x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ქართველი მომღერალი,რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან
image

image





1)ვანო სარაჯიშვილი-(1879-1924)მუსიკოსი, მომღერალი ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, "საქართველოს ბულბული", მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გარდაიცვალა 45 წლის ასაკში

image




2)ჰამლეტ გონაშვილი(1928-1985)-მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული.ტრაგიკულად დაიღუპა 57 წლის ასაკში.

image


3)ირაკლი ჩარკვიანი-ქართველი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი და პოეტი, ცნობილი როგორც ფსევდონიმით "მეფე", გარდაიცვალა 44 წლის ასაკში

image


4)ლელა სიხარულიძე(1961-1997)-ქართველი საესტრადო მომღერალი, 90-იანი წლების ვარსკვლავი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 36 წლის ასაკში.

image


5)ინოლა გურგულია-(1929-1977)ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი, ინსტრუმენტალისტი და პოეტი, გარდაიცვალა 46 წლისა.ათეულობით სიმღერის ავტორს სიცოცხლეში არცერთი ოფიციალური ჩანაწერი არ ჰქონდა გამოცემული.

image


6)გოგი დოლიძე(1954-1996)-ქართველი საესტრადო მომღერალი, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა სახელმწიფო პრემია.გარდაიცვალა 42 წლის ასაკში.

image


7)ალუდა ქეთელაური-(1987-2012)-ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პოეტი.მიუხედავად იმისა, რომ მას ფაქტობრივად არცერთი სიმღერა ოფიციალურად არ ჩაუწერია, მისი სიმღერები აიტაცა საზოგადობამ და დღეს მრავალი ცნობილი მომღერალი ასრულებს მის სიმღერებს, გარდაიცვალა 25 წლის.

image


8)თეონა ქუმსიაშვილი-(1984-2010)ქართველი ფოლკ- მომღერალი და სიმღერების ავტორი, ტრაგიკულად დაიღუპა 26 წლის ასაკში.

image


9)ზურაბ იაშვილი-(1936-1987)მუსიკოსი, ინსტრუმენტალისტი, მომღერალი, ანსამბლ "ორერას" უცვლელი წევრი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.

image



10)ქაზიმ ქოიუნჯუ(1971-2005)-ლაზი მომღერალი, ინსტრუმენტალისტი, სიმღერების ავტორი და პოლიტოლოგი, თურქეთში მას "მომღერალ ბულბულს" უწოდებდნენ. მძიმე სენით დაავადებული 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image




imageასევე დაგაინტერესებთ:

1)ქართველი მსახიობები, რომლებმაც 50 წელიც კი ვერ იცოცხლეს

2) სცენაზე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

3)10 ცნობილი ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა


2
4386
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4386
  
2018, 13 ივნისი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 1 მარტი, 0:23
:(სამწუხაროა
0 1 2