x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:352073
  • სურათი:508430
ლადუ - უგემრიელესი ინდური ტკბილეული (დეტალური რეცეპტი ფოტოებით)

image
ლადუ
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდური დესერტია, რომლის უამრავი რეცეპტი არსებობს. ამჯერად გთავაზობთ ორიგინალ რეცეპტს, რომელსაც ინდოეთში Nei Urundai-ს უწოდებენ. სწორედ Nei Urundai ითვლება ჭეშმარიტ ინდურ ლადუდ - ტკბილი, არომატული, ნოყიერი ბურთულები პირდაპირ პირში დნება.


ინგრედიენტები:


2 ჩ.ჭ. ოსპი (მწვანე ბარდის მსგავსი პარკოსანი, შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანე ბარდაც)

2/3 ჩ.ჭ. ნუში


2/3 ჭ.ჩ. ქეშიუ (თხილის სახეობა, შეიძლება შევცვალოთ ჩვენთვის სასურველი თხილეულით)

1, 5 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი

8 ცალი ილი

400 გ. 82%-იანი ნაღების კარაქი (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სპრედი!)


პირველ რიგში ვამზადებთ გჰის კარაქისგან:


მოათავსეთ კარაქი სქელძირიან ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარაქი გალღვება, შემდეგ ქაფს მოიკიდებს, შემდეგ კი მიიღებს ერთგვაროვან, მოყვითალო შეფერილობას. ამის შემდეგ კარაქი დაიწყებს "აჭრას", თუმცა ცეცხლიდან ჯერ არ გადმოდგათ. გჰი მზად იქნება მაში, როცა სრულიად გამჭვირვალე, ოქროსფერი გახდება, ქვაბის ძირზე კი ნარჩენებს მოიკიდებს. სწორედ ეს ნარჩენებია ის დამანატები, რასაც საწარმოში კარაქს უმატებენ. ამ გზით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენს მიერ ნაყიდი ნაღების კარაქის ხარისხიანობა: რაც მეტი იქნება ნარჩენი, მით მეტი ყოფილა მასში ხელოვნური დანამატები.


გჰი ოდნავ გააგრილეთ და მარლაში ან საწურში რამდენჯერმე გაწურეთ.


imageimageimageimageimageimage








































ოსპი გარეცხეთ და დაყარეთ ფორმაზე და შედეთ ღუმელში გამოსაშრობად და მოსახალად. მზად იქნება, როცა ოდნავ ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს.


imageimage















ნუში და ქეშიუ (ან სხვა თხილეული) ბლენდერში დაფხვენით ან დანით დააქუცმაცეთ (არ უნდა იყოს ძალიან წვრილად დაფქვილი). შემდეგ კი დაყარეთ ტაფაზე და მოხალეთ ოქროსფერ შეფერილობამდე.


imageimage














მოხალული ოსპი დაფქვით, გაცერით, დაამატეთ შაქრის პუდრი და დაფქვილი ილი.


imageimage














ოსპის ფქვილი და თხილეული ერთმანეთს შეურიეთ და დაასხით კარაქი გჰი (აჯობებს თუ თანდათანობით დაასხამთ, სანამ მასა შეკვრას დაიწყებს). მიღებული მასისგან ხელით გააკეთეთ ბურთულები.

imageimage















შედეთ მაცივარში 1-2 საათით.



image




















6
20526
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
20526
  
2018, 18 მაისი, 20:07
დიდი ვერაფერი,არ მომწონს,აი გულაბ-ჯამუნზე მეკეტება!
2017, 10 მარტი, 21:24
ს.ჭ რას ნიშნავს?
2016, 21 იანვარი, 13:26
უგემრიელესია
კუჭი უნდა გქონდეს კაჟივით,ეს რო შეჭამო,და ცოცხალი გადარჩე.... ოსპი და ფაკესი მოხარშული ვიცი მე
2015, 15 მაისი, 12:09
გმადლობ, გაიხარე.
2015, 15 მაისი, 12:07
გავაზაირე
0 1 6