x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120575
  • ვიდეო:354535
  • სურათი:492638
10 ნიშანი, რომ ჩვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

ალბათ, მსოფლიოში იმაზე გამაგრილებელი არაფერია, ვიდრე ჭიქა ცივი წტალი. უბრალო წყალი, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს, ვიდრე ფინჯანი ყავა ან 1 ბოთლი გამაგრილებელი სასმელი. ამის მიუხედავად, უმრავლესობა, საკმარისი რაოდენობის წყალს, მაინც არ სვამს, რითაც საკუთარ სხეულს მეტად მნიშვნელოვან სასიცოცხლო რესურსს ართმევს. თუ თქვენ, საკუთარ თავში, ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს ერთ-ერთ შეამჩნევთ, მაშინ სიტუაცია დაუყოვნებლივ გამოასწორეთ!


image


1. სიმშრალე პირის ღრუში
ეს საკმაოდ აშკარა სიმპტომია – იმისგან განსხვავებით, რაც შეიძლება მას მოჰყვეს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, როცა კი, ამ უსიამოვნო შეგრძნებას შეხვდებით, მაშინვე ნებისმიერი სითხის მიღებას იწყებთ. მაგრამ, ტკბილი სასმელები, დიდი პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა. წყალი კი, პირის და ყელის ლორწოვანი გარსისთვის საპოხის ფუნქციას ასრულებს და ტენს დიდი ხნის მანძილზე აჩერებს.

2. კანის სიმშრალე
კანი – სხეულის უდიდესი ორგანოა და დატენიანება მასაც ესაჭიროება. მშრალი კანი, ორგანიზმის სრული გაუწყლოების, ერთ-ერთი პირველი ნიშანია, რომელსაც უფრო სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. წყლის ნაკლებობა, ოფლის ნაკლებობას ნიშნავს, რაც თავის მხრივ, ორგანიზმიდან, დღის მანძილზე დაგროვილი ტოქსინების და ზედმეტი ცხიმის გამოყოფის პროცესს აფერხებს. ამის თავიდან ასაცილებლად უმარტივესი გზა – მეტი წყლის დალევაა.

3. მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება
ეს იგივე არ არის, რაც პირის სიმშრალე. ნებისმიერი, ვინც, ერთხელ მაინც ნაბახუსევზე ყოფილა, იცის რა შეგრძნებაა, როდესაც წყალს სვამ და ისევ გინდა... ამის მიზეზი კი ის არის, რომ ალკოჰოლი მთლიანად აუწყლოვებს ორგანიზმს და თავის ტვინი სიგნალ – SOS–ს დაჟინებით გადასცემს. იგივე ხდება, ალკოჰოლის გარეშე, გაუწყლოების შემთხვევაშიც. დაუგდეთ ყური საკუთარ სხეულს – ორგანიზმმა იცის, რაც სჭირდება.

4. თვალის სიმშრალე
წყლის არასაკმარისად მოხმარების კიდევ ერთი ნიშანი, მშრალი და შეწითლებული თვალები. ორგანიზმში წყლის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, ცრემლსადენი არხები შრება, რაც მხედველობიოს ორგანოსთვის ძალიან სახიფათოა.

5. სახსრების ტკივილი

ჩვენი სახსრები და ხრტილოვანი დისკები 80% წყლისგან შედგება. ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ ჩვენო ძვლები, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ერთმანეთს არ ეხახუნებოდეს და რომ სახსრებმა მკვეთრი მოძრაობების (სირბილი, ხტომა ან თუნდაც, დაცემა) გადატანა შეძლოს.

6. კუნთის მასის შემცირება
კუნთებიც, ძირითადად, წყლისგან შედგება. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები წყალია ორგანიზმში, მით უფრო ნაკლებია კუნთოვანი მასა. წყლის დალევა ვარჯიშის დაწყებამდე, მის დროს და შემდეგ, აუცილებელია არა მხოლოდ ჯანმრთელობის კომფორტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, არამედ, ვარჯიშთან დაკავშირებული, ანთების და ტკივილის განვითარების ალბათობის შესამცირებლად.

7. ხანგრძლივი ავადმყოფობა
როგორც აღვნიშნეთ, წყლის საშუალებით, ორგანიზმი ტოქსინებისგან სისტემატურად თავისუფლდება. არასაჭირო პროდუქტების გასაფილტრავად, ორგანიზმი როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მუშაობს, მაგრამ წყლის გარეშე, მექანიზმი გამართულად ვერ იფუნქციონირებს. საბოლოო ჯამში, გაუწყლოებულ ორგანიზმში, ცალკეული ორგანო წყლის შეწოვას სისხლიდან დაიწყებს, რაც ჯანმრთელობის ახალ პრობლემებს გამოიწვევს.

8. დაღლილობის და ძილიანობის შეგრძნება
მას შემდეგ, რაც სხეულისთვის, გაუწყლოების გამო, წყლის წყაროდ, სისლი იქცევა, მასში ჟანგბადის რაოდენობა შემცირდება. ხოლო, ჟანგბადის ნაკლებობა, თავის მხრივ, დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნებას იწვევს. ამ პრობლემის მოგვარებაში კი, ყავა ვერ დაგეხმარებათ!

9. შიმშილის შეგრძნება
ორგანიზმის გაუწყლოებამ, შეიძლება, შიმშილის შეგრძნებაც გააჩინოს. ეს მთელი დღის მანძილზე ხდება. ხოლო, ღამე, ადამიანს ეღვიძება და მაცივრისადმი დაუძლეველი ლტოლვა აქვს. თუმცა, საკვების მიღება, ორგანიზმს მუშაობას აიძულებს, მაშინ როდესაც, წყალი – მას ასუფთავებს და შინაგან ორგანოებს "საწვავს" აწვდის, ყველა დანარჩენი პროცესისთვის.

10. პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში
უკვე აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანება. ეს ასევე, საჭმლის მომნელებელ სისტემასაც ეხება. აუცილებელი ტენის გარეშე, კუჭში ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე მცირდება, რაც კუჭის მჟავას, შინაგან ორგანოებისთვის ზიანი მიყენების საშუალებას აძლევს.


ამრიგად, თუ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხეთ, ალბათ, იმაზე დაფიქრდით, სვამთ, თუ არა, საკმარისი რაოდენობის წყალს?! ამის გაგება კი, რთული არ არის – სხეულის 1 კგ. მასაზე, დღეში –30-40 მლ. წყალი უნდა მიიღოთ – სუფთა წყალი და არა ჩაი, ყავა, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელები!


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. 25 ფაქტი სტალინის შესახებ - ის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში არ წერია

2. რა აჩუქა ყვავმა მამაკაცს, რომელიც მის ოჯახზე ზრუნავდა

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. თუ გვინდა, რომ ახალი წლიდან მშვიდად ვიცხოვროთ, ეს 3 რამ თავიდან უნდა მოვიშოროთ!

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

0
303
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0