x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:352073
  • სურათი:508430
მოამზადეთ გემრიელი ტკბილეული 10 წუთში- რეცეპტები
image

მათთვის, ვისი ცხოვრებაც წარმოუდგენელია ტკბილეულისა და სასუსნავის გარეშე, მინდა წარმოგიდგინოთ უგემრიელესი დესერტების მარტივი რეცეპტები, რომელთა მომზადებას სახლის პირობებში და სულ რაღაც 10 წუთში თავად მოახერხებთ.



1. "მაფინი" ფინჯანში.

image


ინგრედიენტები:


3 ს.კ. ფქვილი.

1 ჩ.კ. ხსნადი ყავა.

2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი.

2, 5 ს.კ. შაქარი.

1/4 ს.კ. გამაფხვიერებელი.

2 ს.კ. რძე.

2 ს.კ. მცენარეული ზეთი.

1/2 ჩ.კ. ვანილი.

1 ცალი კვერცხი.


მომზადების წესი- თასში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, კაკაოს ფხვნილი, ხსნადი ყავა და გამაფხვიერებლი. აურიეთ კარგად. დავამატოთ რძე, კვერცხი, ზეთი და ვანილი. ურიეთ ჩანგლით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცხიმწასმულ ფინჯანში გადმოვიტანოთ და შევდგათ მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 90 წამის განმავლობაში (წუთნახევარი).


თქვენი დესერტი მზადაა. გაგრილების შემდეგ შეგიძლიათ ზემოდან ვანილის ნაყინი დაადოთ და ასე მიიტანოთ სუფრასთან.





2. შოკლადის "ბრაუნი".

image

ინგრედიენტები:


150 გრამი კარაქი.

65 გრამი კაკაოს ფხვნილი.

200 გრამი შაქარი.

100 გრამი ფქვილი.

2 ცალი კვერცხი.

1 ჩ.კ. ვანილი.



მომზადების წესი- გაალღვეთ კარაქი, დაამატეთ შაქარი, კაკაო, ვანილი და აურიეთ კარგად. დაამატეთ ჯერ ერთი კვერცხი და კარგად ათქვიფეთ, შემდეგ მეორე, ბოლოს დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწასმულ ყალიბში, შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე 4-5 წუთის მანძილზე.






3. შოკოლადის ტორტი.

image

ინგრედიენტები:


100 გრამი ფქვილი.

100 გრამი შაქარი.

50 გრამი კარაქი.

3 ცალი კვერცხი.

100 გრამი შოკოლადი.

1 ქილა "Nutella".

1 ჩ.კ. ვანილი.



მომზადების წესი- კარაქი და შოკოლადი ავზილოთ ერთად. ცალკე ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი შაქრის სრულ გახსნამდე და შემდეგ დავამატოთ ფქვილი. ავურიოთ კარგად, თხიერი მასის მიღებამდე. შევურიოთ მასას კარაქისა და შოკოლადის ნაზავი და სოდა, კიდევ ავურიოთ. მიღებული ცომი გამოვაცხვოთ მაღალ ტემპერატურაზე 5 წუთის მანძილზე.


გამომცხვარი ცომი მთელს სიგანეზე გავჭრათ სამ ნაწილად. ფენა-ფენა წავუსვათ Nutella და დავაკროთ კვლავ ერთმანეთს. Nutella-თი მოვრთათ ზედაპირიც. უგემრიელესი ტორტი მზადაა.



2
1412
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1412
  
2016, 28 ივლისი, 22:15
შორს ჩემგან ნამცხვრებიიიი..ვისვენებ ცხობისგანაც და ჭამისგანაც :D
2016, 28 ივლისი, 10:55
მნამ, მნამ :D რა გემრიელობებია
0 1 2