მუსიკა გარდაიცვალა დუეტ Baccara-ს სოლისტი მარია მენდიოლა 2021, 12 სექტემბერი, 17:47
ესპანური ვოკალური დუეტის Baccara-ს წევრი მარია მანდიოლა( Maria Mendiola) გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დუეტის ოფიციალურ Instagram ანგარიშზე გამოქვეყნდა.
მომღერალი მადრიდში გარდაიცვალა 69 წლის ასაკში . მადიოლას სიკვდილის მიზეზები არ სახელდება. "როგორ მიჭირს ამის გამოქვეყნება .... ჩემო ძვირფასო მარია, მშვენიერი არტისტო, მაგრამ ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, ჩემო მეგობარო... მან დღეს დაგვტოვა. სიტყვები არ მყოფნის ... მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადაგიხადო იმ სიყვარულისთვის, რაც მივიღე შენგან და ახლა გითხრა, რისი თქმის საშუალებაც ბევრჯერ მქონდა ცხოვრებაში ... მე შენ მიყვარხარ"-ნათქვამია განცხადებაში. მარია მენდიოლამ და მაიტე მათეოსმა დუეტი შექმნეს 1970 -იან წლებში. ისინი თავდაპირველად კლუბებში გამოდიოდნენ და ასრულებდნენ მაშინდელ ჰიტებს( Boney M, ABBA და Donna Summer-ი და სხვა) მალევე შედგა გოგონების შეხვედრა გერმანელ პროდიუსერთან როლფ სოიასთან, RCA ჩამწერი სტუდიის თანამშრომელთან, რომელმაც შემსრულებლებისთვის შეარჩია კომპოზიტორი ფრანკ დოსტალი და ასევე შეურჩია სახელი დუეტს- Baccara. მალევე გამოდის პირველი სინგლი "Yes Sir, I Can Boogie". ეს კომპოზიცია აღმოჩნდა ძალზე წარმატებული, გერმანიაში სიმღერა პირველ ადგილს იკავებს რვა კვირის განმავლობაში, შვეიცარიაში - შვიდი, ხოლო შვედეთში - ოცი კვირის განმავლობაში. საბოლოოდ გაიყიდა 16 მილიონი ეგზემპლარი, რითაც დუეტი გახდა " გინესის წიგნის" რეკორდსმენი, როგორც 1977 წლის ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერი. ამ სინგლის შემდეგ გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი, Baccara., რომელმაც ორგზის პლატინის სერთიფიკატი აიღო.ევროპის ჩარტები დაიპყრო კიდევ ისეთმა სიმღერებმა როგორებიცაა "Cara Mia», «Sorry I’m A Lady», «Souvenirs From Paradise» და სხვა. დუეტმა წარმოადგინა ლუქსემბურგი 1978 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე და დაიკავა მეშვიდე ადგილი. ჯგუფის დაშლის შემდეგ (1982) გოგონები ცალ-ცალკე გამოდიოდნენ Baccara feat. Mayte Mateos-ის და Baccara feat. Maria Mendiola-ს სახელით და რამდენიმე ალბომი და სინგლი გამოუშვეს. 181 2-ს მოსწონს
|