x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრაიან ადამსის თქმით, მას კორონავირუსი ერთ თვეში ორჯერ დაუდასტურდა - არის თუ არა შესაძლებელია მსგავსი რამ?

image

კანადელ როკ-მუსიკოსსა და მომღერალს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა, ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

ვირუსი მეორედ იტალიაში, მილანის აეროპორტში დაუდასტურდა.

„ახლა ჩამოვედი მილანში და ერთ თვეში, მეორედ აღმოვჩნდი კოვიდდადებითი“, – დაწერა მან.-ასე რომ, ეს ჩემთვის მეორედ მოხვედრაა საავადმყოფოში".

ოქტომბერში ადამსი იძულებული გახდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე გამოსვლაზე უარი ეთქა, მას შემდეგ რაც ტესტი დადებითი აღმოაჩნდა. მისმა მენეჯერმა მაშინ განაცხადა, რომ ადამსი იყო "სრულად ვაქცინირებული და არანაირი სიმპტომები არ ჰქონდა".

კონკრეტულად ადამსის შემთხვევასა და ერთ თვეში ადამიანის ორჯერ კოვიდინფიცირების შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ CNN-ის ჟურნალისტს უპასუხა. ფაუჩიმ განაცხადა, რომ არ სურს "სპეკულირება ადამსის შემთხვევაზე".

"დიდი ალბათობით ადამსის შემთხვევაში, ვირუსი არც არსად წასულა და ის კვლავ ინფიცირებული იყო, თუმცა, სიმპტომები არ უვლინდებოდა" - განაცხადა ფაუჩიმ.

62 წლის კანადელი მუსიკოსის დიდების პიკი იყო, 1980/90-იანი წლები, როდესაც ჩაწერა ისეთი მსოფლიო ჰიტები, როგორიცაა "Heaven"(1984)It's Only Love(ტინა ტერნერთან ერთად)(1984)"(Everything I Do) I Do It for You“(1991)„Please Forgive Me“(1993) „All for Love“(1993) და სხვა.


0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0