სხვა ტახი დაჟინებით ითხოვდა, რომ პოლიციას მისი ძაღლი დაებრუნებინა... მეგობრობის მომხიბლავი ისტორია. 2020, 17 ოქტომბერი, 19:01 საინტერესო შემთხვევა მოხდა ჩეხეთის, ისტორიულ რეგიონში, მორავიაში, ქალაქ სუხა ლოზთან. გზის გასწვრივ პოლიციამ იპოვა ძაღლი, რომელიც გზის პირას დარბოდა. გლუვი, თეთრი ბეწვით დაფარული, სრულიად ჯამრთელი. ძაღლს თან ჰქონდა საყელური, კანონის დამცველებმა იფიქრეს, რომ ცხოველი დაიკარგა. მათ ის საპატრულო მანქანაში ჩასვეს და დაინტერესდნენ, თუ როგორ ეპოვათ მისი მეპატრონე.თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანასთან ტახი (გარეული ღორი) გამოჩნდა, რომელიც ყოველგვარ ხმებს გამოსცემდა, მანქანაში მჯდომარე ძაღლი კი მგზნებარე რეაგირებას ახედენდა ამ ყველაფერზე. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ტახს ძაღთან ჰქონდა კავშირი და «დაკარგული» გაათავისუფლა. ძაღლი ტახისკენ გაიქცა და ნათლად გამოხატა სიხარული მეგობართან შეხვედრის გამო.ცოტა მოგვიანებით, შემთხვევის ადგილას გამოჩნდა ცხოველების მოცინარი პატრონი, , რომელმაც შორიდან დაინახა მთელი სცენა და განცვიფრებულ პოლიციელებს განუმარტა, რომ ძაღლი და ტახი ერთად გაიზარდნენ, თავს ძმებად თვლია და ერთმანეთს არ შორდებიან359 10-ს მოსწონს
|