x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119243
  • ვიდეო:354078
  • სურათი:491755
მიქელანჯელომ ავტოგრაფი მხოლოდ ერთ ნამუშევარზე დატოვა და შემდეგ ინანა

image


როდესაც წმინდა პეტრეს ტაძარში მიქელანჯელოს «პეტრა» (იტ. Pietà – თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) — ღვთისმშობლის ქანდაკება დადგეს, რომელიც შვილს გლოვობს, ხმა გავრცელდა, რომ თითქოს, სკულპტურის ავტორობას ქრისტოფორე სოლარისი იჩემებდა.


image«პეტრა»


ამაზე მიქელანჯელო ისე გაბრაზდა, რომ ღვთისმშობლის სარტყელზე შემდეგი წარწერა ამოტვიფრა: «ეს ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ გააკეთა». მაშინ სკულპტორი მხოლოდ 24 წლის იყო და როგორც ჩანს, ემოციების გავლენის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით მან, ამ საქციელის გამო, ძალიან ინანა. მას შემდეგ, აღორძინების ხანის უდიდეს მხატვარს და მოქანდაკეს, საკუთარ ნამუშევარზე ხელი არასდროს მოუწერია.


imageწარწერა ღვთისმშობლის სარტყელზე


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდის, ორი გენიალური შემოქმედი მიქელანჯელო (1475 – 1564) და ლეონარდო და ვინჩი (1452 – 1519) ერთმანეთს ვერ იტანდნენ და ამას არც მალავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ ეპოქაში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა თაობას ეკუთვნოდნენ. შესაბამისად, მათი შეხედულება ხელოვნებაზე, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდებოდა. მიუხედავად ამისა, ერთხელ მათ ერთი დარბაზის, საპირისპირო კედლების მოხატვა სთხოვეს. მხატვრები მუშაობის პერიოდში, საშინლად ჩხუბობდნენ და ისე მოხდა, რომ არცერთ მათგანს, საკუთარი ფრესკა არ დაუსრულებია.

ლეონარდომ მუშაობა 1503 წ. დაიწყო, მიქელანჯელომ – ცოტა გვიან. 1505 წ. მიქელანჯელო პაპმა იულიუს II რომში გამოიძახა და მას საფლავი-მავზოლეუმის მშენებლობა დაავალა. ხოლი, და ვინჩის სურათის ზედა ნაწილი, საკმარისად სწრაფად არ გაშრა და საღებავი ერთმანეთს შეერია. შედეგად, პროექტი და ვინჩმაც მიატოვა.

საბედნიეროდ, ორივე მხატვრის ესკიზიდან ასლები გაკეთდა, რომლის წყალობით, დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, რომ რენესანსის დიდი მხატვრის შემოქმედებითი დუელი განვსაჯოთ.


imageლეონარდო და ვინჩის ესკიზი


imageმიქელანჯელოს ფრესკის ასლი


image

არხის სხვა სიახლეები:


მედიკოსებმა ადამიანთა ჯგუფი დაასახელეს, რომელსაც კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს


2021 წლის ფოტოკონკურსზე წარდგენილი ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ადამიანის არამიწიერი გენები – თუ ადამიანი უცხოპლანეტელებმა შექმნეს, უცხოპლანეტელები ვინ შექმნა?


10 უცნაური და საინტერესო ფაქტი ძველი რომის შესახებ


«მთვარის შეთქმულება» და უცხოპლანეტელების თემის დისკრედიტაციის მიზეზი

0
354
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0