x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონამ პაემანზე უარი თქვა და საპასუხოდ მოულოდნელი მოთხოვნა მიიღო
image

Twitter-ის მომხმარებელმა, მეტსახელად Me, you, Tokyo -, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მიმოწერა ბიჭთან, რომელიც სთხოვდა დაებრუნებინა 3, 5 ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 12 ლარი ჩვენს ფულზე) იმ ყავისთვის, რომელიც მან პირველ პაემანზე გადაიხადა. გოგონამ მოულოდნელი მოთხოვნა მიიღო მას შემდეგ, როდესაც ახალ ნაცნობთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ ისურვა.თან საოცარი ისაა, რომ პირველი პაემანის შემდეგ 6 წელი გავიდა.


„ეს ნაცნობი ახლა შეეცადა მოეთხოვა ანგარიში, არა და ექვსი წელი გავიდა ამ საზიზღარი პაემანის შემდეგ “, - ასე აღწერა გოგონამ თანხის დაბრუნების მოთხოვნა.


ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილება გოგონამ იმით ახსნა, რომ ახალგაზრდებს შორის „არავითარი ქიმია არ წარმოიშვა“, ეს გამოქვეყნებული სკრინშოტებიდან ირკვევა. თუმცა, ბიჭი დაჟინებით მოითხოვდა შეხვედრას და ახალ ნაცნობისთვის სადილის მომზადებაც შესთავაზა.


„უბრალოდ, მე ვერ ვესტუმრებოდი სახლში პიროვნებას, ვისაც თითქმის არ ვიცნობ. სამწუხაროდ, ზედმეტად რომანტიული ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ ნაპერწკალი უნდა აინთოს ნაცნობობის ადრეულ ეტაპზე. მაგრამ მას ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს, ”- ამბობს გოგონა.


ახალგაზრდა მამაკაცმა თანამოსაუბრის შენიშვნა სამართლიანად მიიჩნია, მაგრამ პირველივე პაემანზე მისთვის ნაყიდი ყავის ფულის დაბრუნება ითხოვა.


ბიჭმა თავისი მოთხოვნა იმით ახსნა, რომ „არ უყვარს ფულის ფლანგვა“ და სურს ამ თანხის გამოყენება სხვა გოგოსთან შეხვედრის სროს.


პოსტის ავტორმა პასუხად დაწერა, რომ მზად იყო ახალგაზრდა მამაკაცის მიერ დახარჯული 3, 5 ფუნტი სტერლინგი გადაერიცხა არა მისთვის, არამედ რომელიმე საქველმოქმედო ფონდისთვის. თუმცა, არშემდგარმა ბოიფრენდმა უარყო ეს იდეა. „მინდა, რომ მე თვითონ გადავწყვიტო, როგორ განვკარგო ჩემს ფული“, - უპასუხა ბიჭმა გოგონას და საბანკო რეკვიზიტები გაუგზავნა.

image

სიუჟეტის გმირს არ უთქვამს დაუბრუნა თუ არა ახალგაზრდას ყავაზე დახარჯული ფული.


ბევრმა კომენტარში აღნიშნა, რომ გოგონას საოცრად გაუმართლა, რომ ეს წარუმატებელი ურთიერთობა თავიდან აიცილა.


”ეს უბრალოდ გასაოცარია.მიყვარს, როდესაც ვინმე, ვისთანაც აღარ გინდა ურთიერთობა, ადასტურებს, რომ სწორი არჩევანი გააკეთე“, - წერს მომხმარებელი, ნიკით ჰეტი კრისელი.



ანალოგიური ამბავი მოხდა ამა წლის მარტში, როდესაც ამერიკელ ალექს კოლბოტს ვისკონსინის შტატიდან მამაკაცმა, რომელიც გაცნობის საიტიდან შეხვდა პაემანზე დახარჯული 35 დოლარის უკან დაბრუნება მოთხოვა.(სტატია იხილე ქვემოთ)


image

ასევ იხილეთ


პარტნიორის პოვნა, ვისთანაც ნორმალური, მყარი ურთიერთობები ჩამოგიყალიბდება, ადვილი არა რის - და ამას ყველა მარტოხელა ბიჭი და გოგო დაგიდასტურებთ, რომელზეც გაცნობის საიტზე არიან დარეგისტრირებულები, ამის დასტურია. მეორე ნახევრის ძებნა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ უმჯობესია არ იჩქაროთ - ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში...


ტორი იძულებული გახდა თაყვანისმცემლებისთვის მიმართვა დაეწერა, რათა მათ შეეწყვიტათ მისთვის საკუთარი ანკეტების გაგზავნა. პანდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ თავისებური გავლენა მოახდინა ზრდასრულთა კინოს პოპულარულ ამერიკელ მსახიობზე 32 წლის ტორი ბლეკზე. ამ დღეებში, ვარსკვლავმა Twitter- ზე საკუთარი გულის ამოძახილი გაამჟღავნა, მან...


მათი ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო - ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტზე მუშაობისას საქართველოში ბიზნესსაქმეზე ჩამოსულ ირანელებს სპარსული ენის თარჯიმანი დასჭირდათ. კადრები ახლობლებში მოიძიეს და იპოვეს კიდეც. პროექტის ირანელი ხელმძღვანელისა და ქართველი თარჯიმანი ქალ...


მიუხედავად იმისა, ვიცოდი ჩემი ოჯახის რეაქცია ბიჭზე, რომელიც შემიყვარდა, მაინც გავრისკე და ცოლად გავყევი. არ მივაქციე იმას ყურადღება, რომ დილიდან დაღამებამდე ბირჟაზე იდგა, ნაციხარი იყო და არც სამსახურზე ფიქრობდა. მშობლები არჩენდნენ და მეც მათ ჩამოვეკიდე კისერზე. რაც დრო გად...


თეა-29 წლის "მართალია, ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მაგრამ პატიოსან ოჯახში გავიზარდე და ის ელემენტარული არ მაკლდა, რაც ადამიანს სჭირდება. დედ-მამა მიწაზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ, უზრუნველი ბავშვობა მქონოდა. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. ბევრს ჰქონდა სერიოზული გრძნობები ჩემ მიმართ და ცოლ...

0
390
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0