"წარმოუდგენელია ისე გეზიზღებოდეს შენი ხალხი და ქვეყანა, რომ ქველმოქმედებას და ადგილობრივ დასაქმებულებს აუგად მოიხსენიებდე" - ზურაბ ქადაგიძე
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ეხმაურება ოპოზიციურ ტელევიზიების გამოხმაურებას და შეფასებებს ბიძინა ივანიშვილის ახალ საქველმოქმედო ინიციატივაზე, რომელიც წითელ წიგნში შეტანილ, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბის მოშენებას ითვალისწინებს:
"ალბათ ბევრს უკვირს, თუ როგორ შეძლო მოქმედმა ხელისუფლებამ, რომ ამდენი წელია ხალხის ნდობას იმსახურებს და არჩევნებს არჩევნებზე იგებს. ამას სხვა ბევრთან ერთად ერთი ფუნდამენტური მიზეზი აქვს, მეორე მხარეს დგას ბოროტება, დგას ბოროტი ძალა, რომელსაც ეზიზღება ქართველი ხალხი და საქართველო, ეროვნული ღირებულებები, ჩვენი რწმენა და ტრადიციები.
სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის, რომ ამდენი წელია უტიფრად აგრძელებენ შავზე თეთრის მტკიცებას, შენების ნგრევად, ქველმოქმედების ძარცვად წარმოჩენას. თუკი არ გეზიზღება შენი ხალხი და ქვეყყანა, ის ბუნება სადაც ცხოვრობ, როგორ უნდა გაბედო და თავში მოგივიდეს მუქ ფერებში გააშუქო და აპოკალიფსად წარმოაჩინო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც წითელ წიგნში შესულ კოხლური ხოხბის გაშენებას გულისხმობს?
წარმოუდგენელია ისე გეზიზღებოდეს შენი ხალხი და ქვეყანა, რომ ქველმოქმედებას, რომელიც ბუნებაზე ზრუნავს, რომელიც ადგილობრივებს ასაქმებს და შემოსავლებს უზრდის აუგად მოიხსენიებდე და პარტიული ტელევიზიის სიუჟეტებს, შავ პიარს უძღვნიდე.
წარმოუდგენელია ჯანსაღმა საზოგადოებამ ასეთ ფაქტებზე რეაქცია არ გამოხატოს და აგრესია არ გაუჩნდეს კონკრეტული ტელევიზიის, ამ ტელევიზიის დამკვეთებისა თუ ჟურნალისტებად გადაცმული პარტიული აქტივისტების მიმართ. თუკი საზოგადოება ჯანსაღია, მან რაიმე უნდა მოიმოქმედოს, რათა მსგავსი ცილისწამებისა და სიცრუის კამპანიას ბოლო მოეღოს, გაჩნდეს ქვეყანაში ევროპული ტიპის მექანიზმები, რათა მედიაში გამეფებული აღვირახსნილობა დასრულდეს", - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენის მოწყობას ითვალისწინებს.. კოლხური ხოხბის, რომლის საპატივსაცემოდ არსებობს სახელი ფაზისი. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და, რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნეს დატვირთვას.