x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 სასარგებლო გამოგონება, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში

ყოველწლიურად, დიზაინერები და გამომგონებლები, ასობით ნივთს იგონებენ, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს ან ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს. ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, ფუფუნების საგანი იყოს ან «განსაკუთრებული» გემოვნების მქონე ადამიაებისთვის შექმნილად ჩაითვალოს. თუმცა, აქ მხოლოდ იმ გამოგონებებს წარმოგიდგენთ, რომელიც მართლაც რომ ყველას შეიძლება გამოადგეს და სახლში ყველას უნდა ჰქონდეს.


პორტატული კლავიატურა სმარტფონებისთვის
image


ეს გამოგონება ახალი არ არის, მაგრამ იმდენად საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ მისი გახსენება არ გვაწყენს. კლავიატურა ძალიან მოსახერხებელია დოკუმენტის შესადგენად და ინტერნეტში ურთიერთობისთვის.


ფუნქციონალური ჩასართავიimage


ეს ჩასართავი მხოლოდ ლამაზი კი არა, ძალიან მოსახერხებელიც არის. ცენტრში მოთავსებული ნახვრეტის მეშვეობით, მისი სოკეტიდან გამოძრონა მარტივია. ხოლო, სინათლის ანარეკლი ნახვრეტის შიგნით, შეგახსენებთ, თუ შემთხვევით, ელექტრომოწყობილობის გამორთვა დაგავიწყდებათ.


სარეცხი მანქანა წინა ჩატვირთვითimage


ასეთი მანქანა მათთვის იქნება სასარგებლო, ვინც მანქანის ჩართვის შემდეგ, კიდევ პოულობს სარეცხს – დამატებითი პატარა ლუქის საშუალებით, შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების ჩამატება, რეცხვის პროცესის დაწყების შემდეგაც.


ნათურა–სავიზიტო ბარათიimage


ძალიან სასარგებლო ნივთია მათთვის, ვინც გამუდმებით რაღაცას ეძებს ჩანთაში. იმისთვის რომ ნათურა ჩაირთას, მხოლოდ ხელში დაჭერაც საკმარისია. ამასთან, ის იმდენად კომპაქტურია, რომ მხოლოდ ჯიბეში კი არა, საფულეშიც ეტევა.



ხახვის დამჭერიimage


უბრალოდ, დააფიქსირეთ და დაჭერით.


ჰაერის გამწმენდიimage


მისი გამოყენება როგორც სახლში, ისე ავტომობილებში არის შესაძლებელი – ეფექტურად ებრძვის მტვერს, ასუფთავებს ჰაერს დახურულ სივრცეში. გარდა ამისა, ადამიანს დაღლილობის მოხსნაში და გუნება–განწყობის გამოსწორებაში ეხმარება.


მაღვიძარა, რომელიც გაღვიძებთ და ფინჯან ყავას გიდუღებთimage


გაღვიძება ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, თუ ახლად მოდუღებული ყავის სუნს შეიგრძნობთ. მაღვიძარიანი ყავის აპარატი Barisieur Coffee Alarm Clock ბრიტანელმა დიზაინერმა ჯოშუა რენუფმა გამოიგონა.



კოვზი–აასწორიimage


სამზარეულოს ეს პატარა მოწყობილობა ყველას გამოადგება, ვინც კერძის მომზადებისას, ინგრედიენტების თვალის ზომით მოხმარებას ჯერ ვერ მიეჩვია. კოვზი პროდუქტის მასას 0, 1 გრ. სიზუსტით აჩვენებს, ხოლო ამწე ტევადობა – 300 გრ. აქვს.


საწოლის ფეხების ფუნქციური გადასაფარებლები
image


ამ პლასტმასის კონტეინერებში არის სხვადასხვა წვრილმანის შესანახი სათავსოები და ასევე, ჩამონტაჟებულია USB კონექტორები, ელექტრო მოწყობილობების დასატენად.


5 კერძი 1 ტაფაშიimage


ახლა, სხვადასხვა გემოვნების მქონე ოჯახის წევრებისთვის, საუზმის მოსამზადებლად, რამდენიმე ტაფის გამოყენება საჭირო აღარ არის – უკვე 5 კერძის, 1 ტაფაში მომზადება შეიძლება, თან ცხიმის გარეშე, რაც დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, არანაკლებ მნიშვნელოვანია.


image


imageimageimageimage




0
469
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0