x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თუ მი­წა­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა არ გა­ივ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორ შე­იგ­რძნობ-რევაზ ლაღიძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა

image

დღეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა გენიალურ ქართველ კომპოზიტორს რევაზ ლაღიძეს, ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ფრაგმენტებს დიდი კომპოზიტორის ინტერვიუებიდან

"მახსოვს არდადაგები იყო და სოფელში წავედი, ჩემი ბიძაშვილები, იქაური ახალგაზრდები, ვბანაობდით ვთევაზობდით და ყოველთვის მიხაროდა სოფელში ჩასვლა, იქ ძველი სოფლის სკოლაა, ათწლედი და იმის ეზოში დიდი რეპროდუქტორი იყო, იქ მოვისმინე დაისის უვერტიურა..ეხლა ამოდენა ხანი გავიდა მის შემდეგ და არ ვიცი მაშინ აღთქმის ან შეფასების უნარი სად მქონდა, მაგრამ საოცრად იმოქმედა.მახსოვს ჩემი მუსიკალური ნაწარმოების მოწონება და შეგრძნება იქიდან იწყება(რევაზ ლაღიძე, პირველი მუსიკალური შთაბეჭდილების შესახებ)

"თუ მი­წა­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლა არ გა­ივ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორ შე­იგ­რძნობ; თუ ერთხელ მა­ინც ფეხ­შიშ­ველს ფეხ­ში ეკა­ლი არ შეგ­სო­ბია, თუ ერთხელ მა­ინც ბადე არ გა­და­გი­ფე­ნია ჩვენს ვიწ­რო მდი­ნა­რე­ებ­ზე - შენ სა­ქარ­თვე­ლოს ვერ შე­იგ­რძნო­ბ>(რევაზ ლაღიძე)

"ძალიან ბევრი მიწანწალია, პირდაპირი ამ სიტყვის გაგებით, თოფით, ძაღლით, სასროლი ბადით, საქართველოში ყველა მდინარეზე მაქვს ნასროლი ბადე და უფრო მეტსაც გეტყვით, წყლის გიჟი ვარ, წყალი მიყვარს ძალიან, ალბათ ლაღიძე რომ ვარ და ყველა წყაროს ტემპერატურა გაზომილი მაქვს და რა ჯიშის თევზი ბინადრობს, იმდენად მიყვარს წყაროსთან ჯდომა, (თან კიდევ იქ თუ პატარა პურ-მარილია)სიმღერას უკეთ აღიქვამ მაგ დროს, ადამიანსაც და მის კილოკავსაც"(რევაზ ლაღიძე)

"ერთხელ, ჩემი მეგობრები, ბიძინა კვერნაძე და დავით ცერცვაძე მახლდნენ ღორზე სანადიროდ. გადავწყვიტე, შემემოწმებინა და დარიგება დავუწყე: გამოქანებულ ღორს უნდა მოერიდო, ჩაუსაფრდე, არ შეიძლება პირდაპირ შეხვედრა-მეთქი. უცებ ძაღლების ყეფა გაისმა, ჩამოვრჩი და ვიყვირე, ღორი მოდის-მეთქი. იმ გზას, რომელსაც მივუყვებოდით, ნაკრძალის მაღალი ღობე გასდევდა გვერდით. შეშინებულმა დავითმა დაჰკრა ბიძინას მხარზე ხელი და ღობის მეორე მხარეს აღმოჩნდა, მას ბიძინაც მიჰყვა. სიცილი ვეღარ შევიკავე და ისინიც მიხვდნენ ჩემს ხუმრობას, მაგრამ ნაკრძალიდან გამოსვლა ისე იოლი საქმე არ იყო. სად უნდა მეშოვა ღორი, რომ ამჯერად ღობის აქეთ მხარეს გადმოესროლა ჩემი მეგობრები?! ამიტომაც დიდ მანძილზე მოუხდათ ეკალბარდებში სიარული.“(რევაზ ლაღიძე ნადირობის ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს)

"საბუდარელი ჭაბუკი" რამდენი ხანია უკვე დაწერილია...1957 -შია დაწერილი თუ არ ვცდები, არ მბეზრდება, რამდენიც არ უნდა მოვუსმინო, ვისი შესრულებითაც არ მოვისმინო, აი სადმე ქალაქგარეთ გახვალ, ვიღაც ზის, გიტარაზე უკრავს, ზოგი ზუსტად არ უკრავს, მაგრამ მაინც მომწონს(რევაზ ლაღიძე)

„თბილისზე ვინ არ არის შეყვარებული და მეც ვფიქრობდი, რომ დავალებას თავს კარგად გავართმევდი, მაგრამ რაც არ უნდა კარგი თემა იყოს, შეზღუდულია შემოქმედი, როცა საკუთარ ნაწარმოებს სხვისი დაკვეთით ქმნის. დავდიოდი, ვიჯექი თუ მეძინა სიმღერაზე ვფიქრობდი, ვერაფრით გამოვთქვი სოლოში სათქმელი, დუეტი უფრო ლირიკულად ჟღერდა, უფრო მომეწონა. ჩემი აზრის გასაზიარებლად კინოსტუდიაში წავედი. თავდაპირველად შემეწინააღმდეგნენ, რადგან ერთი მომღერლის მომატებით ფილმის გადაღების ხარჯები გაიზრდებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ბოლოს დამეთანხმნენ. დავბრუნდი სახლში, მუშაობას გატაცებით შევუდექი, მაგრამ ვხედავ, გუნდია საჭირო მელოდიას საოცრად უხდებოდა ფონი. საშინლად შევწუხდი. ერთი მომღერლის მომატებაზე ომი დამჭირდა და მთელი სამოცკაციანი გუნდი როგორ მოვითხოვო?! მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება იქნება გუნდი, იქნება სიმღერა, არადა ვერაფერს დავწერ…

ნახევრად გავიმარჯვე: სამოცკაციანი გუნდის ნაცვლად თორმეტი კაცი ამღერდა…(რევაზ ლაღიძე "თბილისო"-ზე)

0
78
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0