საბუნებისმეტყველო "სველი" ლაქები მარსზე და ნახშირორჟანგული თოვლი (+უახლესი ფოტოები) 2012, 15 სექტემბერი, 11:41 მინდა გავაგრძელო ჩემს მიერ დაწერილი სტატია და გიამბოთ მარსზე ახალი აღმოჩენების შესახებ. მარსმავალ Curiosity-ს მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დაშვების ადგილას (ჰეილის კრატერი) გრუნტი 3-5% წყალს შეიცავს. მეცნიერები კი იმან გააკვირვა, რომ წყალი კონკრეტულ ადგილებზეა თავმოყრილი და "ლაქებს" წარმოქმნის.
"ჩვენ ვხედავთ მკვეთრ განსხვავებებს მონაემებში მარმავალის გადაადგილებასთან ერთად" განაცხადა იგორ მიტროფანოვმა რია ნოვოსტის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ტენიანობის საზომი ნეიტრონული აპარატი, რომლითაც აღჭურვილია მარსმავალი.
დღევანდელი მონაცემებით მარსის გრუნტი 1-5% წყალშ შეიცავს სხვადასხვა ადგილებში. მეცნიერების განცხადებებით ისინი გაკვირვებულნი დარჩებიან თუ უახლოეს მომავალში წყლის უფრო მეტ შემცველობას არ აღმოაჩენენ.
მარსზე არა მარტო წყალი არის, არამედ თოვლიც, მართალია თოვლი გაყინული ნახშირორჟანგისგან შედგება. ეს დაამტკიცეს ამერიკელმა მეცნიერებმა ორბიტული ზონდის MRO-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
წარმოგიდგენთ მარსის უახლეს ფოტოებს. 700 8-ს მოსწონს
|