x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბენზინის ფასები ევროპაში და მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობის რეიტინგი
image

საშუალო სტატისტიკური ხელფასით მაქსიმალური ოდენობის ბენზინის შეძენა შესაძლებელია ლუქსემბურგში, სადაც საწვავის ფასი შედარებით დაბალია, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინაში, სადაც საწვავის ფასებთან შედარებით მცირეა შემოსავალი .


გამოქვეყნდა ევროპის 32 ქვეყნის საშუალო თვიური ხელფასით ბენზინის მსყიდველთუნარიანობის რეიტინგი, (შენიშვნა: რეიტინგში არაა ჩვენი ქვეყანა და რატომღაც არის ერთი აზიური სახელმწიფო-ყაზახეთი)


მაშა ასე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ბენზინის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ლუქსემბურგი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თითქმის 2, 6 ათასი ლიტრი საწვავი საშუალო თვიური ხელფასით. მეორე ადგილზეა ნორვეგია 2.4 ათასი ლიტრით. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომელთა მაცხოვრებლებს საშუალო თვიური ხელფასით 1, 9 ათას ლიტრზე მეტის შეძენა შეუძლიათ.



ნიდერლანდები მე-7 ადგილზე, შეუძლიათ 1, 8 ათასი ლიტრის ყიდვა, მაგრამ ამავე დროს იგივე ნიდერლანდებში ყველაზე ძვირია ბენზინი-1 ლიტრის ფასი 2.19 აშშ$-ია.რაც შეეხება დიზელის საწვავს, ყველაზე ძვირი ღირს შვედეთში 1 ლიტრის ფასი 1.96 აშშ $-ია.

რაც შეეხება ყოფილს საბჭოთა ქვეყნებს, ყველაზე კარგი პოზიცია უკავია რუსეთს, -მე-16 ადგილი, ამ ქვეყნის მოქალაქეს შეუძლიათ შეიძინონ თვეში 1000 ლიტრი ბენზინი, რომლის ფასი 0.66 აშშ დოლარია.მას მოჰყვება ყაზახეთი-შესაბამისად 958 ლიტრი, რომლის ფასი 0.46 დოლარია.


როგორც მოგახსენეთ უკანასკნელი ადგილი უკავია უკრაინას-ამ ქვეყნების მოქალაქეებს საშუალო თვიური ხელფასით შეუძლიათ შეიძინონ 379 ლიტრი საწვავი, რომლის ფასიც 1.08 აშშ- დოლარია.

image

0
493
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0