x
image
თორ ნიკე
ბალანგოდელი ადამიანი

ბალანგოდელი ადამიანი

.

.

ბალანგოდელი ადამიანი / ბალანგოდელი კაცი / ჰომო საპიენს ბალანგოდენზისი (homo sapiens balangodensis / Balangoda man) იყო ადამიანის სახეობა, რომელიც განსახლებული იყო შრი-ლანკაზე. ამ ადამიანებმა წარმოქმნეს ე.წ. "ბალანგოდას კულტურა". ამ ადამიანთა უადრესი განსახლების მტკიცებულება დათარიღებულია ძვ.წ. 36, 000 წლიდან, ხოლო ამ მოდგმის წარმომადგენელი ადამიანის უძველესი ჩონჩხის ნარჩენები თარიღდება ძვ.წ. 28, 000 წლით. აღმოჩენა გაკეთებული იყო შრი-ლანკაზე მდებარე კალუტარას რაიონში, ფა ჰიენის მღვიმეში. ამ ხალხს სქელი თავის ქალას ძვლები ჰქონდა, დაშვებული ცხვირი, ძლიერი ყბები, გამოხატულად დიდი კბილები, გამოკვეთილი წარბზედა რკალი და მოკლე კისერი. მათი გენეტიკა ნაწილობრივ გრძელდება დღემდე არსებულ შრი-ლანკელ ადგილობრივ ხალხში - ვედებში, რომლებსაც ასევე ეწოდება ვანიალეტო და რომლებიც შრი-ლანკაზე დასახლებულ უძველეს მოსახლეობად მიიჩნევა.

.

.

ბალანგოდელი ადამიანი

.

.

მათი მიტოქონდრიული გენეტიკის კვლევამ დაადასტურა, რომ სამხრეთ ინდოელ თამილებზე მეტად, ენათესავებიან შრი-ლანკელ თამილებს და სინჰალესელ აბორიგენებს. ბალანგოდელი ადამიანების სიმაღლე იყო კაცებში საშუალოდ 174 სმ, ხოლო ქალებში 166 სანტიმეტრი. შედარებით მაღლები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი შრი-ლანკელები. მათ ჰქონდათ მრავალგვარი ქვის და ძვლის იარაღი სანადიროდ და ნივთების დასამუშავებლად, როგორიცაა ტყავი, ხორცი და ა.შ. მათი საკვები რაციონი უმეტესად შედგებოდა თევზეულისგან და მოლუსკებისგან, ნადირობდნენ სამბარზე - აზიაში მობინადრე დიდი ზომის ირემზე, ჩვეულებრივ ირემზე, გარეულ საქონელზე, მიირთმევდნენ ასევე პურის ხის ნაყოფს, კანარიუმის თხილს, ველურ ბანანს და სხვა ადგილობრივად არსებულ საკვებს.

.

.

ბალანგოდელი ადამიანი

.

.

წყარო: Balangoda man - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი


4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1070
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1070
  
2022, 26 აპრილი, 12:21
▶ ბალანგოდელი ადამიანი (homo sapiens balangodensis / Balangoda man) - ჰომო საპიენსის ქვესახეობა. არსებობდა ძვ.წ. 36,000-28,000 წლებში. გავრცელებული იყო კუნძულ შრი-ლანკაზე. საშუალოდ იზრდებოდნენ მამაკაცები 174, ხოლო ქალები 166 სმ-მდე და იწონიდნენ 65-75 კილოგრამს. მათი გენეტიკა ნაწილობრივ გრძელდება ვედებში, რომლებსაც ასევე ეწოდება ვანიალეტო და რომლებიც შრი-ლანკაზე დასახლებულ უძველეს მოსახლეობად მიიჩნევა.
2021, 16 დეკემბერი, 1:06
შრი-ლანკა, კალ უტარა, ვანი ალეთო,..
იხილეთ:
https://www.facebook.com/notes/353826745950873/
0 1 2