x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 პრიმიტიული გამოგონება, რომლებმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა

იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალოს, აუცილებელი არ არის, რომ ტექნოლოგია მოწინავე იყოს. ზოგჯერ ამისთვის, უბრალო გამოგონებაც საკმარისია. მაგ., როგორიც არის:

1. რკინის თევზი ანემიისთვის

image

დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედი ანემიით იტანჯება, რომელიც ძირითადად ორგანიზმში რკინის დეფიციტით არის გამოწვეული. ამის მიზეზი კი, შეზღუდული რაციონია, რაც განსაკუთრებით ხშირი განვითარებად ქვეყნებშია. რკინის დეფიციტი, ანემიის გარდა, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეს, დაღლილობის შეგრძნებას, მადის დაკარგვას, თავბრუსხვევას და ზოგად სისუსტეს იწვევს.

კაცობრიობის ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად, გუელფის უნივერსიტეტის (University of Guelph გუალფი, კანადა) სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა კრისტოფერ ჩელზმა პატარა რკინის თევზი შექმნა, რომელსაც Lucky Iron Fish (იღბლიანი რკინის თევზი) დაარქვა. ამ უბრალო ნივთს, რომელიც სუვენირს უფრო ჰგავს, საკვების რკინით — ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტით გამდიდრება შეუძლია. ამისთვის, კერძის მომზადების დროს, სხვა ინგრედიენტებთან ერთად, თევზის ქვაბში მოთავსება არის საჭირო.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ თევზს რეგულარულად იყენებდნენ, 12 თვის შემდეგ, სისხლში რკინის შემცველობა გაეზარდათ, ხოლო ანემიის დონე 43 % შეუმცირდათ.

2. სარწყავი სისტემა

image

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხელოვნურ მორწყვაზე (ირიგაცია), არაერთი ქვეყანა, მტკნარი წყლის მარაგის უდიდეს ნაწილს — თითქმის, ¾, ანუ საერთო მოცულობის 75% ხარჯავდა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოგონებამ, რომელიც წყალს პირდაპირ ფესვთა სისტემას აწვდის. მაგ., ღარული რწყვის დროს, 1 ჰა მიწის ფართობის მოსარწყავად, 600 კუბ. მ. წყალი იყო საჭირო, ახლა კი, იგივე მიწის მოსარწყავად, — 20 კუბ. მ-ც საკმარისია.

მაგრამ, წვეთოვანი მორწყვის სისტემას ერთი ნაკლი აქვს, მას დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგია ესაჭიროება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან არსებულ GEAR ლაბორატორიაში, სპეციალური წვეთოვანი რწყვის სისტემა შექმნეს, რომელიც მზის ენერგიის ბატარეებზე მუშაობს. ეს სისტემა ძალიან იაფია და მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალურ შედეგს იძლევა.

3. წყლის უბრალო ფილტრები

image

მსოფლიოში, სუფთა წყალი მილიონობით ადამიანისთვის არის მიუწვდომელი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მეცნიერებმა წყლის გასუფთავების მარტივი აპარატი გამოიგონეს, რომლის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ასეთ ფილტრების საფუძველს ნახშირი და ვერცხლის იონები წარმოადგენს.

4. კასრი–ბორბალი

image

აფრიკის მოსახლეობის ნახევარს, სასმელ წყალზე წვდომა არ გააჩნია. ოჯახების წყლით უზრუნველსაყოფად, აფრიკელი ქალები ყოველდღიურად ათობით კილომეტრს გადიან. ადრე, ისინი წყალს თავზე დადგმული, 20 ლიტრიანი კონტეინერებით ეზიდებოდნენ და ასეთ შრომას, მხოლოდ დიდ დრო კი არ მიჰქონდა, გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზეც ახდენდა. The Hippo roller-ს გამოგონება — პრობლემის მოგვარების უმარტივესი გზა არის, რომელიც ადამიანს, ერთ ჯერზე, 90 ლიტრამდე წყლის ტრანსპორტირების საშუალებას აძლევს. ამასთან, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

5. პნევმატური ინექტორი

image

ინექცია — ჯანმრთელი საზოგადოების არსებობის მნიშვნელოვანი ელემენტია. აცრის გასაკეთებლად კი, ექიმები ხშირად შპრიცს და ნემსს იყენებენ. ტკივილის შეგრძნების შესამცირებლად და სტერილური ნემსების დეფიციტის პრობლემის მოსახსნელად, გამოიგონეს Jet injector-ი, რომელიც პისტოლეტს წააგავს და უკონტაქტო აცრისთვის გამოიყენება. მოწყობილობას ორგანიზმში წამალი მაღალი წნევით შეჰყავს. ის კანის ფორებიდან შედის და სისხლის კაპილარებში ხვდება. ასეთი მეთოდი ჰიგიენური და სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადადების მხრივ, სრულიად უსაფრთხოა.

6. კონდიციონერი, რომელიც დენს არ საჭიროებს

image

ბევრ განვითარებად ქვეყანაში არის რეგიონები, რომელშიც ელექტრომომარაგება არ არსებობს. ხოლო, ატმოსფეროს მაღალი ტემპერატურის გამო, სახლებშიც ძალიან ცხელა. სააგრნტო Grey Dhaka პრიმიტიული გაგრილების სისტემა შექმნა, რომელიც პლასტიკური ბოთლებით იწყობა და რა თქმა უნდა, დენის წყაროს გარეშე მუშაობს. ამ მეთოდით, ოთახის ტემპერატურის დაწევა, დაახლოებით, 5 გრადუსით შეიძლება.

7. უნივერსალური სათვალე

image

პლანეტაზე, 670 მლნ-ზე მეტ ადამიანს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. კომპანია Eyejusters შექმნა უნივერსალური სათვალე კითხვისთვის. მისი ოკულარები ბორბლებით არის აღჭურვილი, რომლის მეშვეობით, ლინზების დარეგულირება და ადამიანის მხედველობის ინდივიდუალური მახასიათებლებისთვის მორგება შეიძლება. ასე, რომ, ამ სათვალით სარგებლობა ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია.

ხოლო კომპანია Eyejusters-სი, სხვა საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად, აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში, სათვალეს უფასოდ არიგებს.

imageimage

imageimageimageimageimage

1
1344
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1344
  
2021, 14 თებერვალი, 22:08
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1