სხვა 5 საუკეთესო ანიმე ჟანრის ისტორიაში 2021, 1 დეკემბერი, 15:28 ![]() ჟანრის არსებობის მანძილზე უთვალავი ნამუშევარი გამოვიდა, რომელთაგან თითოეულმა უდაოდ იპოვა თავისი თაყვანისმცემლი. და მაინც, ზოგიერთი ანიმე დამსახურებულად შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ: ისინი პოპულარულია, ყოველთვის მაღალი რეიტინგი აქვთ და კრიტიკოსები და მაყურებლები აფასებენ. სიკვდილის დღიური ![]() ანიმე ეფუძნებოდა ამავე სახელწოდების მანგას, რომელიც შედგებოდა 12 ტომისგან და გამოიცა 2003-2006 წლებში. 2007 წელს იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იგი მოხვდა ყველა დროის საუკეთესო მანგას ტოპ 10-ში. შეიქმნა მრავალი ადაპტაცია, მხატვრული ფილმებიდან ვიდეო თამაშებით და სერიალებით დამთავრებული. გასაკვირი არ არის, რომ უჩვეულო სიუჟეტის მქონე ანიმეც ძალიან პოპულარული გახდა. იაგამი ლაითის, წარჩინებული მოსწავლისა და პოლიციელის შვილის ხელში, სიკვდილის მოწყენილი ღმერთის, შინიგამი რიუკის იდუმალი დღიური აღმოჩნდება. თუ მასში ჩაწერენ ადამიანის სახელს, ის მაშინვე მოკვდება. დღიურის დახმარებით ლაითი გადაწყვეტს კრიმინალებთან ბრძოლას და ძალიან მალე ხდება ბედისწერის მსაჯული, რომელსაც საზოგადოება "კირას" უწოდებს (ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც ქილერი) მაგრამ მალე ბრწყინვალე დეტექტივი ადგება მის კვალს, რომელიც მუშაობს ფსევდონიმით L. მას არ შეუძლია შეცდომა დაუშვას, თორემ დღიურში მოთავსებული ძლიერი ძალის მსხვერპლი გახდება. მაგრამ ლაითიც არ აპირებს დანებებას, ამიტომ მასა და დეტექტივს შორის მწვავე ინტელექტუალური დაპირისპირება ხდება. შტეინის კარიბჭე ![]() მოქმედება ვითარდება ტოკიოს ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში აკიჰაბარაში, სადაც შეიძლება მრავალფეროვან საოცარ ადამიანებს შეხვდეთ. ახალგაზრდა მეცნიერი სახელად რინტარო ოკაბე ხელმძღვანელობს ენთუზიასტების მცირე ჯგუფს, რომელშიც შედიან ოტაკუ ჰაკერი იტარუ ჰასიდა, რინტაროს ბავშვობის მეგობარი მაიური შიინა და ახალგაზრდა გენიალური გოგონა კურისუ მაკისე. ისინი იკრიბებიან ლაბორატორიაში, ცდილობენ შექმნან სხვადასხვა გამოგონება უსარგებლო მასალისგან და ერთ დღესაც ახერხებენ ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელის გადაკეთებას რეალურ დროის მანქანად. მაგრამ მალე ეს მეცნიერთა ჯგუფისთვის ნამდვილ უბედურებად იქცევა: მათ სულაც არ უხარიათ შტეინის კარიბჭის გახსნა. აჩრდილწაღებული ![]() ეს ანიმაციური ფილმი ითვლება იაპონელი რეჟისორის ჰაიაო მიაძაკის მწვერვალად და მოხვდა ისტორიაში უდიდესი ანიმაციური ფილმების მრავალ სიაში. იგი გახდა ყველაზე წარმატებული ფილმი იაპონიაში და მოიპოვა ოსკარი და ოქროს დათვი ბერლინის კინოფესტივალზე. ათი