x
image
არჩილ ვერულიძე
თავმდაბალმა ამერიკელმა 10 წელი ყალბი დოლარებით იცხოვრა

image

"დიდი დეპრესია", რომელმაც მოიცვა ამერიკის შეერთებულ შტატები გასული საუკუნის ოციანი და ოცდაათიანი წლების მიჯნაზე, ქვეყნის მოსახლეობისთვის საშინელი გამოცდა გამოდგა. მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ ეძიათ რაიმე გზა, რათა როგორმე საარსებო საშუალება მიეღოთ. სხვები ცდილობდნენ კრიზისის ხარჯზე ცხორებას, მაგალითად, გაყალბების მეშვეობით. ემერიხ იუტნერს, რომელსაც, სხვათა შორის, „პატიოსან ფალსიფიკატორს“ ეძახდნენ, კანონის დარღვევა მოუწია.

ერთ დღეს, 1938 წელს, ნიუ-იორკში თამბაქოს მაღაზიის მფლობელმა ფული ბანკში წაიღო. მოლარემ ფულის დათვლისას ყურადღება უცნაურ 1 დოლარიანზე გაამახვილა. ბანკნოტი იყო ძალიან უხარისხო ქაღალდისგან, ასოები დაუდევრად ეწერა, დოლარზე გამოსახული აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონიც კი ცოტათი ჰგავდა თავის თავს.

შესაბამისი სამსახურები უცნაური სიყალბით დაინტერესდნენ. მალე გაირკვა, რომ ასეთი ყალბი დოლარი შორს იყო ნიუ-იორკში ერთადერთისგან. ათობით ასეთი „შედევრი“ აღმოჩნდა მათ ხლში. მაგრამ ასეთი დოლარის მწარმოებლის პოვნა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი რჩებოდა. სისხლის სამართლის საქმე 880 ნომრით აღიძრა, იდუმალ ფალსიფიკატორს კი „მისტერ 880“ უწოდეს.

10 წლის შემდეგ კრიმინალის კვალზე გასვლა სრულიად შემთხვევით გახდა შესაძლებელი. ნიუ-იორკის ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. მისულმა მეხანძრეებმა მოსახლეობის ნივთები ფანჯრებიდან გადაყარეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ადგილობრივმა პოლიციამ შეამჩნია, რომ დამწვარი სახლთან მცხოვრები ბავშვები ერთდოლარიანი კუპიურებით თამაშობდნენ. ისინი ძალიან წააგავდნენ ათი წლის წინანდელ კუპიურებს.

კანონის დამცველებმა გაარკვიეს რომ ეს დოლარები ხანძრის წინ იყო მოკრძალებული ემერიხ იუტნერის ბინაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა ნაგავს ნიუ-იორკის ნაგავსაყრელებზე. ნაპოვნ მეტ-ნაკლებად ძვირფას ნივთებს გროშებად ყიდდა. "დიდი დეპრესიის" დროს იუტნერი სამსახურიდან გაათავისუფლეს და სიბერის გამო ახალი ვერ იპოვა. შორეულ ახალგაზრდობაში იუტნერი "ამერიკული ოცნების" საძიებლად ავსტრიიდან შეერთებულ შტატებში ჩავიდა, მაგრამ ბოლოს ის მათხოვრად იქცა.

ემერიხ იუტნერმა გაიხსენა, რომ ახალგაზრდობაში კარგად ხატავდა, ამიტომ გადაწყვიტა, ეს უნარები გამოეყენებინა ფულის საშოვნელად. საკუთარ სახლში მოაწყო სტამბა, რომელზეც ყალბი ბანკნოტების დამზადება დაიწყო. მეტიც, ერთადერთი ნომინალი 1 დოლარიანი გახლდათ. . როგორც მოგვიანებით თავად იუტნერმა თქვა, სინანულს გრძნობდა, შესაბამისად, ვერ ბედავდა უფრო მსხვილი ნომინალების დამზადებას.

დოლარის დიდ პარტიებს არ აკეთებდა, ზუსტად იმდენს ბეჭდავდა, რამდენიც მოკრძალებული არსებობისთვის იყო საჭირო - კვირაში დაახლოებით 15 დოლარი. გარდა ამისა, ცდოლობდა ერთ მაღაზიაში ორჯერ არ გადაეხადა. ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში იუტნერმა მოახერხა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მაგრამ, 73 წლის ასაკში ის განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა.

სასამართლომ მოხუცის მიმართ ჰუმანურობა გამოიჩინა და 1 წლითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პლუს 1 დოლარიანი ჯარიმა. ადვოკატი ცდილობდა დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამას არა გამდიდრების მიზნით, არამეთ თავის გადასარჩენად აკეთებდა. იუტნერმა ოთხი თვე გაატარა გისოსებს მიღმა, ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ის კვლავ დაუბრუნდა პენსიონერის მოკრძალებულ ცხოვრებას და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე უზრუნველყოფილი ადამიანი გახდებოდა. საქმე ისაა, რომ ჰოლივუდში ამ უჩვეულო ამბით დაინტერესდნენ. სცენარის მომზადებასა და მონაწილეობისთვის, ემერიხ იუტნერმა მიიღო კარგი ჰონორარი, რამაც მას საშუალება მისცა უზრუნველად ეცხოვრა დარჩენილი დღეების განმავლობაში. ფილმის მომზადებაში მონაწილეობისთვის მან მეტი გამოიმუშავა, ვიდრე ფალსიფიკაციის მთელი ათი წლის განმავლობაში. 79 წლის ასაკში ემერიხ იუტნერი ლონგ აილენდის გარეუბანში გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ ფალსიფიკატორის ემერიხ იუტნერის აღმოჩენის ოპერაცია საკმაოდ ძვირი დაჯდა. დამზადდა 200 000-ზე მეტი ბროშურა და ინსტრუქტაჟი მიიღო მინიმუმ 10 000 ნიუ-იორკის მაღაზიამ.

0
426
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0