ქალი და მამაკაცი აღმოჩნდა, საყვარელიც ჰყავდა და არც უბანში დგომას მოიშლიდა. უბრალოდ, ვერ მივხვდი, მე რას მიმიყვანა ცოლად 2021, 17 ივლისი, 13:09
მიუხედავად იმისა, ვიცოდი ჩემი ოჯახის რეაქცია ბიჭზე, რომელიც შემიყვარდა, მაინც გავრისკე და ცოლად გავყევი. არ მივაქციე იმას ყურადღება, რომ დილიდან დაღამებამდე ბირჟაზე იდგა, ნაციხარი იყო და არც სამსახურზე ფიქრობდა. მშობლები არჩენდნენ და მეც მათ ჩამოვეკიდე კისერზე.
რაც დრო გადის, კიდევ უფრო კარგად ვხვდები ჩემს დანაშაულს, მაგრამ მართლა ძალიან შემაყვარა თავი. არ ვიცი, თითქოს მომაჯადოვა, თვალები დამიბრმავა და, მოკლედ, მასზე გათხოვებით ჩემი ოჯახი გავანადგურე. სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ, ასეთ მამაკაცს რომ დავუკავშირებდი ბედს, მაგრამ მოხდა. სიმართლე რომ ვთქვა, რამდენიმე დღეში მივხვდი ჩემს დანაშაულს, დილით რომ ადგა, ჩავიდა ბირჟაზე, დამტოვა დედამისის გვერდით და არც კი მოვუკითხივარ. მაგრამ, მაინც არ დავხარე თავი ჩემი ოჯახის წევრების წინაშე. რომ მითხრეს, წამოდი მაგისგან და მიგიღებთ, სიტყვას არ გეტყვითო, ერთი ამბავი ავტეხე: ოჯახს როგორ მინგრევთ, ეს მიყვარს და მორჩა, თუ გინდათ, შეეგუეთ, თუ არადა, თავი დამანებეთ და აღარ მომიკითხოთ-მეთქი. ისე გაბრაზდნენ, მართლა აღარ მოვუკითხივარ. მხოლოდ ჩემი და მირეკავდა ჩუმად და ჩემს ამბავს იგებდა.
ჩემს დედამთილ-მამამთილს რომ ვუთხარი, იქნებ თქვენს შვილს დაელაპარაკოთ-მეთქი, მიპასუხეს: რასაც მთელი ცხოვრება ჩვენ მაგას ველაპარაკებით, შესაგნებელი თუ იყო შეიგნებდა, ახლა გამოსწორებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, ასეთი ცხოვრება აირჩია და თუ მოითმენ და გაუძლებ, კარგი იქნება თუ არა და რა გიყოთ, შვილოო. ვერ მივხვდი, რა იგულისხმეს მოთმენაში ან რატომ ჰქონდათ ასეთი პოზიცია. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, ყურადღებას არ მაქცევდნენ ან ცუდად მექცეოდნენ-მეთქი. როგორც შეეძლოთ, ისე მედგნენ გვერდით. თუმცა, მე საყვარელი მამაკაცი მჭირდებოდა გვერდით, მას გავყევი ცოლად და არა დედამისსა და მამამისს. ზუსტად ორ თვეში დეპრესია დამეწყო, მივხვდი, რა უბედურებაშიც ამოვყავი თავი. ვიფიქრე, იქნებ გამოსავალი თავად ვიპოვო-მეთქი. დავხარე თავი და ისევ ჩემებს მივაკითხე. ტირილით მოვუყევი ჩემი გასაჭირი და თან იმას ვიმეორებდი: მიყვარს, არ მინდა, დავშორდე და იქნებ რამე მოიფიქროთ-მეთქი. მამაჩემმა კატეგორიულად დამისვა საკითხი: თუ გაშორდები და დაბრუნდები, ყველაფერს გავაკეთებ ბედნიერი იყო, მაგ სალახანას ვერც ჩემს სახლში ვაცხოვრებ, ვერც სიძედ მივიღებ და არც დაველაპარაკები, მაგისთვის უბნელი ბიჭების გარდა, სხვა სამყარო არ არსებობს, არც სამსახური უნდა და არც ოჯახიო. ატირებული დავბრუნდი ქმრის ოჯახში.(გააგრძელეთ კითხვა) 932 4-ს მოსწონს
|