x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართველი მსახიობები,რომლებმაც 50 წელიც კი ვერ იცოცხლეს
სულ ახლახან დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა შესანიშნავ ქართველ მსახიობს რამაზ გიორგობიანს, რომელიც მაყურებელს თავი შეაყვარა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა :"სერენადა" "მხიარული რომანი", ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი ", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", "ბატონი ავანტურისტები" და სხვა.ნიჭიერი მსახიობი სამწუხაროდ უდროოდ გამოგვეცალა ხელიდან.


image
მოდით გავიხსენოთ ის ქართველი მსახიობები, რომლებმაც 50 წელსაც კი ვერ მიაღწიეს.მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ.ისინი უდავოდ ნიჭიერი მსახიობები იყვნენ და მათი უდროო სიკვდილი დიდი დანაკლისი იყო ქართული საზოგადოებისათვის.





1)გოჩა აბაშიძე-(1937-1961)-მაყურებლებს ახსოვს ფილებიდან:"ისინი ჩამოვიდნენ მთიდან, " ცისკარა", "აბეზარა", " ჩრდილი გზაზე", "ჩვენი ეზო" და სხვა.

image





2)ლევან აბაშიძე-(1963-1992).მოასწრო 17 ფილმში თამაში.მათ შორის მაყურებელს დაამახსოვრა თავი ისეთი ფილმებით, როგორებიცაა "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და "ფესვები".

image



3-ნიკო გომელაური(1970-2010) პოეტი და მსახიობი.ითამაშა 6 მხატვრულ ფილმში.უკანასკნელი იყო "რენე მიდის ჰოლივუდში" (2010)


image



4)ნატო ვაჩნაძე-(1904-1953)- საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი XX საუკუნის პირველ ნახევარში. ითამაშა 24 ფილმში.

image



5)კოტე თოლორდავა(1979-2015)-კინოს და თეატრის მსახიობი.მოასწრო 12 ფილმში თამაში.უკანასკნელი იყო "ნაღმი"(2015)

image


6)დავით იაშვილი-(1972-2008)ქართული თეატრის და კინოს მსახიობი.ითამაშა 13 ფილმში.უკანასკნელი იყო „სტალინი Live“ (2007), ასევე იყო „პატარა ქალაქის“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი.

image





7)გეგა კობახიძე(1961-1984)-კინომსახიობი, განსაკუთრებით მაყურებლებს თავი დაამახსოვრა მოკლემეტრაჟიანი ფილმით "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“.

image



8)მამუკა კიკალეიშვილი-(1960-2000)-ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, რეჟისორი.ითამაშა 40-მდე ფილმში.მათ შორის:"ბატონი ავანტიურისტები", "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი", "Гулять, так гулять, стрелять, так стрелять"."პასპორტი", "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი", "მე, პელეს ნათლია" და მრავალი სხვა.


image



9)გია ფერაძე-(1948-1995)-თეატრის და კინოს მსახიობი.ითამაშა 18 ფილმში.მათ შორის :"განგაში", მოიტაცეს თამარ ქალი", "წკიპურტები", "არასერიოზული კაცი" და სხვა.

image


10)გიორგი შავგულიძე(1910-1959)-მსახიობი, სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“, „გიორგი სააკაძე“, „დავით გურამიშვილი“, „ქეთო და კოტე“, „ბედნიერი შეხვედრა“, „ჭრიჭინა“, „ცისკარა“ და სხვა.

image
.



3
7522
12-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7522
  
2016, 29 აპრილი, 11:25
გულდასაწყვეტია ამდენი ნიჭიერის წასვლა(((
2016, 28 აპრილი, 9:25
ნოსტალგიური სტატიაა :(
2016, 28 აპრილი, 0:05
მართლაც ადრე წავიდნენ((
0 1 3