წლის გოგონა ჩიჰირო მამასთან და დედასთან ერთად აღმოჩნდებიან უცნაურ ცარიელ ქალაქში, რომელშიც ბევრი ცარიელი რესტორანია. ერთ-ერთ მათგანში ჭამის შემდეგ მშობლები ღორებად გადაიქცევიან და ახლა გოგონამ მათ უნდა ახსნას ჯადო. ის გაიგებს, რომ ეს ქალაქი ერთგვარი "შემდგომი ცხოვრებაა" და ჯადოქარი იუბაბა მართავს აქ ყველაფერს. თუმცა, ამ არამეგობრულ ადგილასაც კი ჩიჰირო ახერხებს მეგობრების პოვნას, რომელთა შორის არის ბიჭი, სახელად ჰაკუ. ის თავის ახალ მეგობარს ურჩევს, იუბაბას სამსახური სთხოვოს - უძველესი კანონის თანახმად, ჯადოქარს არ შეუძლია უარი თქვას ამ მოთხოვნაზე. ამის წყალობით, მთავარი გმირი უფრო და უფრო იძირება საოცარ სამყაროში, ეცნობა მის უჩვეულო მაცხოვრებლებს და არ კარგავს მშობლების გადარჩენის იმედს. ტიტანების შემოტევა ![]() ამავე სახელწოდების მანგაზე დაფუძნებული ანიმე შეიცავს გააზრებულ დამაინტრიგებელ სიუჟეტს, კარგი თვალსაზრისით, მძიმე და ბნელ ატმოსფეროს. მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევს კარგად დაწერილი პერსონაჟებიც - როგორც მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი, სიუჟეტის მსვლელობა და დინამიურობა. მოვლენები ვითარდება მე-19 საუკუნის ევროპის მსგავს ალტერნატიულ სამყაროში, სადაც კაცობრიობა დიდი ხანია ებრძვის ტიტანებს - გიგანტურ არსებებს, რომლებიც ადამიანებს სიამოვნებისთვის შთანთქავენ.თავის დასაცავად ადამიანებს მოუხდათ თავიანთი დასახლებანი შემოესაზრვრათ სამი მაღალი კედლით, რომელთაც ვერ არღვევდნენ გიგანტები. ასობით წლის განმავლობაში ისინი საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთხელ კედელი დაანგრია სუპერტიტანმა, რომელიც თითქოს არსაიდან გამოჩნდა. მოზარდი ერენი და მისი და მიკასა დედის სიკვდილის მომსწრე გახდნენ, რომელიც გიგანტის გამო დაიღუპა. მაშინ ახალგაზრდამ პირობა დადო, რომ შურს იძიებდა და გაანადგურებდა ყველა ტიტანს კაცობრიობის გადასარჩენად. მას მომზადება და ხანგრძლივი ბრძოლა ელოდა. ნარუტო ![]() მოქმედების ცენტრში ახალგაზრდა ნინძა ნარუტო უძუმაკია. როდესაც ის ჯერ კიდევ ახალშობილი იყო, მის სოფელს თავს დაესხა დემონი - ცხრაკუდიანი მელა, მაგრამ სოფლის თავკაცმა, მეოთხე ჰოკაგემ, საკუთარი სიცოცხლის ფასად დემონი ახალშობილი ნარუტოს სხეულში ჩაამწყვდია ( ჩაბეჭდა). ამის გამო ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ბიჭს უფრთხოდა და შეურაცხყოფდა. ამის მიუხედავად, ნარუტო ცდილობდა დაეძლია სირთულეები, რათა მიეღწია თავისი ოცნებისთვის - გამხდარიყო ჰოკაგე და საუკეთესო ნინძა სოფელში. ამისთვის მას ბევრი ფათერაკისა და სურთულის გადალახვა მოუწია მეგობრებთან სასკე უჩიჰასთან და საკურა ჰარუნოსთან, ასევე მასწავლებელ, კაკაში ჰატაკესთან ერთად. 80 5-ს მოსწონს
|