x
image
არჩილ ვერულიძე
რატომ სურდა მწერალ ართურ კონან დოილს დეტექტივ შერლოკ ჰოლმსის „მოკვლა“

image

1886 წლის მარტ-აპრილში მწერალი ართურ კონან დოილი მუშაობდა მოთხრობაზე „ეტიუდი ჟოლოსფერ ტონებში“, რომელშიც მკითხველი პირველად შეხვდა გენიალურ დეტექტივ შერლოკ ჰოლმსს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი უკვე კარგად იყო ცნობილი ლიტერატურულ წრეებში, ახალმა ნამუშევარმა არ გამოიწვია რედაქტორების აღფრთოვანება. კონან დოილს რეგულარულად ეუბნებოდნენ უარს, არავის სურდა ეტიუდის გამოცემა.

მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მოვიდა წერილი გამომცემლობა «Ward and Lock» - დან, სადაც აცხადებდნენ, რომ ბაზარი „იაფი ლიტერატურით“ იყო სავსე, რომელშიც „ეტიუდი ჟოლოსფერ ტონებში“ შეიტანეს. აქედან გამომდინარე, ავტორს მხოლოდ 25 ფუნტს სთავაზობდნენ, წიგნზე ყველა უფლების სრული გადაცემით გამომცემლობაზე.

ავტორს მოუწია ამ პირობების მიღება, მით უმეტეს, რომ მოთხრობის დიდ წარმატებას არ მოელოდა. 1890 წელს კონან დოილმა მოულოდნელად მიიღო შეთავაზება, დაეწერა კიდევ ერთი ამბავი ჰოლმსის თავგადასავლების შესახებ. შეკვეთა შესრულდა და მალე მოთხრობა "ოთხთა ნიშანი" გამოჩნდა Lippincotts Magazine-ის ინგლისურ და ამერიკულ ნომრებში. თავად ავტორს ამ მოვლენისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, სურდა „იაფი ლიტერატურისთვის“ თავი დაენებებინა და ისტორიული რომანის წერა დაეწყო.

მაგრამ სწორედ დეტექტივმა შერლოკ ჰოლმსმა მოუტანა მსოფლიო პოპულარობა მწერალ ართურ კონან დოილს. მიღებული იქნა ახალი შეკვეთები და 1891 წლის ბოლოს კონან დოილმა დაწერა ექვსი მოთხრობა ჰოლმსის შესახებ. და ამაზე შეჩერება დადაწყვიტა. ამას მხოლოდ ერთმა გარემოებამ შეუშალა ხელი - შერლოკ ჰოლმსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მკითხველებში, თავად კონან დოილი კი კარგ ჰონორარს იღებდა.

დედისადმი მიწერილ წერილში ართური ჩიოდა, რომ პოპულარული ლიტერატურული გმირი ყურადღებას უფანტავს, არ აძლევს " უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე" ფიქრის საშუალებას. დედას უზიარებდა თავის გეგმებს - ერთ-ერთ შემდეგ ნაწარმოებში შერლოკ ჰოლმის „მოკვლის“ და მისი ისტორიების სერიის დასრულების თაობაზე. შეშინებულმა მოხუცმა ქამლმა მისწერა შვილს - შენ ამას არ გააკეთებ!

მწერლის დედა არ იყო ერთადერთი, ვისაც აწუხებდა ლიტერატურული პერსონაჟის ბედი. შერლოკ ჰოლმსის გარდაცვალების ეშინოდათ როგორც მკითხველებს, ასევე გამომცემლებს, გაიზარდა ჟურნალების ტირაჟი, სადაც დეტექტივის შესახებ ნამუშევრები ქვეყნდებოდა. კონან დოილი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო: მიუხედავად მისი სიკვდილისა მოთხრობაში „ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“, შერლოკი სასწაულებრივად ცოცხალი აღმოჩნდა.

მწერალს რეზერვში კიდევ ერთი ვარიანტი ჰქონდა, ამჯერად ფინანსური. ჟურნალს, რომელმაც შეუკვეთა ახალი მოთხრობები ჰოლმსის შესახებ, წამოუყენა ულტიმატუმი - 1000 ფუნტ სტერლინგი 12 მოთხრობისთვის. ამჯერად კონან დოილი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ გამომცემლისთვის ეს თანხა არარეალურად დიდი აღმოჩნდებოდა. მისდა გასაკვირად, პირობები მაშინვე მიიღეს.

თავად მწერალმაც ვერ გაუძლო ცდუნებას, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის ათასი ფუნტი სტერლინგი უზარმაზარი იყო, თანხა გახლდათ, ბედის ასეთ „საჩუქარზე“ უარის თქმა ადვილი არ იყო. თუმცა, ჟურნალი Strand-ი გაფრთხილებული იქნა ავტორის მიერ: ნუ გექნებათ მოთხრობების დაუყოვნებლივ მიღების იმედი, კონან დოილი დაკავებული იყო ნაპოლეონის ეპოქის ნაწარმოებით.

საერთო ჯამში, ართურ კონან დოილმა დაწერა 56 მოთხრობა და 4 რომანი შერლოკ ჰოლმსის შესახებ. ამ ნამუშევრებით თუ ვიმსჯელებთ, ჰოლმსმა თავისი დეტექტიური საქმიანობა მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაიწყო და მომდევნო საუკუნის დასაწყისამდე გააგრძელა. 1904 წელს მან დატოვა ხმაურიანი ლონდონი და დაიწყო ფუტკრების მოშენება პატარა ფერმაში. ავტორის მცდელობა „მოეკლა“ თავისი გმირი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში განუხორციელებელი დარჩა.

თუ ავტორი, როგორც ადრე იყო ჩაფიქრებული, შეჩერედებოდა პირველ ექვს მოთხრობაზე, მაშინ შერლოკ ჰოლმსი არ გახდებოდა ასეთი პოპულარული მთელ მსოფლიოში. მაგრამ, მას ბედად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული პერსონაჟი. მეტიც, გამოკითხვებმა საოცარი შედეგი გამოიღო – ყოველი მეხუთე ბრიტანელი დარწმუნებულია, რომ ჰოლმსი არა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ რეალური პიროვნებაა.

ჰოლმსი პოპულარული კინოგმირიც გახდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში 200-ზე მეტი ფილმი გადაიღეს მასზე.

0
99
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0