x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რამდენი პატარა მდინარეა ქვეყანაში,გადე ზედ ვაგონი და მორჩენილია საქმე. ძალიან იაფიცაა, გამძლეც და ორიგინალურიც-რომან გოცირიძე

image

რკინიგზის ძველი ვაგონები წლებია იყიდება აუქციონზე. რამდენიმე ასეული იქნება გაყიდული. ერთი ცალი სამგზავრო ვაგონის ფასი დაახლოებით 20 ათასი ლარია, სატვირთოსი ორჯერ ნაკლები. იჭრება და ჯართად იყიდება.
რამდენი პატარა მდინარეა ქვეყანაში, რომელზეც ხიდი არ არის და წვალობს ხალხი. გადე ზედ ვაგონი და მორჩენილია საქმე. ძალიან იაფიცაა, გამძლეც და ორიგინალურიც.
ასეთი ვაგონ-ხიდები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია. ფოტოზე ყველაზე ლამაზი ვაგონი რომაა, ეს საქართველოდან ამერიკაში, ორეგონის შტატში წაღებული ვაგონ-რესორანია. დღემდე მშვენივრად ასრულებს ხიდისა და რესტორნის ფუნქციას ერთდროულად.
რადგან ხიდებთან დაკავშირებით ასეთი იდეა გამიჩნდა, გადავხედე მონაცემებს, თუ როგორ ყიდის აუქციონზე საქართველოს რკინიგზა ჩამოწერილ ვაგონებს. აღმოჩნდა, რომ ჩალისფასად. თუ ვინ ყიდულობს და მერე რამდენად გადაყიდის, ეს უკვე აუდიტის სამსახურის შესწავლის საკითხია. "-წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი და პოლიტიკოსი ენმ-დან რომან გოცირიძე.და ნიმუშად ფოტოებს აქვეყნებს.
image
image
image
image
image
image
image
0
694
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0