x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ორგია ცაში 1000 დოლარად

image

ენტონი ბლეიკი ლას-ვეგასიდან ტოვებს ჩვეულებრივი პილოტის შთაბეჭდილებას, რომელიც დაფრინავს პატარა ორძრავიანი Cessna 414 თვითმფრინავით, თუმცა მისი არსი მდგომარეობს არა თვითმფრინავში, არამედ რა მიზნებისთვის გამოიყენება ეს მფრინავი აპარატი.


საქმე იმაშია, რომ ბლეიკი ცაში "გაცნობის სახლის" პილოტია . New York Post-ის ცნობით, მფრინავი არის კომპანია Love Cloud-ის თანამფლობელი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს, ჰაერში განიცადონ ხორციელი სიყვარულის სიხარული 995 დოლარად. მსურველებს შეუძლიათ თვითმფრინავის დაქირავება 45 წუთით, ხოლო 1495 დოლარის გადახდის შემთხვევაში მიიღებენ შესაძლებლობას სიმაღლეზე მთელი საათნახევარის განმავლობაში თავაშვებულობის მორევში გადაეშვნენ. 1, 6 კილომეტრის სიმაღლეზე.

image


ცაში „სიყვარულის საწოლზე“ ატმოსფერო, რბილად რომ ვთქვათ, სპეციფიკურია, რადგან თვითმფრინავი Cessna საკმაოდ მცირე ზომისაა და არ აქვს ტიხრები, მითუმეტეს საწოლებისთვის ადგილი. სექს წყვილებს მფრინავიდან მხოლოდ მსუბუქი ფარდა აშორებს, ხოლო იატაკზე მოხერხებულობისთვის დევს ორი ლეიბი წითელი ატლასის გადასაფარებლით. სიტუაციას ოდნავ განმუხტავს ის ფაქტი, რომ პილოტს, როგორც თვითონ ამბობს, მუდმივად უკეთია ყურსასმენები და, შესაბამისად, ფაქტობრივად არც ესმის მის უკან მიმდინარე აურზაური.


image

გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ატმოსფერო იზიდავს ყველა სახის და რჯულის გარყვნილებს. თავისი მუშაობის დროს ბლეიკმა დააგროვა საოცარი ისტორიების მთელი გროვა, რომელსაც შეუძლია შოკში ჩააგდოს ყველაზე ვულგარული ეროტომანიც კი.

მაგალითად გაიხსენა ორი მგზავრი, რომლებმაც საკუთარი მეუღლეები ერთმანეთში ღალატობდნენ, ცოლ-ქმარი, რა დროსაც ქმარი უცებ ისე გამოთვრა, თავი აღარაფრის ჰქონდა და ბლეიკს თვითმფინავის დასმა მოთხოვა.


ბლეიკი ამბობს, რომ მუშაობის განმავლობაში ის არასდროს მიუწვევიათ სექს-ორგიაში, მაგრამ თუნდაც მიიწვიიონ ეს ვერ მოხდება, რადგან ვერაფრით მიატოვებს შტურვალს.

”ეს არის ერთ პილოტიანი თვითმფრინავი და ამიტომ არ შემიძლია კაბინის დატოვება”, - თქვა პილოტმა. - მიყვარს სექსი, მაგრამ ფრენა უფრო მეტად მიყვარს."


image

ასევე იხილეთ


Spanx-ის დამფუძნებლის, სარა ბლეიკლის სახელი ახლა ყველასთვის ცნობილია შეერთებულ შტატებში, რადგან მისი ისტორია არის "ამერიკული ოცნება" სუფთა კლასიკური გაგებით. მცირე "გარაჟის" ბიზნესიდან მან შეძლო მრავალმილიონიანი კომპანიის შექმნა. მაგრამ, მთავარ ისაა, რომ ახლა მისი სახელს სულ უფრო ხშირად ახსენებენ მისი ...


რკინიგზის ძველი ვაგონები წლებია იყიდება აუქციონზე. რამდენიმე ასეული იქნება გაყიდული. ერთი ცალი სამგზავრო ვაგონის ფასი დაახლოებით 20 ათასი ლარია, სატვირთოსი ორჯერ ნაკლები. იჭრება და ჯართად იყიდება. რამდენი პატარა მდინარეა ქვეყანაში, რომელზეც ხიდი არ არის და წვალობს ხალ...


მომღერალი რიანა, რომელიც დაიბადა ბარბადოსში და ცნობილი გახდა შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ქალი მუსიკოსი: ჟურნალ Forbes- ის თანახმად, მისი ქონება 1, 7 მილიარდი დოლარია. თუმცა, შემოსავლის უმეტესი ნაწილი მას მუსიკალურმა ბიზნესმა არ მოუტანა, თუმცა, მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარა. ...


საშუალო სტატისტიკური ხელფასით მაქსიმალური ოდენობის ბენზინის შეძენა შესაძლებელია ლუქსემბურგში, სადაც საწვავის ფასი შედარებით დაბალია, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინაში, სადაც საწვავის ფასებთან შედარებით მცირეა შემოსავალი . გამოქვეყნდა ევროპის 32 ქვეყ...


ამას გარდა, მარტა პაემანზე ივლის ბედნიერ მყიდველთან, თუმცა მხოლოდ ვირტუალურად. ყველას, ვისაც სჯეროდა, რომ ფულით სიყვარულს ვერ იყიდი, სერიოზულად ცდებოდა. ყოველ შემთხვევაში, 21 წლის პოლონელი ბლოგერის მარტა რენტელის თაყვანისმცმელემა ასე გადაწყვიტა გულშემატკივარს მარტა რენტელმა გადაწყვიტა ეს და ძა...

0
1449
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0