x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ქაშვეთში 50 000 ათასი ლარი შედის გიორგობას, ოღონდ მღვდლების არ გეგონოთ, საპატრიარქოს მიაქვს" - ილია ჭიღლაძე
image
"დგება გიორგობა და ყველაზე მეტად უხარიათ წმ. გიორგის სახელობის ტაძრების მღვდლებს, ცოტას სულს მოითქვამენ, თუ ეპისკოპოსი არ აცლის ხელიდან: ცხვრები ცხვრებიი და ფულიიი, ბევრი სანთელი იწვის გიორგობას, უყვართ ქართველებს, ყოველ შემთხვევაში აქამდე უყვარდათ ბღუჯა-ბღუჯა სანთლების აალება ტაძრებში. ერთ კილო პარაფინს (დაახ.400-500 ც სანთელი) მინიმუმ 120 ლარი მოაქვს, 8 კილო პარაფინს უკვე ათასი ლარი მოაქვს. ამას შესაწირ ყუთში მორწმუნეთა ძუნწურად თუ გულუხვად ჩაყრილი ფულიც მიამატე და ესეც ჩვენი მღვდლების გიორგობა და მორწმუნე ქართველი ერის მიერ მამაპაპური მოცელთამოყორვა ქართველურად))

ქაშვეთში სულ ცოტა 50 000 ათასი ლარი შედის გიორგობას, ოღონდ ეს მღვდლების არ გეგონოთ, საპატრიარქოს მიაქვს. ასე რომ საპატრიარქოსთვისაც კარგი ხეირია გიორგობები. ესეც ჩვენი ქართული გიორგობები...

ბავშვობაშიც და მერეც საოცრად მიყვარდა საეკლესიო დღესასწაულები, ის ნეტარება და ბედნიერება რაც ახლდა ამ დღესასწაულების შეგრძნებას, ძნელი გადმოსაცემია, სულ სხვა შეგრძნება იყო და არა მხოლოდ ჩემთვის იყო ასე, ზოგადად იყო ასეთი ყველასთვის, ალბათ დამეთანხმებით ხნიერებიც და ჯეელებიც. დღეს გაფერმკრთალდა და ნაძალადევი გახდა (საეკლესიო და ეროვნული დიდი აგონიის გამო) ეს დღესასწაულები, ყალბი და მექანიკური მილოცვებად და აღნიშვნებად იქცა, ვერავის ვამჩნევ ნამდვილ სიხარულს ვერც "დიდთა" ქართველთა, ვერც მცირეთა, ვერც სასულიეროთა, ვერც საეროთ. ამ 10 წელიწადში სწრაფად გაცვდა და გაიცრიცა ჩვენი ეკლესიურობა და ეკლესია, ისე როგორც ეს ჩვენი მესენჯერები სადღესასწაულო მისალოცი გიფებისაგან ამ ბოლო სამ წელიწადში... გიფებს ვინ ჩივის, ქართველ ერს აღარაფერი აქვს სასიხარულო და სადღესასწაულო ამჟამად..." - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
image

ასევე იხილეთ

ანგლიკანური ეკლესია დიდ ბრიტანეთში არ არის გამოყოფილი სახელმწიფოსგან. ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას ჰყავს 26 ეპისკოპოსი, ხოლო დედოფალი ითვლება ეკლესიის უზენაეს მმართველად. ყველა საჯარო სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად ჩაატაროს ღვთისმსახურება - წაიკითხოს ლოცვები. მისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ბავშვები, ის...
არ ვიცი ამას რა დავარქვა, რას ვწერ ან როგორ ვწერ, უბრალოდ მაქვს უკიდეგანო შოკი, მოკლედ ფსიქოლოგიური სტრესი მაქვს მიცვალებულები მესიზმრება მელანდება, სულიერად ვარ ძალიან აფორიაქებული და გადავწყვიტე ეკლესიაში მივსულიყავი ცოტა დასამშვიდებლად, მივედი ამაღლების ტაძარში რომელიც მდებარეობს საფიჩხიის ცენტრში, ვილოცე ჩემთვის მერე მამაოსთან მივე...
მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი თამაზ ლომიძე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას სოციაური ქსელით ეხმაურება და წინასწარმეტყველი ეზეკიელის სიტყვები მოჰყავს ძველი აღთქმიდან : "ზოგიერთებს მაინც ხომ გვჯერა ბიბლიის? სოდომის და გომორის განადგურებაც ხომ გახსოვთ? ბიბლიაში გარკვევითაა ჩამოთვლილი ის ცოდვები, რომელთა გამოც დაიღუპა ეს ხა...
რადგანაც არცერთ მხილებულ ეპისკოპოსს არ ეყო სინდისი გადამდგარიყო, თანახმად საეკლესიო კანონებისა და მორალისა, იძულებული ვარ მთელს ქართველ ერს წარმოგიდგინოდ განსასჯელად, რათა იცოდეთ, თუ რა ხდება დედა ეკლესიაში. წმინდა კანონთა მიხედვით (მოც. 25, ბასილი დიდის 3, 7, 32, ნეოკ. 1, რუის-ურბ. 18) სიძვა-მრ...
0
149
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0