x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
40 წლის შემდეგ შვედური ჯგუფის ABBA-ს ახალი რეკორდი
image

პირველად 40 წლის შემდეგ შვედურმა ჯგუფმა ABBA-მ პირველი ადგილი დაიკავა გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში, ამის შესახებ იუწყება მუსიკის რეიტინგების კომპანია Official Charts.

გამოსვლიდან პირველ კვირაში, შვედური პოპ-ჯგუფის ახალი ალბომი Voyage-ის ჩანაწერის 204 000 ასლი გაიყიდა: ალბომი გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი არა მხოლოდ 2021 წელს, არამედ ბოლო რვა წლის განმავლობაში ჯგუფების მიერ გამოშვებულ მუსიკალურ ალბომებს შორის.

image

მხოლოდ ადელის ალბომმა სახელწოდებით "25" 2015 წლის ნოემბერში და ედ შირანის" Divide"-მ 2017 წელს გადააჭარბა 200 000 ასლის გაყიდვას მისი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თაყვანისმცემლებს ისევე მოეწონათ ჩვენი ახალი ალბომი, როგორც ჩვენ! აბსოლუტურად მოხარული ვართ, რომ ეს ალბომი კვლავ ჩარტების სათავეშია!” - თქვეს ჯგუფის წევრებმა.

ამავდროულად, გაყიდვების 90% დისკები და ვინილის ფირფიტებია.

ბრიტანელებმა Voyage-სგან 29, 9 ათასი ვინილის ჩანაწერი იყიდეს და ალბომი ვინილის რეალიზების გაყიდვით პირველ ადგილზე გაიყვანეს.

ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა ედ შირანის ალბომმა "=", მესამეზეა -ჯეიმს არტურის -" It'll Make Sense In The End ", მეოთხეზე -Radiohead-ის "Kid A Mnesia", ხოლო მეხუთე - სამერ უოლკერის Still Over It-მა.

ABBA არის შვედური პოპ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1972 წელს, იარსება 10 წელი და დაიშალა 1982 წელს. მისი სახელი შედგება მონაწილეთა სახელების პირველი ასოებისგან - აგნეტა ფელტსკოგი, ბიორნ ულვეუსი, ბენი ანდერსონი და ანი-ფრიდ ლინგსტადი. მთელს მსოფლიოში გაყიდულია ჯგუფის ალბომების 300 მილიონი ეგზემპლარი.

ჯგუფი კვლავ გაერთიანდა 2018 წელს და ამა წლის ნოემბრის დასაწყისში გამოუშვა ალბომი. 2022 წელს დაგეგმილია "ვირტუალური ტური", სახელწოდებით "Abba Voyage", რომელიც დაიწყება მომავალი წლის 27 მაისს.

კონცერტი გაიმართება ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში სპეციალურად შექმნილ დარბაზში, კონცერტები დაგეგმილია კვირაში ექვსი დღის განმავლობაში.სცენაზ ე გამოვლენ ავატარები, რომელიც შემუშავებულია კომპანია Industrial Light and Magic-ში, ჰოლივუდის ვიზუალური ეფექტების წამყვანი სპეციალისტის.ამერიკელი კინემატოგრაფისტის ედვარდ ლუკასის მიერ.

image





image


ასევე იხილეთ


ესპანური ვოკალური დუეტის Baccara-ს წევრი მარია მანდიოლა( Maria Mendiola) გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დუეტის ოფიციალურ Instagram ანგარიშზე გამოქვეყნდა. მომღერალი მადრიდში გარდაიცვალა 69 წლის ასაკში . მადიოლას სიკვდილის მიზეზები არ სახელდება. "როგორ მიჭირს ამის გამოქვეყნება .... ჩემო ძვირფასო მარია, მშვენიერი არტისტო, მაგრამ ჩემ...



სამოცი წლის წინ, 1961 წელს "ბილობორდის" ჰიტ-აღლუმში ტოპ-10 -ში ხვდება სიმღერა "Stand by Me"(დარჩი ჩემთან), მე -20 საუკუნის ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი რიტმ -ბლუზ სიმღერა, რომელიც პირველად ჩაწერა მისმა ავტორმა ბენ კინგმა 1960 წელს. ცნობილია ამ ლირიკული ბალადას 400 ზე მეტი ქავერ ვერსია. BMI ს თანახმად, ეს არის მე 20 ...


საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, არა მარტო ვოკალური ნიჭით და ჰიტებით გამორჩევა, არამედ გარეგნობის დრამატული ცვლილებებით. ყოველივე ამის შემდეგ, საიდუმლო არ არის, რომ მას მალე ბეზრდება ერთ ხანს არჩეული გარეგნული იმიჯი და სტილისტურად ძალიან სწრაფად იცვლის გარეგნობას. ამიტომ, ზაფხულის ბოლო დღეებში თამთამ კიდევ ...



დღეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა გენიალურ ქართველ კომპოზიტორს რევაზ ლაღიძეს, ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ფრაგმენტებს დიდი კომპოზიტორის ინტერვიუებიდან "მახსოვს არდადაგები იყო და სოფელში წავედი, ჩემი ბიძაშვილ


ლეგენედარული სომეხი მუსიკოსი და კომპოზიტორი ჯივან გასპარიანი გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. ამის შესახებ მისმა შვილიშვილმა ჯივან გასპარიანმა უმცროსმა დაწერა თავის Facebook- გვერდზე. დღეს სამყარომ გამოუსწორებელი დანაკარგი განიცადა. გარდაიცვლა არა მარტო საკულტო პიროვნება, არამედ ლამაზი სულიც. ...

0
215
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0