x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 უძველესი გამოგონება, რომელიც თანამედროვე გვგონია

თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა ბევრი ნივთის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია. და გვგონია, რომ ყველაფერი, რაც ჩვენი კომფორტისთვის არის შექმნილი, ცოტა ხნის წინ გამოიგონეს. მაგრამ, რეალურად, საგნები, რომლის ნახვა თითქმის ყველა სახლში ან სავაჭრო ცენტრში შეიძლება, საუკუნეების წინ გაჩნდა. კონსტრუქტორებმა და დიზაინერებმა ისინი მხოლოდ სრულყვეს, უფრო მოსახერხებელი და XXI საუკუნისთვის მისაღები გახადეს.


ჭოჭინაimage


თითქოს, ჭოჭინა სულ ახალი გამოგონებაა, ახალგაზრდა დედებისთვის შრომის შესამსუბუქებლად. თუმცა, ის რამდენიმე საუკუნის წინ გაჩნდა. ჭოჭინაში მჯდარი პატარების გამოსახულებები როგორც შუასაუკუნეების მინიატურებში, ისე სურათებზე გვხვდება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შორეულ ეპოქაში, ითვლებოდა, რომ ბავშვისთვის ხოხვა არ შეიძლებოდა, რადგან ის შეიძლება მხეცად გადაქცეულიყო. ამიტომ, ბავშვის დაცვის ასეთ ხერხს მიმართეს და ჭოჭინა გამოიგონეს.


კბილის დაბჟენვა


ეს ნამდვილად წარმოუდგენელია, მაგრამ გაირკვა, რომ კბილის დაბჟენვა ჯერ კიდევ 13 ათასი წლის წინ იცოდნენ. 2017 წელს ჩრდ. იტალიაში ლუკას მახლობლად, ადამიანის ზედა კბილები აღმოაჩინეს და ორ მათგანზე ხვრელები იყო, რომელიც ქვის მინიატურული ხელსაწყოთი უნდა ყოფილიყო გაკეთებული. ხოლო, თითოეულ ხვრელში, მცენარეული ბოჭკოები და ბიტუმია აღმოჩენილია.


მზის სათვალეimage


დღეს ბაზარზე, უამრავი სახეობის მზის სათვალეა წარმოდგენული. ყველაზე უბრალო – დამუქებული მინის სათვალით დაწყებული – პოლაროიდული აპკით და ანტირეფლექტორული ფენიანი სათვალით დამთავრებული. და ამ მრავალფეროვნების ფონზე, ალბათ, რთული წარმოსადგენია, რომ დღევანდელი მზის სათვალის «წინაპარი» ჩრდ. კანადაში, ბაფინის მიწაზეა აღმოჩენილი.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მოწყობილობა, რომელიც თვალს თოვლის სიბრმავისგან იცავდა, დაახლოებით, 800 წლის წინ იყო შექმნილი. ჩედ. რეგიონების უძველესი მოსახლეობა ასეთ სათვალეს ხის ქერქისგან ამზადებდა.

რაც შეეხება მუქმინებიან სათვალეს, ჩინელებმა ის სულ სხვა მიზნისთვის გამოიგონეს და მას მზესთან არანაირი კავშირი არა ჰქონდა. ასეთ სათვალეებს, სასამართლო პროცესეებზე, მოსამართლეები იკეთებდნენ, რომ მოსმენილით გამოწვეული ემოციები დაემალათ.


სავაჭრო აპარატიimage


პირველი სავაჭრო აპარატის პროტოტიპი ახ. წ. აღრ. I ს. ბერძენმა მათემატიკოსმა და ინჟინერმა ჰერონ ალექსანდრიელმა შექმნა. მის წიგნში – «პნევმატიკა», მოცემულია ავტომატური მოწყობილობის აღწერილობა, რომელსაც ტაძარში ხელის დასაბანად, «ნაკურთხი» წყალი უნდა გაეყიდა... და მხოლოდ XVII ს. გამოჩნდა ინგლისში მოწყობილობა, რომელშიც დაფასოებული თამბაქოს შეძენა შეიძლებოდა.


კბილის პასტა


კბილის პასტის არსებობის გამო, ეგვიპტელებს უნდა ვუმადლოდეთ. მათ მოიფიქრეს კბილების გასუფთავებისთვის სპეციალური ნაზავის გამოყენება, რომელიც მაშინ, დაფქული წიწაკის, ქვამარილის, ირისის ყვავილის და პიტნისგან შედგებოდა. ხოლო, კონსისტენციით, პასტას ჰგავდა. ითვლება, რომ ასეთი პასტა, ძვ. წ. აღრ. 5000 წ. წინ უკვე გამოიყენებოდა.

ხოლო, კბილის ჯაგრისი ჩინელებმა 1498 წ. გამოიგონეს და ის თითქმის ისეთივე იყო, როგორსაც ჩვენ მოვიხმართ. თუმცა, ჯოხზე დამაგრებული ნატურალური ბეწვით, ის უფრო მეტად, აკვარელის ფუნჯს წააგავდა. მაგრამ, ბევრად უხეში იყო, რადგან ის ბამბუკის ჯოხებით და ტახის ქედიდან აჭრილი ჯაგარით იყო დამზადებული. ჩინელები, ჯაგრისით კბილების გასუფთავებისას, დამატებითი საშუალებებით (ფხვნილი, პასტა) არ სარგებლობდნენ.



პროთეზირებაimage


პირველი პროთეზი, რომელიც ძვ. წ. აღრ. არის დათარიღებული, ეგვიპტეში აღმოჩინეს – ეს ფეხის თითის პროთეზი იყო, რომლის მიბმა ფეხზე თასმებით შეიძლებოდა. არქეოლოგების აზრით, ეს უმარტივესი მოწყობილობა, ძვ. წ. აღრ. 950-710 წწ. იყო დამზადებული.


რობოტიimage


თანამედროვე რობოტების პროტოტიპიც კი, ХХ საუკუნეში კი არა, 2000–ზე მეტი წლის წინ შეიქმნა. მისი ავტორი ძველი ბერძენი მათემატიკოსი და ინჟინერი ფილონ ბიზანტიელი იყო. მან «მექანიკური მოსამსახურე» შექმნა, რომელიც თასში ღვინოს ასხავდა და თან წყლით აზავებდა. რობოტს შიგნით მექანიზმი ჰქონდა, რომელიც სპეციალური რეზერვუარებიდან წყალს და ღვინოს მილებით ურევდა. ხოლო, მის გასააქტიურებლად, რობოტის ცარიელ ხელზე, მხოლოდ თასის დადგმა იყო საჭირო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი უცნაური და ბევრად რთული მოწყობილობები შუა საუკუნეებშიც არსებობდა და მათ, თავისი ეპოქის გამოჩენილი ადამიანები ფლობდნენ. გაგრძელება >>>



image

არხის სხვა სიახლეები:


მედიკოსებმა ადამიანთა ჯგუფი დაასახელეს, რომელსაც კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს


15 საინტერესო ფაქტი სპილოების შესახებ


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


«ABBA»–ს შავთმიანი ვოკალისტი «ჰიტლერის საჩუქარი» იყო


მიქელანჯელომ ავტოგრაფი მხოლოდ ერთ ნამუშევარზე დატოვა და შემდეგ ინანა

1
1198
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1198
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1