ქალი და მამაკაცი 7 მზაკვრული წვრილმანი,რომელიც ნელ-ნელა დაასრულებს თქვენს ურთიერთობას 2021, 19 ნოემბერი, 17:49
1)პარტნიორის ინტერესების იგნონირება
არც ისე ცუდია, თუ განსხვავებული გემოვნება და ინტერესი გაქვს.თუმცა, ნუ უგულებელყოფთ თქვენი პარტნიორის გატაცებებს, მაშინაც კი, თუ მათ არ იზიარებთ.თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აგრძნობინოთ, რომ თანამონაწილე ხართ.მაგალითად, მოუსმინეთ მის მიერ გაზიარებულ სიმღერას ან უყუროთ მის საყვარელ ფილმს მასთან ერთად.წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ თქვენ არ იზიარებთ არა მხოლოდ მის გემოვნებას, არამედ საკუთრივ მასაც, განაცხადა ქორწინებისა და ოჯახის თერაპევტმა აბიგაილ მეიკპეისმა HuffPost-თან საუბარში. 2)წვრილმანებზე მადლობას არ უხდით არსებობს ძველი სიბრძნე, "ბედნიერება წვრილმანებშიაო". მაგრამ უბედურებაც სწორედ იმაშია, თუ ეს ნიუანსები არ არის დაფასებული ღირსეულად. ასე რომ, ბევრი მიჩვეულია მადლობა გადაუხადოს პარტნიორს საჩუქრისთვის, მაგრამ მათ სრულიად ავიწყდებათ მადლობა გადაუხადონ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.ეს იქნება დარეცხილი ჭურჭელი, დალაგება, ექიმთან გაყოლა თუ გადამწვარი ნათურის გამოცვლა- ყველა ის წვრილმანი, რაც ჩვენს ცხოვრებას აადვილებს, . ასეთი საქციელი წყვილის ძლიერ კავშირს შეუწყობს ხელს, მაგრამ ასეთი წვრილმანი ასპექტების იგნორირება მხოლოდ უკმაყოფილების გაზრდას გამოიწვევს. ამბობს დოქტორი ნიკოლ სანდერსი. 3) არ იცავთ ჰიგიენას თავის მოვლის მარტივი წესების უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება ურთიერთობაში.თუ თქვენ გაქვთ მოუწესრიგებელი გარეგნობა და დიდი ხანია დაგავიწყდათ კბილების გახეხვა, შხაპის მიღება და არ აპირებთ არაფრის შეცვლას, თქვენს პარტნიორს შეიძლება ბუნებრივად გაუჩნდეს კითხვები თქვენთან მიმართებაში, აღნიშნავს დოქტორი კურტ სმიტი. 4) აკრიტიკიებთ პარტნიორს, იმის ნაცვლად, რომ ერთად გადაწყიტოთ პრობლემა თუ თქვენმა პარტნიორმა კვლავ გაგაწბილათ და გსურთ ამის გამო მწარედ უსაყვედუროთ. მაგალითად, არ დარეცხა ჭურჭელი, რის გამოც უწოდებთ ფეთხუმს და მოუწესრიგებელს. მაგრამ, ეს მიდგომა არ გამოიწვევს კარგ შედეგს . კრიტიკით თქვენ აიძულებთ თქვენს პარტნიორს დაიცვას საკუთარი თავი და იგრძნოს თავი ღირსებაშელახული. ამით თქვენ შორის ემოციური დისტანციის შექმნით. „თუ გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა სხვაგვარად გააკეთონ საქმეები, ჩვენ უნდა მივმართოთ კონკრეტული თხოვნით, რომ შეცვალონ მათი ქმედებები და არ განვსაჯით უარყოფითად“, - აღნიშნავს აბიგაილ მაკეპისი. ამიტომ, ზემოთ მოყვანილ მაგალითში უფრო მიზანშეწონილია ვთქვათ, რომ "უსიამოვნოა ნიჟარაში დაგროვილი ჭურჭლის დანახვა და სთხოვეთ ერთად გადაწყვიტოთ ეს საკითხი და ერთობლივად გარეცხოთ ჭურჭელი." 5) შეყვარებულზე ჩაიციკლეთ შეყვარებულის გაცნობამდე თქვენი ცხოვრება დუღდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აღარ დაგრჩათ არავითარი ინტერესი და ჩაციკულული ხართ რჩეულზე..ეს განგაშის სიგნალია .