ნუშის ნუგა იდეალური ნუგბარია საახალწლო სუფრისთვის. მისი მომზადება კი, ძალიან მარტივია – არ საჭიროებს სპეციალურ ინგრედიენტებს და გემოს გამაძლიერებლებს. ამასთან, ისეთი გემრიელი გამოდის, რომ შეგიძლიათ, საახალწლო სუფრაზე თამამად მიიტანოთ.
ინგრედიენტები:
გასუფთავებული და მოხლილი ნუში – 200 გრ.
შაქრის ფხვნილი – 125 გრ.
თაფლი – 125 გრ.
კვერცხის ცილა – 1 ცალი
მომზადება:
I. ნუში მოათავსეთ ქვაბში > დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე > მიიყვანეთ წყალი დუღილის ტემპერატურამდე და ადუღეთ 3 წუთი > გადაწურეთ თუშფალანგზე > როდესაც ნუში შეგრილდება, ქერქი მოაცილეთ > დაყარეთ 1 ფენად, კალკაგადაფარებულ თუნუქის ფირფიტაზე და 15 წუთით შედგით, 170 გრადუსზე გახურებულ, ღუმელში.
II. ცილა მოათავსეთ ღემა თასში, დაამატეთ მწიკვი მარილი, რომ კარგად აითქვიფოს > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ქაფი არ გამყარდება.
III. ტაფაზე მოათავსეთ შაქრის ფხვნილი > დაუმატეთ თაფლი > დადგით დაბალ ცეცხლზე > ურიეთ და ცეცხლზე იმდენ ხანს გააჩერეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაამატეთ ათქვეფილი ცილა და უკვე ყველაფერი ერთად ხარშეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
IV. გადმოდგით ცეცხლიდან > დაამატეთ მოხლილი ნუში > მიღებული მასა გადაიტანეთ სილიკონის ფორმაში და შედგით მაცივარში 12 სთ–ით.