. – ქ. მირნის და ვილუისკს შორის, ნიურბას დასახლებიდან, 20 კმ–ში.

მიუხედავად არაერთგზის ხელმოწერისა, საიდუმლოს არ გაცემის თაობაზე, ინფორმაცია, ამ ფაქტების შესახებ, მაინც ჟონავდა. განსაკუთრებით, 90–იან წლებში. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტები მაინც ხელმიუწვდომელია, იმის გამო, რომ მასზე დადებული გრიფი «საიდუმლო», ჯერ კიდევ ძალაშია.

ახლა იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ ვინ იყვნენ იდუმალი ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე, დინოზავრების ეპოქამდე, პერმულ პერიოდში ცხოვრობდნენ...


image

არხის სხვა სიახლეები:


image
image1. რატომ იჭერდნენ და ხვრეტდნენ სტალინის ეპოქაში? – ვინ იყო "ხალხის მტერი", ბელადის გაგებით

2. "სავაჭრო ავტომატი" ყვავებისთვის - საინტერესო ექსპერიმენტი

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 10 ნიშანი, რომ ჩვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

0
2837
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2837
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0