სტალინი მეტად არაორდინალური პიროვნება იყო და მისი მმართველობის დროს, ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყანამ, მხოლოდ სამამულო ომში კი არ გამარჯვა, მსოფლიო ომის შემდეგ, «ფეხზე ადგომა და წელში გამართვაც» შესძლო. შესაძლებელია, ბევრმა თქვას, – კი გაიმარჯვა, მაგრამ რის ფასადო?! ამიტომ, ამ თემაზე მსჯელობას აღარ გავაგრძელებთ და სულ სხვა რამეზე გავამახვილებთ ყურადღებას... საბჭოთა ბელადის პარტ-ბილეთში «ჩავიხედებით» და გავიგებთ, თუ რამდენი ჰქონდ მას ხელფასი.
ჯერ იმით უნდა დავიწყოთ, რომ სახელმწიფო მეთაური სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე იმყოფებოდა. მძღოლი, დაცვა, მსახურები, აგარაკი... ამ ყველაფრისთვის თანხას, სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა. გარდა ამიასა, სტალინი წიგნებსაც წერდა და ჰონორარსაც იღებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის ამ ფულს პირადი საჭიროებისთვის არ იყენებდა და მისივე სახელობის ფონდში რიცხავდა, რომლიდანაც სტალინის პრემიები გაიცემოდა.
ფურცელი ბელადის პარტიული ბილეტიდან. სტალინის პარტ-ბილეთი ნომერი II იყო, I ნომერი ლენინს ჰქონდა.
ზემოთ მოცემული ფოტოდან ჩანს, რომ სტალინის ყოველთვიური ხელფასი 10 ათას მანეთს (1952 წ.) შეადგენდა. ხოლო, პარტიული გადასახადი 300 მანეთი იყო. ხელფასი მასთან კონვერტით მიჰქონდათ და სამუშაო ოთახში, საწერი მაგიდის უჯრაში დებდნენ. ვინ იღებდა იქიდან, უცნობია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ბელადს ჯიბეში ფული საერთოდ არ ჰქონდა.
ახლა კი ვნახოთ, თუ რა ხელფასი იყო იმ დროს ქვეყანაში:
მუშები-მოსამსახურეები – 800-დან – 3000 მანეთამდე იღებდნენ, სამუშაოს სირთულისა და სამუშაო საათების მიხედვით;
მაღაროელები – 8000 მანეთამდე;
აკადემიკოსები – 10 000 მანეთამდე და მათი ხელფასი სულ მცირედით განსხვავდებოდა სახელმწიფო მეთაურის ხელფასისგან.
და რისი ყიდვა შეიძლებოდა ამ ფულით?
1 კგ. თეთრი პური – 3 მანეთი ღირდა.
1 კგ. საქონლის ხორცი – 12 მანეთი და 50 კაპ.
0, 5 ლ. არაყი – 22 მან. 80 კაპ.
ავტომანქანა «პობედა» - 16 000 მან. (1952 წ.)
გამოდის, რომ, მაგ., მაღაროელს 2 თვის ხელფასით, იმ დროს, საუკეთესო მარკის ავტომობილის შეძენა შეეძლო. ხოლო, აკადემიკოსს, «პობედის» ყიდვის შემდეგ, «ხურდაც» დარჩებოდა.