მალე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცხოვრება დასრულდება, თუ პარტნიორს დაშორდებით, რადგან, გარდა მასთან ურთიერთობისა, ინტერესი არაფრის გაქვს.ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ მუდმივად უნდა განავითაროთ საკუთარი თავი და გაატაროთ დრო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. წაიკითხეთ წიგნი, შეხვდით მეგობრებს და მიეცით რჩეულსაც ამის უფლება. 6) იღებთ პარტნიორის ტელეფონს ნებართვის გარეშე ურთიერთობებშიც კი ყველას უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, რომლის ხელყოფამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.თუ თქვენ ვერ მოითმენთ და თქვენი პარტნიორის ტელეფონს დაავლებთ ხელს, რათა გაიგოთ, ვაი თუ გღალატობთ, ეს ურთიერთობაში ნაკლებად ნდობის შედეგია და ამაზე მუშაობა გჭირდებათ.სჯობს გულახდილად განიხილოთ ის საკითხები, რომლებიც გაწუხებთ რჩეულთან და არ შეეცადოთ დაარღვიოთ მისი პირადი საზღვრები. 7) აძლევთ პირობას, მაგრამ ვერ ასრულებთ პირობის შესრულება, თუნდაც წვრილმანებზე, აყალიბებს თქვენი პარტნიორის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს და ქმნის სიყვარულისა და მადლიერების გრძნობას.მაგრამ სიტუაცია იცვლება, როდესაც თქვენ დაპირებებს მრავალჯერადად არღვევთ.ამან შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება.თუ აფასებთ თქვენს ურთიერთობას, ექსპერტები გირჩევენ, ჩაიწეროთ ყველაფერი, რასაც შეპირდით თქვენს შეყვარებულს, შეახსენოთ საკუთარ თავს და წინასწარ გააფრთხილოთ, თუ დაპირებას ვერ ასრულებთ. ასევე იხილეთTwitter-ის მომხმარებელმა, მეტსახელად Me, you, Tokyo -, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მიმოწერა ბიჭთან, რომელიც სთხოვდა დაებრუნებინა 3, 5 ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 12 ლარი ჩვენს ფულზე) იმ ყავისთვის, რომელიც მან პირველ პაემანზე გადაიხადა. გოგონამ მოულოდნელი მოთხოვნა მიიღო მას შემდეგ, როდესაც ახალ ნაცნობთან ურთიერთობის გაგრძელება ... 29 წლის ბრიტანელი, რომელიც დარეგისტრირებულია OnlyFans-ზე ვისტა ვაიფის(Vista Waif) სახელით, თვლის, რომ სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამიტომ, როდესაც წარმატებას მიაღწია პოპულარულ საიტზე შიშველი კონტენტით, მან წამოიწყო საკუთარი ინტერნეტ პროექტი სვინგერებისთვის, წერს Daily S... გოგონამ აღნიშნა, რომ არ აინტერესებს რას ფიქრობენ სხვები მასზე და აპირებს ამ ცხოვრებით სრულფასოვნად დატკბეს. მოდელი, სახელად კაძუმი, კალიფორნიიდან, აშშ, ძალიან უჩვეულო მიღწევით ამაყობს. გოგონამ აღიარა, რომ 24 წლის თავზე 500 კაცთან იწვა. თუმცა, ის აქ გაჩერებას არ აპირებს და მომდევნო ექვსი წლის გეგმები უკვე წინასწარ დ... პროექტი დამიცავი, პატარა ვარ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. მას ახორციელებს ორგანიზაცია საფარი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოგესალმებით. არასდროს გავმხდარვარ შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა თითოეულ ასეთ ფაქტს მწვავედ აღვი... 124 2-ს მოსწონს
|