x
image
არჩილ ვერულიძე
პატარა გოგონა ყორნებისგან საჩუქრებს იღებს

image

გოგონა პერიოდულად იღებს საჩუქრად სხვადასხვა წვრილმანებს - არა მშობლებისგან ან მეგობრებისგან, არამედ მის ბაღში მცხოვრები ყორნებისგან. პატარა სიეტლის მკვიდრი გაბი მანი კვებავს ყორნებს, რომლებიც მას სახლში სტუმრობენ და სანაცვლოდ სუვენირები მოაქვთ. გოგონამ უკვე შეაგროვა ასზე მეტი მძივის, ღილების, რკინის ნაჭრების, პლასტმასის ნაწილების კოლექცია - ეს ყველაფერი მას ბუმბულიანმა მეგობრებმა აჩუქეს.

მისი უცნაური ურთიერთობა ფრინველებთან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ოთხი წლის გაბის შემთხვევით საკვები დაუვარდა. ყორნებმა მის სახლს მიაშურეს და დაიწყეს ბრძოლა ძირს დავარდნილი საკვებისთვის. როდესაც გოგონა სკოლაში წავიდა, მან დაიწყო ფრინველების კვება თავისი ლანჩით. მას შემდეგ გაბის სახლთან ყოველდღე იკრიბებიან ყორნები და სკოლიდან მის დაბრუნებას ელიან. გოგონა ინახავს ფრინველების მიერ მოტანილ სუვენირებს ლამაზ ყუთებში.


1
248
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
248
  
2021, 18 დეკემბერი, 15:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1