x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
"თირკმელების ხეობაში" უმრავლესობა ერთი თირკმელით ცხოვრობს
image


ეს იარებიანი მამაკაცები ფილიპინელები არიან. ამ თავისუფალი ბაზრის მქონე ქვეყანაში, უამრავი ღარიბი ცხოვრობს, რომელიც ფულის გამომუშავების შანსს ხელიდან არ უშვებს, თუნდაც ეს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეს. მაგ., შეუძლიათ ერთი თირკმელი გაყიდონ... ქვეყანაში არაერთი სოფლია, რომელშიც ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობას მხოლოდ ერთი თირკმელი აქვს, ისე როგორც, ზედა ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცებს, ან ქვედა ფოტოზე — ქალბატონებს. და არაფერი — ცოცხლები არიან! აი ეს არის ნამდვილი ლიბერალური თავისუფლება — საკუთარ სხეულს ისე ექცევი, როგორც გინდა! მართალია, მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანი ერთი თირკმელით, საშუალოდ, 10 წლით ნაკლებს ცოცხლობს, ვიდრე ორით. მაგრამ, ვის ადარდებს? ეს ხომ თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია?! ხოლო, თავისუფლება — ყველაზე მთავარია...


image

ეს ფოტო კი, ნეპალშია გადაღებული. იქაც არსებობს სოფლები, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას, თირკმელი აქვს გაყიდულული. ერთ–ერთ ასეთ სოფელს კი — თირკმელების ხეობა ჰქვია.

როგორც 4 შვილის დედა, გიტა ყვება, მან თავისი თირკმელი ფანტასტიკურად მომგებიანად – 2000$ გაყიდა.

"იმ 10 წლის მანძილზე, რაც ეს ხალხი აქ არის და თირკმელის გაყიდვის სარფიანობაში გვარწმუნებს, ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. მაგრამ, ჩემი ძველი სახლი, უკვე დანგრევის პირას იყო და ოჯახს ახალი სახლი მართლაც სჭირდებოდა" — განმარტა ორგანოს გაყიდვის მიზეზი გიტამ.

მისი ოპერაცია სულ ნახევარი საათი გაგრძელდა. მაგრამ, ქალს მდგომარეობა გაურთულდა და საავადმყოფოში 3 კვირა მოუხდა დარჩენა. სამაგიეროდ, აღებული ფულით სახლის ყიდვა შეძლო! სამწუხაროდ, სულ მალე, მისი ახალი სახლი მიწისძვრამ შეიწირა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს ბიზნესია და მასში ყველა თავისი რისკით მოქმედებს.


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. რატომ იჭერდნენ და ხვრეტდნენ სტალინის ეპოქაში? – ვინ იყო "ხალხის მტერი", ბელადის გაგებით

2. "სავაჭრო ავტომატი" ყვავებისთვის - საინტერესო ექსპერიმენტი

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

0
1028
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1028
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0