რელიგია "ამ გარყვნილების ბუდეში ერთი წესიერი კაცი იყო და,ისიც დასაჯეს!" 2021, 10 დეკემბერი, 18:52 "ამ გარყვნილების ბუდეში ერთი წესიერი კაცი იყო და, ისიც დასაჯეს!"-ასე ეხმაურება საზოგადოების ნაწილი საპატრიარქოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს მღვდელთმსახურება აუკრძალა. "Ამ გარყვნილების ბუდეში ერთი წესიერი კაცი იყო და, ისიც დასაჯეს!" "დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოლიდარობა თქვენ, პატიოსანო მამაო!
“ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა"
დეკანოზი ილია ჭიღლაძე მამაო, თქვენ სიმართლისა და ვაჟკაცობის, გაუტეხელობისა და ქრისტეს ერთგულების გამო გდევნით წითელი პატრიარქი, ამიტომაც ეს გახრწნილი ბებერი თავის გახრწნილ ნაზირ-ვეზირებთან ერთად რომ გსჯით, მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა! ღმერთს ყვარებიხართ, რომ ამ ბინძურ კასტას მოგაცილათ, გიხაროდეთ!!!
პ.ს. ილია მეორეს ფეხებზე კიდია ნებისმიერი ადამიანი და ეს აჩვენა ამ ფაქტმაც. თუნდაც რომ დამნაშავე და სასჯელის ღირსი იყოს მამა ილია, იმ მრევლის გამო, რომელიც უცხოეთშია, შობის ლიტურღიის მსახურებას მაინც დავაცლიდი. მხოლოდ მრევლის გამო, რომლებსაც ილიამ, შიომ და მათმა ფავორიტებმა ჩაუშხამეს შობის სიხარული!!!
"და ეს გადაწყვეტილება მიიღო ნიმფომანიითა და ჰედონიზმით წამხდარმა ჩვენმა სამარცხვინო და სამეძავო სინედრიონმა, სადაც ტოტალურად ყველას საყვარლების კოლექცია, მითვისებული მილიონები, პედოფილია, სექსუალური შევიწროვება, გარყვნილება, უწიგნურობა, კრემლის აგენტობა და ურწმუნოება ახასიათებს!
მამა ილიას სჯიან იმისათვის, რომ ის მათნაირი არაა! მათ კატეგორიაში არ გადის! მათსავით ბორდელად არ აღიქვამს ეკლესიას! მათსავით უწესოდ არ ცხოვრობს და მათ მსგავსად "თხა და გიგო"-ზე არ დგას მისი ღირსება!
ეს ერთი მღვდელი თავისი ღირსებით და პატიოსნებით გადასწონის მთელ ამ გათახსირებულ იერარქიას და შავბნელ სამღვდელოებას!
სინოდი დიდი ხანია რაც მკვდარია სულიერად და რეპუტაციულად! მათგან დასჯა კი მხოლოდ საჩუქარია ღვთისა!"-წერენ სოციალურ ქსელში სხვადასხვა პიროვნებები.
შეგახსენებთ, დღეს საქართელოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზის მიერ სასულიერო პირების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მას მღვდელმოქმედება აეკრძალა.
"როგორც ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.
ამა წლის 3 მარტს გამართულმა სინოდურმა კომისიამ მოისმინა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით.
ამის საფუძველზე, მთავარეპისკოპოს ზენონს კომისიამ მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისთვის გონივრულ ვადაში (კომისიის დასკვნიდან არა უგვიანეს სამი თვისა) უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ამა წლის 14 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ: “მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“, რითაც მთავარეპისკოპოსმა ზენონმა თავი აარიდა სინოდური კომისიის ზემოაღნიშნულ თხოვნას. ამის გათვალისწინებით, სინოდური კომისიის წევრების მხრიდან აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან, მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული) კომუნიკაციის შემდეგ, ამა წლის 25 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძე ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე, რის შესახებაც მას გაეგზავნა შეტყობინება კომისიის სახელით. თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს სინოდური კომისიის ამა წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადების გამო, მოციქულთა 55-ე, 56-ე და 74-ე კანონების საფუძველზე, განეჩინა ყოველგვარი მღვდელმოქმედების აკრძალვა და მიეცა დრო სინანულისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება წმინდა სინოდის სხდომას", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. თავად ჭიღლაძემ საპატრიარქოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ასეთი განცხადება გააკეთა: პასუხი საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაზე
30 ივლისის გადაწყვეტილებას 10 დეკემბერს რომ გამოაქვეყნებ, არათუ დროს ხარ აცდენილი, არამედ ადეკვატურობასაც. მეც დღეს გავიგე თქვენთან ერთად ეს გადაწყვეტილება, რომ შემიჩერეს მღვდელმოქმედების უფლება, მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ მიკვირს საპატრიარქოს კლანისგან არაფერი, ისინი ელემენტარულ კანონიკას და წესიერებას აცდენილნი არიან. მოყვანილი სამი კანონიდან მესამე, მოციქულთა 74-ე კანონი მე კი არ მეხება, ეხება ეპისკოპოსებს (ერთი ეპისკოპოსის მიერ მეორე ეპისკოპოსის ბრალდებას) და ამჟამად პირდაპირ ესადაგება მცხეთა-თბილისის ეპისკოპოს ილია მეორეს, რომელიც ბრალდებულია მიტროპოლიტ პეტრეს მიერ და მან თავი არ იმართლა საეკლესიო საკრებო სასამართლოზე. აი, საეკლესიო კანონიკის ასეთი უმეცრები არიან მოკალათებულნი საპატრიარქოში. ეს იმიტომ, რომ დიდი სჯულისკანონი ტოტალურად უარყოფილი და დარღვეულია მათ მიერ და მხოლოდ კრიტიკული პოზიციის ჩასახშობად ახსენდებათ და სჭირდებათ ის. სახეზეა ტოტალიტარიზმი და რეპრესიული რეჟიმი საქართველოს საბჭოთა ფორმირების ეკლესიაში, რომელიც სახელად მართლმადიდებლურია, შინაარსით საბჭოურ-სტალინისტურ-კრემლისტური.
საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში არის ასევე სიცრუე, რომ თითქოს 25 ივნისის ჩვენს წერილზე (მოსაყდრე შიოს და დეკ. ბოტკოველის ხელმოწერილი და სამარცხვინო კორექტული შეცდომით გამოგზავნილი ივლისის ნაცვლად, რომ ივნისი ჩაწერეს) არ გვიპასუხაო, ვუპასუხე საჯაროდ და მასმედიაშიც გავრცელდა, გეხსომებათ. რაც შეეხება სინანულს, სინანული ყოველ ადამიანს სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკანონო მმართველებს მათი ანტიქრისტიანული, ანტისახარებისეული და ანტიკანონიკური საქმიანობისათვის, რამაც სრულად გახრწნა ჩვენი საპატრიარქო და იერარქია, მრევლის ცნობიერება და სულიერი მდგომარეობა.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
10.12.2021
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ყოველთვის მწვავედ აკრიტიკებდა საპატრიარქოს და თავად კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც ქვემოთ წარმოდგენილ სტატიებს გაეცნობით.
თეოლოგი ბასილ კობახიძე დეკანოზ ილია ჭიღლაძეს პოსტს დებს, რადგან ეს უკანასკნელი დაბლოკილი იყო: დეკანოზი ილია ჭიღლაძე მამა ილია დაბლოკილია ისევ და მე ვპოსტავ მის სტატუსს: ''ივანიშვილის ოცნების რეგრესული მმართველობის პირობებში წარმოშობილი მართვადი ქაოს
312 3-ს მოსწონს
|