x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ელტონ ჯონმა და Deep Purple-მ პირობა დადეს,რომ აღარასოდეს გამოვლენ რუსეთში
image

იყო დრო, როცა პრივატულ კონცერტებზე რუსი ოლიგარქები უზარმაზარ თანხას იხდიდნენ, რომ პირადად ენახათ მათი კუმირები.



როგორც ჩანს ასე აღარ მოხდება, წამყვანმა პოპ-ვარსკვლავებმა პირობა დადეს, რომ ისინი აღარასოდეს დაბრუნდებიან ამ ქვეყანაში, წერს გამოცემა The Sunday Times-ი.


რუსი ოლიგარქების მდიდრულ წვეულებებზე გამოსვლა დიდი ხანია საკმაოდ მომგებიანი იყო ზოგიერთი უდიდესი ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავისთვის. ახლა ეს ყველაფერი შეიძლება წარსულს ჩაბარდეს .



ელტონ ჯონმა და როკ-ჯგუფმა Deep Purple-მა, რომლებიც ადრე სოლიდურ თანხებს იღებდნენ ქვეყნის ელიტის პირად ღონისძიებებზე ჩატარებული კონცერტებისთვის, გუშინ ღამით დაგმეს რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრა და გააკრიტიკეს კრემლი.


ელტონ ჯონმა, ვლადიმერ პუტინის მთავრობის აშკარა კრიტიკოსმა, განაცხადა, რომ ის აღარასოდეს დაუკრავს რუსეთში არც "ამ რეჟიმთან დაკავშირებულ ვინმესთვის".


Deep Purple-ს წლების განმავლობაში პირადად ხვდებოდა რუსეთის ექს პრეზიდენტი და პუტინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელიც ამჟამად არის ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

image

მომღერალმა იან გილანმა განაცხადა:

"თუ პირობის დადებაა, ეს იმას ნიშნავს. რომ ჩვენ ვეღარასდროს ვიხილავთ ჩვენს რუს მეგობრებს, მაშინ ეს დიდი მსხვერპლია, მაგრამ არაფერია იმასთან შედარებით, რომ ვეღარასოდეს ვნახოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, რომლებსაც ხოცავენ რუსეთის ფსიქოპატი ლიდერის ამბიციების დასაკმაყოფილებლად.მე მინდა ვნახო მილიონობით რუსი ქუჩაში, რათა გამოხატონ სიძულვილი უკრაინაში შეჭრის გამო და მინდა ვიოცნებო, რომ რუსეთი ძალიან მალე იპოვის პროგრესულ ხელმძღვანელობას, რომელიც მათ სამყაროს მეგობრებად დაუბრუნებს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. "


ჯგუფის კლავიშისტმა დომ ეირიმ დიმიტრი მედვედევს პროტესტის ნიშნად ავტოგრაფი უკან გაუგზავნა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:



"მე მივწერე დიმიტრი მედვედევს <...> და დავუბრუნე ავტოგრაფი, რომელიც მან მაჩუქა Deep Purple-ის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე გორკის სასახლეში 2011 წლის მარტში... პროტესტის ნიშნად მისი რიგი განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა უკრაინაში შეჭრის შემდეგ"


ამის შემდეგ ჯგუფმა "ფეისბუქის" და "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდებზე ბენდის სახელი ლურჯ-ყვითელ ფერებში გამოაქვეყნდეს და თან დაურთეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის საწინაააღმდეგო სიმღერის Child in Time-ის ტექსტი.


Deep Purple-ს კონცერტები 31 მაისს კიევში ჰქონდა დაგეგმილი, ხოლო 4 ივნისს მოსკოვში.


მანამდე ერთბაშად რამდენიმე როკ-ჯგუფმა გააუქმა კონცერტები რუსეთში პროტესტის ნიშნად, მათ შორის არიან Green Day, Iron Maiden-ი, Franz Ferdinand-ი, Aerosmith-ი და ერიკ კლეპტონი.



0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0