ძაღლთა თავშესაფრის თანამშრომლებს ახსოვთ რა გავლენა იქონია ერთმა ძაღლმა მძიმედ დაავადებული ადამიანის ჯამრთელობაზე.
ხუთი წლის წინ ერიკ ო’გრეი 152 კილოგრამს იწონიდა, აწუხებდა მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი და მეორე ხარისხის დიაბეტი. მისი დანახარჯი წამბლებზე თვეში ათას დოლარზე მეტი იყო. დიეტოლოგმა ერიკს ძაღლის ყოლა ურჩია. მამაკაცი მივიდა ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში და უთხრა თანამშრომლებს: „მე მჭირდება ძაღლი, რომელსაც ჭარბი წონა ტანჯავს, რათა ჩვენ რაიმე საერთო გვქონდეს."
იმ დღეს ერიკი სახლში წავიდა პეტისთან, ძაღლთან, ერთად რომელიც დაეხმარა მას გაჯანსაღებაში, აქტიურ ცხოვრებასა და სოციალიზაციაში. "ჩვენ შორის განუყოფელი კავშირი იყო - მსგავსი რამ არასდროს მქონია, არც ადამიანთან და არც სხვა ცხოველთან, " ამბობს ო'გრეი.
პეტის დახმარებით კაცმა სამოცი კილოგრამი დაიკლო, თავად ძაღლმა კი თერთმეტი ფუნტი დაიკლო. ერიკი ყველაფერში შეიცვალა და ბევრად უფრო თავდაჯერებული გახდა საკუთარ თავში.
პეტი თითქოს დაუპირისპირდა ო'გრეის, რომელმაც საკუთარი თავის რწმენა დაკარგა. „ის ყოველთვის ისე მიყურებდა, თითქოს პლანეტის უდიდესი ადამიანი ვყოფილიყავი. მე გადავწყვიტე ვყოფილიყავი ის ადამიანი, რომელსაც ის წარმოიდგენს, როცა მხედავს." 2015 წლის ზაფხულში ერიკმა გაირბინა თავისი პირველი მარათონი. ცოტა ხნის შემდეგ პეტის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ის გარდაიცვალა. მას შემდეგ ო'გრეიმ კიდევ ერთი ძაღლი მიიყვანა სახლში, მაგრამ ჯერ კიდევ მადლობას უხდის პეტის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ”ყოველ დღე ვდგები იმ განზრახვით, რომ გავუმჯობესდე. პეტიმ მთლიანად შემცვალა.